მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198921.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– მართლაც რომ ჩინებულია, – ეჭვით გამოეპასუხა ვირთაგვა, – ოღონდ თუკი... თუკი...
"Very good news indeed," observed the Rat dubiously, "if only—IF only ——"
198922.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ბოლოს ალაპარაკდა.
At last he spoke.
198923.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– არა! – თქვა ცოტა გაბუტვით, ოღონდ გაბედულად, – არაფერსაც არ ვნანობ.
"No!" he said, a little sullenly, but stoutly; "I’m NOT sorry".
198924.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– იქ, რასაც გინდა, იმას გეტყოდი.
I’d have said anything in THERE.
198925.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
შენ ისეთი მჭევრმეტყველი ხარ, ჩემო კარგო მაჩვო, ისეთი გულისამაჩუყებელი ლაპარაკი იცი, ისეთი დამაჯერებელი და ისე კარგად აყალიბებ შენს თვალსაზრისს, რომ იქ, რასაც გინდა, იმას მიზამდი, და ეგ შენც კარგად მოგეხსენება.
You’re so eloquent, dear Badger, and so moving, and so convincing, and put all your points so frightfully well—you can do what you like with me in THERE, and you know it.
198926.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– პირიქით, ალალად გპირდებით, რომ რაწამს მანქანას დავინახავ, იმწამსვე პი-პიპ!
On the contrary, I faithfully promise that the very first motor-car I see, poop-poop!
198927.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
კი ვშიშობდი, ბოლოს ამით დამთავრდება-მეთქი.
I feared it would come to this all along.
198928.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
შენ ხომ ხშირად დაგიპატიჟებივართ სამივენი, გომბი, აქ, ამ შენს კოხტა სახლში დასარჩენად; ჰოდა, ახლა დავრჩებით.
You’ve often asked us three to come and stay with you, Toad, in this handsome house of yours; well, now we’re going to.
198929.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
თქვენ ორმა ზევით აიყვანეთ და თავის საძინებელში ჩაკეტეთ.
Take him upstairs, you two, and lock him up in his bedroom.
198930.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– შენი სიკეთისთვის ვშვრებით, გომბი, ხომ იცი, – უყვავებდა ვირთაგვა, სანამ ორი ერთგული მეგობარი გომბის კიბეზე მიაპროწიალებდა, ის კი წიხლებს იქნევდა და ხელიდან უსხლტებოდა.
"It’s for your own good, Toady, you know," said the Rat kindly, as Toad, kicking and struggling, was hauled up the stairs by his two faithful friends.
198931.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– აღარც სავალალო შეხლა-შემოხლა მოგიწევს პოლიციასთან, – უთხრა ვირთაგვამ, როცა გომბი საძინებელში შეაგდეს.
"No more of those regrettable incidents with the police," said the Rat, as they thrust him into his bedroom.
198932.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
წამით არ უნდა დავტოვოთ უმეთვალყურეოდ.
He must never be left an instant unguarded.
198933.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
რიგრიგობით უნდა ვუდარაჯოთ, სანამ ეს შხამი ორგანიზმიდან არ გამოიდევნება.
We shall have to take it in turns to be with him, till the poison has worked itself out of his system.
198934.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
უეჭველად რაღაც აქვს გუნებაში.
There’s sure to be something up.
198935.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– როგორ გიკითხო, ძმაო? – ხალისიანად ჰკითხა ვირთაგვამ და გომბის საწოლს მიუახლოვდა.
"How are you today, old chap?" inquired the Rat cheerfully, as he approached Toad’s bedside.
198936.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
პასუხს რამდენიმე წუთს უცდიდა.
He had to wait some minutes for an answer.
198937.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
ბოლოს მისუსტებულმა ხმამ მიუგო: – დიდი მადლობა, ძვირფასო ვირთაგვავ!
At last a feeble voice replied, "Thank you so much, dear Ratty!"
198938.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
მაგრამ ჯერ ეს მითხარი, შენ თვითონ როგორ ხარ, და ჩვენი ჩინებული თხუნელა რასა იქმს?
But first tell me how you are yourself, and the excellent Mole?
198939.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
– ჩვენ არა გვიშავს, – უთხრა ვირთაგვამ.
"O, WE’RE all right," replied the Rat.
198940.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 4, ბატონი გომბი
აბა, მალე წამოდექი, შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ: ამისთანა დილას განა ასე ნაღვლიანად წოლა ეკადრება?
Now jump up, there’s a good fellow, and don’t lie moping there on a fine morning like this!