მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198681.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– თან, ამ ტალახსაც შეხედეთ!
– Besides, look at that mud!
198682.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ის ახლა უკვე გაჰკიოდა.
He was screaming now.
198683.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ჰარიეტი გვერდით მიუჯდა და პიტნის კარამელი შესთავაზა, მაგრამ სტიუარტმა თავი გააქნია.
Harriet sat down on the twig and offered him a peppermint but Stuart shook his head.
198684.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– კარგი, – თქვა ჰარიეტმა, – წვიმას იწყებს და აჯობებს შინ გავიქცე, რახან კანოეთი სასეირნოდ არ მიგყავართ.
- Well, - she said, - it's starting to rain, and I guess I'd better be running along if you are not going to take me paddling in your canoe.
198685.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
თანაც, ხვალ დილით ადრიანად ვაპირებ წასვლას.
Besides, I plan to make an early start in the morning.
198686.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
შეიძლება, ალიონზე უკვე გზას ვადგე.
I'll probably be on the road at daybreak.
198687.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– ამ წვიმაში გარეთ უნდა გაათიოთ?
- Are you going to sleep out in all this rain?
198688.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– ცხადია, – უთხრა სტიუარტმა, – კანოეს ქვეშ შევიყუჟები.
- Certainly, - said Stuart, - I'll crawl in under the canoe.
198689.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ჰარიეტმა მხრები აიჩეჩა.
Harriet shrugged her shoulders.
198690.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– ვწუხვარ, რომ ჩვენი საღამო მდინარეზე ამნაირად დასრულდა.
"I am sorry our evening on the river had to end like this."
198691.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
მერე კი სველ ბილიკს გაუყვა, ტრეისი-ლეინისაკენ ავიდა და სტიუარტი მარტო დატოვა, გაოხრებული კანოესა და დამსხვრეული ოცნებების ამარა.
Then she walked away along the wet path toward Tracy's Lane, leaving Stuart alone with his broken dreams and his damaged canoe.
198692.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
ის ღამე სტიუარტმა კანოეს ქვეშ გაათია.
Stuart slept under the canoe that night.
198693.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
ჩიტებსაც გაღვიძებოდათ და ტოტებიდან წკრიალა ხმები ესმოდა.
Already the birds were beginning to stir and make bright sounds in the branches overhead.
198694.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
სტიუარტი ერთ ჩიტს არ გაუშვებდა, რომ არ შეეხედა, მარგალო ხომ არ არისო.
Stuart never let a bird pass without looking to see if it was Margalo.
198695.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
ქალაქის განაპირას ბენზინგასამართი სადგური შემოხვდა და გაჩერდა, ბენზინს ავიღებო.
At the edge of the town he found a filling station and stopped to take on some gas.
198696.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
კაცმა განცვიფრებით დახედა პაწია ავტომობილს.
The man looked at the tiny automobile in amazement.
198697.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
კაცმა თავი გააქნია და თქვა, რომ ასე ცოტა ბენზინს ვერ გავყიდიო.
The man shook his head and said that he couldn't sell such a small amount of gas.
198698.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
– თქვენ ფული გჭირდებათ, მე კი ბენზინი.
– You need the money and I need the gas.
198699.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
– რატომ ვერ უნდა მოვრიგდეთ?
– Why can't we work something out between us?
198700.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
სტიუარტმა ავზს თავსახური მოხსნა და კაცმა ხუთი წვეთი ბენზინი ჩაუსხა.
Stuart unscrewed the cap of the tank and the man put in five drops of gasoline.