მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198961.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
მდივანმა კალმით მოიქექა ცხვირი.
The Clerk scratched his nose with his pen.
198962.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
მაგრამ პოლიციისადმი უხეშობაც უეჭველად უსასტიკეს სასჯელს იმსახურებს; და, ასეც უნდა იყოს.
But cheeking the police undoubtedly carries the severest penalty; and so it ought.
198963.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– თუმცაღა, აჯობებს, ბარემ ოც წლამდე დაამრგვალოთ და თავი დაიზღვიოთ, – დაასრულა მდივანმა.
"—So you had better make it a round twenty years and be on the safe side," concluded the Clerk.
198964.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– მშვენიერი წინადადებაა! – თქვა თავმჯდომარემ
"An excellent suggestion!" said the Chairman.
198965.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– პატიმარო! თავი ხელში აიყვანეთ და სწორად დადექით.
Prisoner! Pull yourself together and stand up straight.
198966.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ამჯერად ოც წელიწადი იქნება.
It’s going to be twenty years for you this time.
198967.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ბოლოს შედგნენ იმ ადგილას, სადაც ბებერი დარაჯი იჯდა და ხელში დიდრონი გასაღებების აცმას ათამაშებდა.
There at last they paused, where an ancient gaoler sat fingering a bunch of mighty keys.
198968.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
დარაჯმა პირქუშად დაადო მხარზე დანაოჭებული ხელი საბრალო გომბის.
The gaoler nodded grimly, laying his withered hand on the shoulder of the miserable Toad.
198969.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ჟანგიანმა გასაღებმა საკეტში გაიჩხაკუნა, ზურგს უკან ღრჭიალით დაიხურა დიდი კარი.
The rusty key creaked in the lock, the great door clanged behind them.
198970.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
გომბი ძველი, კეთილი ინგლისის უმტკიცესი ციხის უმკაცრესად დაცული ციტადელის უშორესი ჯურღმულის ბეჩავ ტუსაღად იქცა.
Toad was a helpless prisoner in the remotest dungeon of the best-guarded keep of the stoutest castle in all the length and breadth of Merry England.
198971.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
– ბრიყვი ცხოველი ვარ, – თქვა მან, – და ახლა ამ საკანში უნდა ვიტანჯო, ამასობაში ის ხალხი, ვისაც საამაყოდ ჰქონდა ჩემთან ნაცნობობა, გომბის სახელსაც კი მიივიწყებს!
"Stupid animal that I was" (he said), "now I must languish in this dungeon, till people who were proud to say they knew me, have forgotten the very name of Toad!"
198972.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
ო, ბრძენო მოხუცო მაჩვო! ო, საზრიანო, შორსმჭვრეტელო ვირთაგვავ და კეთილგონიერო თხუნელავ!
O wise old Badger! O clever, intelligent Rat and sensible Mole!
198973.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
ო, ბედშავო და მიტოვებულო გომბი!
O unhappy and forsaken Toad!
198974.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
დარაჯს ერთი სანდომიანი და გულკეთილი ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც მამას შედარებით იოლ მოვალეობათა შესრულებაში შველოდა.
The gaoler had a daughter, a pleasant wench and good-hearted, who assisted her father in the lighter duties of his post.
198975.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
ამ გულკეთილ ქალიშვილს შეებრალა ბეჩავი ბატონი გომბი და ერთ დღეს მამას უთხრა:
This kind-hearted girl, pitying the misery of Toad, said to her father one day.
198976.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
– მამა! ვერ ამიტანია, იმ საწყალ ცხოველს ასეთ უბედურ დღეში რომ ვხედავ.
Father! I can’t bear to see that poor beast so unhappy.
198977.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
ხომ იცი, რა ძლიერ მიყვარს ცხოველები.
You know how fond of animals I am.
198978.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
ჰოდა, იგი იმ დღესვე წავიდა კეთილი საქმის ჩასადენად და გომბის საკნის კარზე დაუკაკუნა.
So that day she went on her errand of mercy, and knocked at the door of Toad’s cell.
198979.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
კომბოსტოს მძაფრმა სუნმა იატაკზე მიგდებული, ტანჯული გომბის ცხვირამდეც მიაღწია და წამით აფიქრებინა, იქნებ ცხოვრება არც ისეთი უსიხარულო და უიმედოა, როგორც მე წარმომიდგენიაო.
The penetrating smell of cabbage reached the nose of Toad as he lay prostrate in his misery on the floor, and gave him the idea for a moment that perhaps life was not such a blank and desperate thing as he had imagined.
198980.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
თუმცა, მაინც წინანდებურად მოთქვამდა, წიხლებს იქნევდა და ყოველნაირ ნუგეშს ირიდებდა.
But still he wailed, and kicked with his legs, and refused to be comforted.