მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198901.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
მხნეობით აღსავსე ხმა თანდათან ჩაუწყდა, როცა შენიშნა, რა მკაცრი და უდრეკი გამომეტყველება ჰქონდათ მის უტყვად მდგარ მეგობრებს და მიპატიჟება საბოლოოდ უთქმელი დარჩა.
His hearty accents faltered and fell away as he noticed the stern unbending look on the countenances of his silent friends, and his invitation remained unfinished.
198902.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
მაჩვი კიბეს აუყვა:
The Badger strode up the steps.
198903.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– შინ შეიყვანეთ! – პირქუშად უთხრა თანამგზავრებს.
"Take him inside," he said sternly to his companions.
198904.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
მერე, სანამ გაძალიანებულ და აყვირებულ გომბის კარში შეაჩიქჩიქებდნენ, ახალი ავტომანქანის მომყვან მძღოლს მიუბრუნდა.
Then, as Toad was hustled through the door, struggling and protesting, he turned to the chauffeur in charge of the new motor-car.
198905.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– სამწუხაროდ, დღეს აღარ დაგვჭირდებით, – უთხრა მას.
"I’m afraid you won’t be wanted to-day," he said.
198906.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– ბატონმა გომბიმ გადაიფიქრა.
Mr. Toad has changed his mind.
198907.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ეს მანქანა არ დასჭირდება.
He will not require the car.
198908.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს საბოლოოა.
Please understand that this is final.
198909.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– მერე დანარჩენებს შეჰყვა შინ და კარი მიიხურა.
Then he followed the others inside and shut the door.
198910.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– მაშ, თქვენ ორმა გახადეთ, – მოკლედ გასცა განკარგულება მაჩვმა.
"Take them off him, then, you two," ordered the Badger briefly.
198911.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ვირთაგვა ზედ დააჯდა, თხუნელამ კი მიყოლებით გააძრო საავტომანქანო სამოსი, მერე კვლავ ფეხზე ააყენეს.
Then the Rat sat on him, and the Mole got his motor-clothes off him, and they stood him up on his legs again.
198912.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– ხომ იცოდი, რომ ადრე თუ გვიან ამით დამთავრდებოდა, გომბი?! – მკაცრად განუმარტა მაჩვმა.
"You knew it must come to this, sooner or later, Toad," the Badger explained severely.
198913.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ფანტავ და ფანტავ მამაშენის დატოვებულ ფულს და მთელ ამ ახლო-მახლოში სახელს გვიტეხავ ცხოველებს მაგ შენი გიჟური ქროლვით, ავარიებითა და პოლიციელებთან კინკლაობით.
You’ve gone on squandering the money your father left you, and you’re getting us animals a bad name in the district by your furious driving and your smashes and your rows with the police.
198914.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ახლა მოსაწევ ოთახში წამომყვები და შენს თავზე რაღაც-რაღაცეებს მოისმენ, მერე, როცა იმ ოთახიდან გამოხვალ, ვნახავთ, ისევ ის გომბი იქნები, რომელიც იქ შევიდა, თუ არა.
You will come with me into the smoking-room, and there you will hear some facts about yourself; and we’ll see whether you come out of that room the same Toad that you went in.
198915.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
მაჩვმა ღონივრად გაუყარა ხელკავი გომბის, შეიყვანა მოსაწევ ოთახში და კარი მიიხურა.
He took Toad firmly by the arm, led him into the smoking-room, and closed the door behind them.
198916.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
მოკალათდნენ სავარძლებში და მოთმინებით ელოდნენ.
They made themselves comfortable in armchairs and waited patiently.
198917.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– იქ დაჯექი, გომბი, – კეთილად უთხრა მაჩვმა და სკამზე მიუთითა.
‘Sit down there, Toad,’ said the Badger kindly, pointing to a chair.
198918.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– მეგობრებო, – განაგრძო მერე, – სიხარულით გატყობინებთ, რომ გომბი, როგორც იქნა, მიხვდა, რა მცდარ გზას ადგა.
"My friends," he went on, "I am pleased to inform you that Toad has at last seen the error of his ways".
198919.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
გულით ნანობს იმ არასწორ საქციელს, რაც წინათ ჩაუდენია და თანახმაა, ავტომანქანებზე ერთხელ და სამუდამოდ აიღოს ხელი.
He is truly sorry for his misguided conduct in the past, and he has undertaken to give up motor-cars entirely and for ever.
198920.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– რა ჩინებული ამბავია, – დარბაისლურად წარმოთქვა თხუნელამ.
"That is very good news," said the Mole gravely.