მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198661.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
თავზე ჭრელი თავსაფარი მოეხვია, ხელში კი, როგორც სტიუარტმა შენიშნა, პიტნის კარამელის კოლოფი ეჭირა.
Her hair was tied with a bright colored handkerchief, and Stuart noticed that she carried a box of peppermints in her hand.
198662.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სტიუარტი ცდილობდა ისე ელაპარაკა, თითქოს ინგლისური აქცენტი ჰქონდა.
Stuart was trying to make his voice sound as though he had an English accent.
198663.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ჰარიეტმა ცას ახედა და თავი დაუქნია.
Harriet looked at the sky and nodded.
198664.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– რას ვიზამთ, იწვიმებს და იწვიმოს.
– Oh, well, if it rains, it rains.
198665.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– მართლაც, – გაიმეორა სტიუარტმა, – იწვიმებს და იწვიმოს.
– Sure, – repeated Stuart, – if it rains, it rains.
198666.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სტიუარტი ბუნებით თავაზიანი თაგვი გახლდათ, მაგრამ ჰარიეტმა მიუგო, მოხმარება არ მჭირდებაო.
Stuart was a courteous mouse by nature, but Harriet said she didn't need any help.
198667.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
აქტიური გოგო იყო და არც წაბორძიკებას აპირებდა და არც დაცემას.
She was an active girl and not at all inclined to stumble or fall.
198668.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სტიუარტი იქით გაუძღვა, სადაც კანოე ჰქონდა დამალული, ჰარიეტიც მიჰყვა, მაგრამ ახლოს რომ მივიდნენ, სტიუარტს ელდა ეცა, რადგან კანოე იქ აღარ იყო.
Stuart led the way to where he had hidden the canoe, and Harriet followed, but when they reached the spot Stuart was horrified to discover that the canoe was not there.
198669.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სტიუარტს გულს შემოეყარა.
Stuart's heart sank.
198670.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– კანოე გაქრა, – ამოიგმინა მან.
– The canoe is gone, – he groaned.
198671.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ნავი მთლად ტალახში იყო ამოსვრილი, ცალი ნიჩაბი კი გაღუნული და გადაგრეხილი.
Mud was all over the boat, and one of the paddles was all bent and twisted.
198672.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სწორედ ასეთი შესახედავია არყის ხის ქერქის კანოე მას მერე, რაც დიდი ბიჭები ითამაშებენ და მიაგდებენ.
It looked just the way a birchbark canoe looks after some big boys are finished playing with it.
198673.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
მან არ იცოდა, რა ეღონა.
He did not know what to do.
198674.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
დაჯდა ერთ ტოტზე და თავი ხელებში ჩარგო.
He sat down on a twig and buried his head in his hands.
198675.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– მის ეიმს, – აკანკალებული ხმით უთხრა სტიუარტმა, – გარწმუნებთ, ყველაფერი სანაქებოდ მქონდა გამზადებული, ყველაფერი.
– Miss Ames, – said Stuart in a trembling voice, – I assure you I had everything beautifully arranged everything.
198676.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– რა აზრი აქვს, – თქვა მწარედ, – ისე მაინც არ იქნება.
– It's no use, – he said bitterly, – it wouldn't be the same.
198677.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ვშიშობ, ქალი ამას ვერ გაიგებს.
I'm afraid a woman can't understand these things.
198678.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ისე მაგრად გაუკვანძავთ, ვერასდიდებით ვერ გავხსნი.
It's tied on so tight I could never get it off.
198679.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სტიუარტმა სასოწარკვეთით შეხედა.
Stuart looked at her in despair.
198680.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– სად გაგონილა, რომ ინდიელთა კანოე წყნარ, ცარიელ მდინარეზე მიცურავდეს, და უკან გრძელი ბაწარი მისთრევდეს?
– Did you ever see an Indian paddling along some quiet unspoiled river with a great big piece of rope dragging astern?