მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198981.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
რამდენიმე საათის შემდეგ გოგონა დაბრუნდა და ლანგრით სურნელოვანი, ორთქლადენილი ფინჯანი ჩაი და თეფშზე დახვავებული კარაქიანი, გახუხული, ცხელ-ცხელი პურის ნაჭრები შემოიტანა: გახუხული პურის ნაჩვრეტებიდან ისე წვეთავდა კარაქი, როგორც ფიჭიდან – თაფლი.
When the girl returned, some hours later, she carried a tray, with a cup of fragrant tea steaming on it, and a plate piled up with very hot buttered toast, cut thick, very brown on both sides, with the butter running through the holes in it in great golden drops, like honey from the honeycomb.
198982.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
ციხის დარაჯის ქალიშვილი მიხვდა, რომ ამ საკითხზე ლაპარაკი ჩაიზე არანაკლებ რგებდა გომბის (მართლაც ასე იყო), ამიტომ ყველანაირად აქეზებდა, განაგრძეო.
The gaoler’s daughter saw that the topic was doing him as much good as the tea, as indeed it was, and encouraged him to go on.
198983.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
ერთ დილით ქალიშვილი ღრმა ფიქრებში იყო წასული და გომბის მოეჩვენა, სათანადო ყურადღებას არ აქცევს ჩემს მახვილგონივრულ გამონათქვამებსა და ბრწყინვალე შენიშვნებსო.
One morning the girl was very thoughtful, and answered at random, and did not seem to Toad to be paying proper attention to his witty sayings and sparkling comments.
198984.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
– გომბი, – უთხრა უცებ მან, – უბრალოდ, მომისმინე, გთხოვ.
"Toad," she said presently, "just listen, please".
198985.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
მე ერთი დეიდა მყავს, მრეცხავი.
I have an aunt who is a washerwoman.
198986.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
– რა უშავს, მაგაზე აღარც იფიქრო.
Never mind, think no more about it.
198987.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
მე რამდენიმე დეიდა მყავს ისეთი, რომ სწორედაც მრეცხავები უნდა იყვნენ.
I have several aunts who OUGHT to be washerwomen.
198988.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
– ერთი წუთით გაჩუმდი, გომბი, – უთხრა ქალიშვილმა.
"Do be quiet a minute, Toad," said the girl.
198989.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
მე ვცდილობ, ვიფიქრო, შენ კი თავს მატკივებ.
I’m trying to think, and you hurt my head.
198990.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
გასარეცხები ორშაბათ დილით მიაქვს და პარასკევ საღამოს მოაქვს.
She takes out the washing on Monday morning, and brings it in on Friday evening.
198991.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
რამდენიმე გირვანქა შენთვის არაფერს ნიშნავს, იმისთვის კი – ბევრს.
A few pounds wouldn’t make any difference to you, and it would mean a lot to her.
198992.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
ისე კი, ბევრი რამით ჰგავხართ ერთმანეთს, მეტადრე ტანის მოყვანილობით.
You’re very alike in many respects— particularly about the figure.
198993.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
მე ხომ მებრალები და ვცდილობ, გიშველო!
I’m sorry for you, and trying to help you!
198994.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
– ჰო, ჰო, მართალია, დიდი მადლობელი ვარ, – აჩქარებით მიუგო გომბიმ.
"Yes, yes, that’s all right, thank you very much indeed," said the Toad hurriedly.
198995.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
პატიოსანი გომბი მუდამ მზად იყო, შეცდომა ეღიარებინა.
Honest Toad was always ready to admit himself in the wrong.
198996.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
– შენ მართლაც რომ კარგი, კეთილი და ჭკვიანი გოგო ხარ, – უთხრა, – მე კი – ერთი ქედმაღალი და გამოჩერჩეტებული გომბეშო.
"You are a good, kind, clever girl," he said, "and I am indeed a proud and a stupid toad".
198997.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
გამაცანი შენი პატივცემული დეიდა, და თუ მაგდენ სიკეთეს გამოიჩენ, რაშიც ეჭვი არ მეპარება, მე და ის ჩინებული ქალბატონი მოვილაპარაკებთ და ისე მოვრიგდებით, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს.
Introduce me to your worthy aunt, if you will be so kind, and I have no doubt that the excellent lady and I will be able to arrange terms satisfactory to both parties.
198998.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
მოხუცმა ქალბატონმა ერთადერთი მოთხოვნა წამოაყენა: პირში ჩვარი ჩამჩარეთ, შემკოჭეთ და კუთხეში დამაგდეთო.
The only stipulation the old lady made being that she should be gagged and bound and dumped down in a corner.
198999.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
გომბი აღაფრთოვანა ამ წინადადებამ.
Toad was delighted with the suggestion.
199000.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
– ახლა კი შენი ჯერია, გომბი, – უთხრა ქალიშვილმა.
"Now it’s your turn, Toad," said the girl.