მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198821.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
ღერძები უიმედო მდგომარეობაში იყო, მომძვრალი ბორბალი კი – წვრილ-წვრილ ნამტვრევებად ქცეული.
The axles were in a hopeless state, and the missing wheel was shattered into pieces.
198822.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
– წავედით, – პირქუშად უთხრა თხუნელას.
"Come on!" he said grimly to the Mole.
198823.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
– უახლოეს დაბამდე ხუთი-ექვსი მილი იქნება და ფეხით გვაქვს გასავლელი.
It’s five or six miles to the nearest town, and we shall just have to walk it.
198824.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
რაც მალე დავიძრებით, მით უკეთესი.
The sooner we make a start the better.
198825.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
– პოლიცია! ჩივილი! – წაიდუდუნა ოცნებაში წასულმა გომბიმ.
"Police-station! Complaint!" murmured Toad dreamily.
198826.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
ფურგონი შევაკეთებინო!
MEND THE CART!
198827.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
ფურგონის აღარც დანახვა მინდა და აღარც გაგონება.
I never want to see the cart, or to hear of it, again.
198828.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
ვირთაგვა უიმედოდ შეტრიალდა:
The Rat turned from him in despair.
198829.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
ქალაქში რომ ჩავალთ, რკინიგზის სადგურში მივიდეთ და, თუ ბედმა გაგვიღიმა, დღესვე დავბრუნდებით მდინარის პირას.
When we get to the town we’ll go to the railway station, and with luck we may get back to the riverbank tonight.
198830.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
ქალაქში რომ ჩააღწიეს, პირდაპირ სადგურში მივიდნენ, გომბი მეორე კლასის მოსაცდელ დარბაზში გაამწესეს და მებარგულს ორპენიანი მისცეს, თვალი გეჭიროსო.
On reaching the town they went straight to the station and deposited Toad in the second-class waiting-room, giving a porter twopence to keep an eye on him.
198831.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
მეორე საღამოს თხუნელა, რომელიც გვიან ადგა და მთელ დღეს თავი არაფრით შეუწუხებია, ნაპირზე ჩამომჯდარიყო და თევზაობდა.
The following evening the Mole, who had risen late and taken things very easy all day, was sitting on the bank fishing.
198832.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
– გაიგე ახალი ამბავი? – თქვა მან.
"Heard the news?" he said.
198833.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
– მთელ მდინარეთში სხვა არაფერი აქვთ სალაპარაკო.
There’s nothing else being talked about, all along the river bank.
198834.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
ამ დილით გომბი პირველივე მატარებლით გაქანებულა ქალაქში.
Toad went up to Town by an early train this morning.
198835.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 2, გზატკეცილზე
და ყველაზე დიდი და ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი შეუკვეთა.
And he has ordered a large and very expensive motor-car.’
198836.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
კარგა ხანია, თხუნელას მაჩვის გაცნობა ეწადა.
The Mole had long wanted to make the acquaintance of the Badger.
198837.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
– არ მოვა, – უბრალოდ მიუგო ვირთაგვამ.
"He wouldn’t come," replied the Rat simply.
198838.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
– აი, ეგ კი, დარწმუნებული ვარ, არ ეამება, – შეშფოთდა ვირთაგვა.
"O, I’m sure he wouldn’t like that at ALL," said the Rat, quite alarmed.
198839.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
– ისეთი მორიდებულია, უსათუოდ ეწყინება.
He’s so very shy, he’d be sure to be offended.
198840.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
ცივსა და მშვიდ ნაშუადღევს თავზე მძიმე ფოლადისფერი ცა ჩამომხობოდა, როცა ის ჩამთბარი სასტუმრო ოთახიდან გასხლტა.
It was a cold still afternoon with a hard steely sky overhead, when he slipped out of the warm parlour.