მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198881.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
ახლა კი მივხვდი!
I see it all now!
198882.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
მაინც, რა ჭკუის კოლოფი ყოფილხარ, ვირთაგვავ!..
You’re so clever, I believe you could find anything you liked.
198883.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
– ამწუთასვე ადექი და აი, მანდ რომ მავთულია, რაც ძალი და ღონე გაქვს, ჩამოქაჩე და ზარი დარეკე, მე კი დავაბრახუნებ!
Get up at once and hang on to that bell-pull you see there, and ring hard, as hard as you can, while I hammer!
198884.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
სანამ ვირთაგვა კეტით უტევდა კარს, თხუნელა – ახტა, ჩაეჭიდა ზარის დასარეკს, აიკეცა ფეხები და აქანავდა.
While the Rat attacked the door with his stick, the Mole sprang up at the bell-pull, clutched it and swung there, both feet well off the ground.
198885.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 3, ბატონი მაჩვი
სადღაც შორიდან ყრუდ მოისმა ზარის დაბალი ტონი.
From quite a long way off they could faintly hear a deep-toned bell respond.
198886.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ადრეული ზაფხულის მოწმენდილი დილა იყო.
It was a bright morning in the early summer.
198887.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
მდინარე კვლავ დაბრუნებოდა კალაპოტსა და ჩვეულ სიჩქარეს.
The river had resumed its wonted banks and its accustomed pace.
198888.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ცხელი მზე თითქოს თოკებით ექაჩებოდა მიწიდან ყოველივე მწვანეს, ბუჩქოვანსა და ეკლიანს.
A hot sun seemed to be pulling everything green and bushy and spiky up out of the earth towards him.
198889.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
თხუნელა და წყლის ვირთაგვა ალიონიდან ფეხზე იყვნენ.
The Mole and the Water Rat had been up since dawn.
198890.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ვირთაგვას მისი გაკვირვებული შეძახილი მოესმა.
The Rat heard him utter a cry of surprise.
198891.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
მერე სასტუმრო ოთახის კარი ერთბაშად შეაღო და საზეიმოდ გამოაცხადა: – ბატონი მაჩვი!
Then he flung the parlour door open, and announced with much importance, "Mr. Badger!"
198892.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– რომელმა საათმა? – შეშფოთდა ვირთაგვა და ბუხრის თავზე მდგარ საათს ახედა.
"What hour?" asked the Rat uneasily, glancing at the clock on the mantelpiece.
198893.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– უნდა გეთქვა, ვისმა საათმაო, – უპასუხა მაჩვმა.
"WHOSE hour, you should rather say," replied the Badger.
198894.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ხომ ვთქვი, გადაივლის ზამთარი და ლაგამს ამოვდებ-მეთქი, ჰოდა, დღეს უნდა ამოვდო!
I said I would take him in hand as soon as the winter was well over, and I’m going to take him in hand today!
198895.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– გომბის საათმა, დიახაც! – აღტაცებით შესძახა თხუნელამ.
"Toad’s hour, of course!" cried the Mole delightedly.
198896.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– წუხელ სანდო წყარომ შემატყობინა, – განაგრძო მაჩვმა და სავარძელი დაისაკუთრა, – რომ სწორედ ამ დილით გომბი-ჰოლში კიდევ ერთი ახალი და გამორჩეულად მძლავრი ავტომანქანა ჩამოვა.
"This very morning," continued the Badger, taking an arm-chair, "as I learnt last night from a trustworthy source, another new and exceptionally powerful motor-car will arrive at Toad Hall".
198897.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– მართალი ხარ! – წამოიყვირა ვირთაგვამ და წამოხტა.
"Right you are!" cried the Rat, starting up.
198898.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– უნდა გადავარჩინოთ ეგ ბედკრული ცხოველი!
We’ll rescue the poor unhappy animal!
198899.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
უნდა გადავასხვაფეროთ!
We’ll convert him!
198900.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
კარს რომ მიუახლოვდნენ, იგი ერთბაშად გაიღო და დამცავი სათვალით, კეპითა და კრაგებით აღჭურვილი, უშველებელ ლაბადაში გამოწყობილი ბატონი გომბი ამპარტავნულად დაეშვა კიბეზე, გზადაგზა ხელთათმანს ირგებდა.
As they neared the door it was flung open, and Mr. Toad, arrayed in goggles, cap, gaiters, and enormous overcoat, came swaggering down the steps, drawing on his gauntleted gloves.