მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198841.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
ფეხქვეშ რტოები ტკაცუნებდა, წაქცეული ხეები გზას უღობავდა, ხის ტანებზე ამოსული სოკოები სახეებს წააგავდა.
Twigs crackled under his feet, logs tripped him, funguses on stumps resembled caricatures.
198842.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
ყველაფერი მიჩუმებულიყო.
Everything was very still.
198843.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
პირველად ეგონა, მხარს ზემოთ დავინახე სახეო: პატარა, ავი, სოლისებური სახე ფუღუროდან მისჩერებოდა.
It was over his shoulder, and indistinctly, that he first thought he saw a face; a little evil wedge-shaped face, looking out at him from a hole.
198844.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
როცა მიტრიალდა და პირისპირ დაუდგა, ის რაღაც გაქრა.
When he turned and confronted it, the thing had vanished.
198845.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
აჩქარდა და მხნედ უთხრა თავს, რამე-რუმეებს ნუ გამოიგონებ, თორემ ბოლო არ ექნებაო.
He quickened his pace, telling himself cheerfully not to begin imagining things, or there would be no end to it.
198846.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
ჯერ ეგონა, ფოთლები ცვივაო, ისეთი მსუბუქი და ჩუმი იყო ეს ხმა.
He thought it was only falling leaves at first, so slight and delicate was the sound of it.
198847.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
ბაკუნი გაძლიერდა, გეგონებოდათ, მის გარშემო ხმელი ფოთლების ხალიჩაზე სეტყვამ წამოუშინაო.
The pattering increased till it sounded like sudden hail on the dry leaf-carpet spread around him.
198848.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
ახლა თითქოს მთელი ტყე გარბოდა, მისდევდა, მიექანებოდა, ეწეოდა, გარს ერტყმოდა რაღაცას... თუ – ვიღაცას?
The whole wood seemed running now, hunting, chasing, closing in round something or—somebody?
198849.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
თავზარდაცემული გაიქცა უმიზნოდ, არ იცოდა, საით.
In panic, he began to run too, aimlessly, he knew not whither.
198850.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
ამასობაში ჩამთბარ-ჩამყუდროებული ვირთაგვა ბუხრის პირას თვლემდა.
Meantime the Rat, warm and comfortable, dozed by his fireside.
198851.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
ნახევრად დამთავრებულლექსიანი ფურცელი მუხლიდან გადასცურებოდა, თავი უკან გადავარდნოდა, პირი დაეღო და სიზმრისეულ მდინარეთა ნაპირეზე დაეხეტებოდა.
His paper of half-finished verses slipped from his knee, his head fell back, his mouth opened, and he wandered by the verdant banks of dream-rivers.
198852.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
ერთხანს მიაყურადა.
He listened for a time.
198853.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
არც კალოში ჩანდა, რომლებსაც მუდამ ქოლგების სადგარის ქვეშ აწყობდა.
His goloshes, which always lay by the umbrella-stand, were also gone.
198854.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
კალოში ახალთახალი იყო, ამ ზამთრისთვის ნაყიდი.
The goloshes were new, just bought for the winter.
198855.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
ვირთაგვა დადარდიანდა, ორიოდე წუთს ღრმა ფიქრებში წასული იდგა.
The Rat looked very grave, and stood in deep thought for a minute or two.
198856.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
მერე შინ შებრუნდა, წელზე ქამარი შემოირტყა, შიგ წყვილი პისტოლეტი გაირჭო, წამოავლო ხელი შესასვლელში მიყუდებულ მაგარ კეტს და მკვირცხლი ნაბიჯით გაეშურა ტყეუღრანისკენ.
Then he re-entered the house, strapped a belt round his waist, shoved a brace of pistols into it, took up a stout cudgel that stood in a corner of the hall, and set off for the Wild Wood at a smart pace.
198857.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
– თხუნელავ, თხუნელავ! სადა ხარ?
Moly, Moly, Moly! Where are you?
198858.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
– ვირთაგვავ, მართლა შენა ხარ?
"Ratty! Is that really you?"
198859.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
ვირთაგვა შეძვრა ფუღუროში და იქ თხუნელა დაუხვდა, ქანცგაწყვეტილი და ჯერაც აცახცახებული:
The Rat crept into the hollow, and there he found the Mole, exhausted and still trembling.
198860.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
– ვირთაგვავ! – შესძახა მან, – იცი, როგორ შემეშინდა?! ვერც კი წარმოიდგენ!
"O Rat!" he cried, "I’ve been so frightened, you can’t think!"