მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198641.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
წერილი ხომ უჩვეულოდ პაწია იყო და, ვინ იცის, წერილების ყუთში ვერც დაენახათ.
It was an unusually small letter, of course, and might have gone unnoticed in the letterbox.
198642.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ამ აზრმა შიშითა და წუხილით აავსო.
This idea filled him with fears and worries.
198643.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
მაგრამ მალე ფიქრით კვლავ მდინარეს მიუბრუნდა, სანამ იწვა, მეორე ნაპირას უფეხურამ დაიწყო სიმღერა, სიბნელე ჩამოწვა და სტიუარტს თავი ძილმა წაართვა.
But soon he let his thoughts return to the river, and as he lay there a whippoorwill began to sing on the opposite shore, darkness spread over the land, and Stuart dropped off to sleep.
198644.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
მეორე დილა ღრუბლიანი გათენდა.
The next day dawned cloudy.
198645.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სტიუარტს დაბაში დასჭირდა წასვლა, მანქანაში ზეთი ჰქონდა გამოსაცვლელი, ამიტომ კანოე ფოთლებში ჩამალა, მაგრად მიაბა ქვას და საქმეზე გაეშურა, თან ისევ ჰარიეტზე ეფიქრებოდა.
Stuart had to go up to the village to have the oil changed in his car, so he hid the canoe under some leaves, tied it firmly to a stone, and went off on his errand, still thinking about Harriet.
198646.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ცა თითქოს საწვიმრად ემზადებოდა.
The sky looked rainy.
198647.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
დაბიდან სტიუარტი თავატკივებული მობრუნდა, მაგრამ იმედოვნებდა, იქნებ ხუთ საათამდე უკეთესად გავხდეო.
Stuart returned from the village with a headache, but he hoped that it would be better before five o'clock.
198648.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
აქამდე გოგონა კანოეთი არასოდეს გაესეირნებინა და ახლა ძალიან ნერვიულობდა.
He felt rather nervous, as he had never taken a girl canoeing before.
198649.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სუფთა პერანგი ჩაცმული არ ჰქონდა, რომ იღლიებში უსველდებოდა, სტიუარტი ნერვიულობისგან ოფლიანობდა და იძულებული ხდებოდა, მშრალი პერანგი ჩაეცვა.
He would no sooner get a clean shirt on than he would discover that it was wet under the arms, from nervous perspiration, and Stuart would have to change it for a dry one.
198650.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
რაც უფრო ახლოვდებოდა ხუთი საათი, სტიუარტი უფრო და უფრო ნერვიულობდა.
As five o'clock drew near, Stuart grew more and more nervous.
198651.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სულ საათს დაჰყურებდა, ბილიკს გაჰყურებდა, თმას ივარცხნიდა, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ცქმუტავდა.
He kept looking at his watch, glancing up the path, combing his hair, talking to himself, and fidgeting.
198652.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
აგრილდა და სტიუარტს ეჭვი აღარ ეპარებოდა, იწვიმებსო.
The day had turned chilly and Stuart was almost sure that there was going to be rain.
198653.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ექნა, თუ მაინცდამაინც მაშინ გაწვიმდებოდა, როცა კანოეთი გასასეირნებლად მოწვეული ჰარიეტ ეიმსი მოვიდოდა.
He couldn't imagine what he would do if it should rain just as Harriet Ames showed up to go canoeing.
198654.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
მას მიეღო მისი მოპატიჟება.
She had accepted his invitation.
198655.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სტიუარტი მიწაზე გაიშოტა, კუნძს მიეყრდნო და სცადა ისე ლაღად დაეჭირა თავი, თითქოს მიჩვეული იყო გოგონებისთვის პაემნის დანიშვნას.
Stuart threw himself down against a stump and tried to strike an easy attitude, as though he were accustomed to taking girls out.
198656.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
დაიცადა, სანამ ჰარიეტი რამდენიმე ნაბიჯით მოუახლოვდებოდა და მერეღა წამოდგა.
He waited till Harriet was within a few feet of him, then got up.
198657.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– სალამი, – უთხრა და თან შეეცადა, ხმა არ აჰკანკალებოდა.
– Hello there, – he said, trying to keep his voice from trembling.
198658.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– მისტერ ლითლი ბრძანდებით? – ჰკითხა ჰარიეტმა.
– Are you Mr. Little? – asked Harriet.
198659.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– მადლობელი ვარ, რომ მომიპატიჟეთ, – მიუგო ჰარიეტმა.
– Well, it was very good of you to ask me, – replied Harriet.
198660.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
თეთრი სვიტერი ეცვა, ტვიდის ქვედაკაბა, შალის თეთრი, დაბალყელიანი წინდები და კედები.
She was wearing a white sweater, a tweed skirt, short white wool socks, and sneakers.