მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198801.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
და კიდევ: თხუნელაც ჩემთან დარჩება, იმას იზამს, რასაც მე, არა, თხუნელავ?
And what’s more, Mole’s going to stick to me and do as I do, aren’t you, Mole?
198802.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
– მუდამ შენთან ვიქნები და როგორც შენ იტყვი, ისე იქნება.
I’ll always stick to you, Rat, and what you say is to be—has got to be.
198803.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
ვირთაგვამ დაინახა, რაც ტრიალებდა მის გონებაში და შეყოყმანდა.
The Rat saw what was passing in his mind, and wavered.
198804.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
გომბი ორივეს ყურადღებით უმზერდა.
Toad was watching both of them closely.
198805.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
– შინ შევიდეთ და ვისადილოთ, – თქვა მან, – იქ მოვილაპარაკოთ.
"Come along in, and have some lunch," he said, "and we’ll talk it over".
198806.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
მე, ბიჭებო, თქვენი გახარება მინდოდა.
I only want to give pleasure to you fellows.
198807.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
გომბიმ საბანში ფეხები გაჭიმა და ძილმორეულმა თქვა: – ღამე მშვიდობისა, ბიჭებო!
Toad, kicking out his legs, sleepily said, "Well, good night, you fellows!"
198808.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
მიიხედეს და მტვრის ღრუბელი დაინახეს, შუაგული ჩაშავებოდა და დაუჯერებელი სისწრაფით მოექანებოდა მათკენ; მტვრიდან ხმადაბალი „პი-პიპ!“ ისმოდა, თითქოს ტკივილისგან აბორგებული ცხოველი ყმუისო.
Glancing back, they saw a small cloud of dust, with a dark centre of energy, advancing on them at incredible speed, while from out the dust a faint "Poop poop!" wailed like an uneasy animal in pain.
198809.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
წამით შეყანყალდა, მერე გაისმა ყურისწამღები ბრახვანი და ბრდღვიალა ყვითელი ფორანი, მათი სიამაყე და სიხარული, თხრილში ჩაილეწა.
It wavered an instant—then there was a heartrending crash—and the canary coloured cart, their pride and their joy, lay on its side in the ditch.
198810.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
გომბი შუა გზაზე, მტვერში იჯდა, ფეხები გაეჩაჩხა და თვალმოუშორებლად იცქირებოდა იქით, სადაც ავტომანქანა უკვე თვალს ეფარებოდა.
Toad sat straight down in the middle of the dusty road, his legs stretched out before him, and stared fixedly in the direction of the disappearing motor car.
198811.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
მერე მივიდა და თხრილში აყირავებულ ფურგონს დახედა.
Then he went to look at the cart, on its side in the ditch.
198812.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
მართლაც, სავალალო სანახავი იყო.
It was indeed a sorry sight.
198813.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
ფრთები და ფანჯრები დამსხვრეოდა, ღერძები უიმედოდ გაღუნოდა, ცალი ბორბალი მოსძრობოდა, სარდინის კონსერვები მთელ ქვეყნიერებაზე გაფანტულიყო.
Panels and windows smashed, axles hopelessly bent, one wheel off, sardine-tins scattered over the wide world.
198814.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
ვირთაგვა მიეხმარა, მაგრამ ფურგონი საერთო ძალებითაც ვერ დააყენეს ფეხზე.
The Rat helped him, but their united efforts were not sufficient to right the cart.
198815.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
ვირთაგვამ მხრებით შეაჯანჯღარა.
The Rat shook him by the shoulder.
198816.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
– დიდებული, აღმაფრთოვანებელი სანახაობა, – წაიდუდუნა გომბიმ და ადგილიდან არ დაძრულა.
"Glorious, stirring sight!" murmured Toad, never offering to move.
198817.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
– პოეზია მოძრაობისა!
The poetry of motion!
198818.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
სოფლები მიქრიან, დაბები და ქალაქები მიხტუნავენ!
Villages skipped, towns and cities jumped.
198819.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
– რა უნდა მოვუხერხოთ? – ჰკითხა თხუნელამ წყლის ვირთაგვას.
"What are we to do with him?" asked the Mole of the Water Rat.
198820.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
ყურადღებას ნუ მიაქცევ.
Never mind him.