მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198721.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
მე თუ მკითხავ, ადამიანი, ვისაც ჩრდილოეთისკენ უჭირავს გეზი, არ ცდება.
A person who is heading north is not making any mistake, in my opinion.
198722.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
– ის კი არა, მე მგონი, აქედან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლომდე სულ ჩრდილოეთით ვიმოგზაურებ.
– I rather expect that from now on I shall be traveling north until the end of my days.
198723.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
– ჩრდილოეთით მიმავალი გაწყვეტილ სატელეფონო ხაზებს გავყოლივარ და საოცარი ადგილები მინახავს.
– Following a broken telephone line north, I have come upon some wonderful places.
198724.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
– ჭაობები, სადაც კედრები იზრდება, მინდვრები, რომლებსაც წლობით უძრავად დგომისგან გადაქცეული ღობეები ავლია გარს, ხეხილის ბაღები, ისეთი ძველი, რომ ისიც კი დავიწყებიათ, სად დგას ფერმერის სახლი.
– Swamps where cedars grow, fields bordered by crooked fences broken by years of standing still, orchards so old they have forgotten where the farmhouse is.
198725.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
ჩრდილოეთში გვიმრითა და ნარით მოფენილ საძოვრებზე მისადილია, ზემოდან მოწმენდილი ცა დამყურებდა და ქარი მიბერავდა.
In the north I have eaten my lunch in pastures rank with ferns and junipers, all under fair skies with a wind blowing.
198726.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
საქმეს ზამთრის ღამით ნაძვნარებში მივუყვანივარ, სადაც ღრმა და ფაფუკი თოვლი იდო, ჩინებული ადგილი გახლავთ კურდღლების ფერხულისათვის.
My business has taken me into spruce woods on winter nights where the snow lay deep and soft, a perfect place for a carnival of rabbits.
198727.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
დამისვენია საკვანძო სადგურების სატვირთო ბაქნებზე და თბილი დღითა და თბილი სურნელებით დავმტკბარვარ.
I have sat at peace on the freight platforms of railroad junctions in the warm hours and with the warm smells.
198728.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
ვიცნობ ჩრდილოეთის მტკნარ ტბებს, სადაც არაფერია გარდა თევზისა, ქორებისა და, რაღა თქმა უნდა, სატელეფონო კომპანიისა.
I know fresh lakes in the north, undisturbed except by fish and hawk and, of course, by the Telephone Company.
198729.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
აქედან იქამდე შორია, ეს არ დაგავიწყდეთ.
They are a long way from here, don't forget that.
198730.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
– იმედია, მიაგნებთ იმ ჩიტს.
- I hope you find that bird.
198731.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
სტიუარტი თხრილიდან წამოდგა, ჩაჯდა მანქანაში და იმ გზას გაჰყვა, რომელიც ჩრდილოეთისკენ მიდიოდა.
Stuart rose from the ditch, climbed into his car, and started up the road that led toward the north.
198732.
სტიუარტ ლითლი | თავი XV, ჩრდილოეთისაკენ
სტიუარტი გასცქეროდა წინ გადაშლილ ვეება სივრცეს და ხვდებოდა, რომ წინ გრძელი გზა ედო,
As Stuart peered ahead into the great land that stretched before him, he knew that the way seemed long.
198733.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 1, მდინარის პირას
ზემოდან დაჟინებით უხმობდა რაღაც.
Something up above was calling him imperiously.
198734.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 1, მდინარის პირას
– ავდივართ! ავდივართ!
"Up we go! Up we go!"
198735.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 1, მდინარის პირას
– დრუნჩი მზეს მიუშვირა და მიხვდა, რომ დიდი ველის გამთბარ ბალახზე მიკოტრიალებდა.
His snout came out into the sunlight, and he found himself rolling in the warm grass of a great meadow.
198736.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 1, მდინარის პირას
მზემ ბეწვი გაუფიცხა, სიო გახურებულ შუბლზე მიელამუნა.
The sunshine struck hot on his fur, soft breezes caressed his heated brow.
198737.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 1, მდინარის პირას
ყველაფერი ხარობდა, მოძრაობდა და საქმიანობდა.
Everything is happy, progressive, and occupied.
198738.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 1, მდინარის პირას
თავის დღეში არ ენახა მდინარე: ეს გლუვი, დატალღული, ტანსავსე ნადირი, რომელიც მიექანებოდა, მიხითხითებდა, გზადაგზა ბუყბუყით ჩაიგდებდა ხელთ რაიმეს, მერე სიცილ-სიცილით გაუშვებდა და ახალ მსხვერპლს დაეძგერებოდა, რომლებიც ტანს შეიბერტყავდნენ და როგორღაც მოიშორებდნენ, ის კი ისევ დაეწეოდა და დაიჭერდა.
Never in his life had he seen a river before—this sleek, sinuous, full-bodied animal, chasing and chuckling, gripping things with a gurgle and leaving them with a laugh, to fling itself on fresh playmates that shook themselves free, and were caught and held again.
198739.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 1, მდინარის პირას
მთლად ტორტმანად და ცახცახად იყო ქცეული: ციალებდა, კამკამებდა, ნაპერწკლებს ყრიდა, შმაშურებდა, ტრიალებდა, ჩუხჩუხებდა და ბუტბუტებდა.
All was a-shake and a-shiver—glints and gleams and sparkles, rustle and swirl, chatter and bubble.
198740.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 1, მდინარის პირას
თხუნელა მოიხიბლა, მოინუსხა, თავი დაკარგა.
The Mole was bewitched, entranced, fascinated.