მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198941.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
მაგრამ ჩემზე ნუ იდარდებ.
But do not trouble about me.
198942.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
არ მინდა, მეგობრებს ტვირთად დავაწვე და ალბათ ხანგრძლივადაც არ დაგაწვებით.
I hate being a burden to my friends, and I do not expect to be one much longer.
198943.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
მაგრამ არა, არ შეწუხდე.
But don’t you bother.
198944.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– ექიმი რაში დაგჭირდა? – ჰკითხა ვირთაგვამ, მიუახლოვდა და დააცქერდა.
"Why, what do you want a doctor for?" inquired the Rat, coming closer and examining him.
198945.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ხვალ, ალბათ შენს თავს ეტყვი, ოჰ, ნეტავ მალევე შემემჩნია, ნეტავ რამე მეღონაო.
Tomorrow, indeed, you may be saying to yourself, “O, if only I had noticed sooner! If only I had done something!”
198946.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
არა უშავს. დაივიწყე, რაც გთხოვე.
Never mind—forget that I asked.
198947.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
მოდი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
Let’s talk about something else.’
198948.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– ნოტარიუსიო? ეტყობა, მართლა ცუდად არის! – ჩაილაპარაკა ვირთაგვამ და აჩქარებით გამოვიდა ოთახიდან, თუმცა მაინც არ დაივიწყა და კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა.
"A lawyer! O, he must be really bad!" the affrighted Rat said to himself, as he hurried from the room, not forgetting, however, to lock the door carefully behind him.
198949.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
გარეთ გასული გაჩერდა და დაფიქრდა.
Outside, he stopped to consider.
198950.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
საბრალო ვირთაგვა!
Poor Ratty!
198951.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ერთხელაც იქნება, ხელს მოვკიდებ, იქნებ რამედ ვაქციო.
I must take him in hand some day, and see if I can make something of him.
198952.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
დაახლოებით სანახევროდ ექნებოდა მირთმეული ის თავისი სადილი, რომ ქუჩაში უაღრესად ნაცნობი ხმა მოახლოვდა, რამაც შეაკრთო და თავით ფეხამდე ააკანკალა.
He was about half-way through his meal when an only too familiar sound, approaching down the street, made him start and fall a-trembling all over.
198953.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
„პი-პიპ!“ უფრო და უფრო ახლოვდებოდა, შემდეგ მოისმა, რომ ავტომანქანამ სასტუმროს ეზოში შემოუხვია და გაჩერდა.
The poop-poop! drew nearer and nearer, the car could be heard to turn into the inn yard and come to a stop.
198954.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
გომბი ერთხანს სულგანაბული, ყურებდაცქვეტილი უსმენდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა.
Toad listened eagerly, all ears, for a time; at last he could stand it no longer.
198955.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
უჩუმრად გასხლტა დარბაზიდან, დახლთან დანახარჯი გადაიხადა და როგორც კი გარეთ გავიდა, მაშინვე სეირნობა-სეირნობით შეუხვია სასტუმროს ეზოში.
He slipped out of the room quietly, paid his bill at the bar, and as soon as he got outside sauntered round quietly to the inn-yard.
198956.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
მანქანა უპატრონოდ იდგა შუა ეზოში.
The car stood in the middle of the yard, quite unattended.
198957.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
გომბიმ ნელა შემოუარა მანქანას, დაათვალიერა, შეაფასა და ღრმად ჩაფიქრდა.
Toad walked slowly round it, inspecting, criticising, musing deeply.
198958.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– საინტერესოა, – ჩაილაპარკა უცებ, – ნეტავ იოლად თუ იქოქება ასეთი მანქანა?
"I wonder," he said to himself presently, "if this sort of car STARTS easily?"
198959.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
როგორც კი ნაცნობი ხმა გაისმა, გომბი მაშინვე შეიპყრო ძველმა ვნებამ და სულიან-ხორციანად დაეუფლა.
As the familiar sound broke forth, the old passion seized on Toad and completely mastered him, body and soul.
198960.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ბატონო მდივანო, გთხოვთ, მოგვახსენოთ ის ყველაზე მკაცრი სასჯელი, რითიც შეგვიძლია იგი დავსაჯოთ თითოეული ამ დანაშაულისათვის.
Mr. Clerk, will you tell us, please, what is the very stiffest penalty we can impose for each of these offences?