მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199021.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
– მიშველე, ოღონდაც მიშველე, ჩემო კეთილო ბატონო მემანქანევ, და ყველაფერს ვაღიარებ!
Save me, only save me, dear kind Mr. Engine-driver, and I will confess everything!
199022.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
მემანქანე წყრომით დააცქერდა და უთხრა:
The engine-driver looked down upon him very sternly, and said:
199023.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
– აბა, მართალი მითხარი: ციხეში რისთვის ჩაგსვეს?
Now tell the truth: what were you put in prison for?
199024.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
– მხოლოდ მანქანა ვინათხოვრე, სანამ პატრონები სადილობდნენ, იმ წუთში არაფრად სჭირდებოდათ.
I only borrowed a motorcar while the owners were at lunch, they had no need of it at the time.
199025.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
ჯერ ერთი, რომ ავტომან ქანებს ვერ ვიტან, მეორეც – ვერც ის ამიტანია, როცა ჩემს საკუთარ ორთქლმავალზე ვარ და პოლიციელები განკარგულებებს მაძლევენ.
I don’t hold with motorcars, for one thing, and I don’t hold with being ordered about by policemen when I’m on my own engine, for another.
199026.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
და როცა ცხოველის ცრემლებს ვხედავ, მუდამ გული მიჩვილდება.
And the sight of an animal in tears always makes me feel softhearted.
199027.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
ასე რომ, გამაგრდი, გომბი!
So cheer up, Toad!
199028.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
თავს არ დავზოგავ და იქნებ კიდეც ვაჯობოთ მაგათ!
I’ll do my best, and we may beat them yet!
199029.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
ცოტა ხანში ერთი გრძელი გვირაბი დაგვიხვდება, იმ გვირაბის მერე ლიანდაგი უსიერ ტყეს მიუყვება.
A short way ahead of us is a long tunnel, and on the other side of that the line passes through a thick wood.
199030.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
მოდი, სანამ გვირაბს გავივლიდეთ, რაც შემეძლება, მოვუმატებ სიჩქარეს, ის ხალხი კი ცოტათი შეანელებს სვლას: დაჯახებისა შეეშინდებათ.
Now, I will put on all the speed I can while we are running through the tunnel, but the other fellows will slow down a bit, naturally, for fear of an accident.
199031.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
როცა გავალთ, ორთქლს გადავკეტავ, ძალუმად დავაწვები მუხრუჭებს და, როგორც კი გადახტომა უსაფრთხო იქნება, ისკუპე და ტყეს შეაფარე თავი, სანამ ისინი გვირაბს გამოსცდებიან და დაგინახავენ.
When we are through, I will shut off steam and put on brakes as hard as I can, and the moment it’s safe to do so you must jump and hide in the wood, before they get through the tunnel and see you.
199032.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
მერე ისევ სრული სიჩქარით წავალ და მდიონ, რამდენიც ნებავთ და სანამდეც ნებავთ.
Then I will go full speed ahead again, and they can chase me for as long as they like, and as far as they like.
199033.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
მემანქანემ ორთქლი გადაკეტა, მუხრუჭებს დააწვა, გომბი ჩავიდა კიბეზე და როგორც კი მატარებელმა ისე შეანელა სვლა, რომ ლამის ფეხით გაჰყვებოდი, მემანქანის ყვირილი მოესმა: – აბა, გადახტი!
The driver shut off steam and put on brakes, the Toad got down on the step, and as the train slowed down to almost a walking pace he heard the driver call out, "Now, jump!"
199034.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
გომბი გადახტა, ჩაგორდა დაბალ მიწაყრილზე, შეძვრა ტყეში და დაიმალა.
Toad jumped, rolled down a short embankment, scrambled into the wood and hid.
199035.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
გამოიჭყიტა და დაინახა, რომ მისმა მატარებელმა ისევ უმატა სიჩქარეს და ელვისებურად გაქრა.
Peeping out, he saw his train get up speed again and disappear at a great pace.
199036.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
მერე გვირაბიდან მეორე ორთქლმავალი გამოვარდა გუგუნითა და სტვენა-სტვენით, მისი ჭრელ-ჭრელი მგზავრები ნაირ-ნაირ იარაღს იქნევდნენ და გაჰყვიროდნენ: – გაჩერდი! გაჩერდი!
Then out of the tunnel burst the pursuing engine, roaring and whistling, her motley crew waving their various weapons and shouting, "Stop! stop!"
199037.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
როცა მათაც ჩაიარეს, გომბის გულიანად გაეცინა – პირველად მას მერე, რაც ციხეში ჩააგდეს.
When they were past, the Toad had a hearty laugh—for the first time since he was thrown into prison.
199038.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
მაგრამ სიცილი მალევე შეწყვიტა, როცა ცოტა დაფიქრდა და მიხვდა, რომ ასე გვიან, სიბნელესა და სიცივეში, უცნობ ტყეში იმყოფებოდა, არც ფული ჰქონდა და არც ვახშმის იმედი, მეგობრებისა და სახლისგან კი ჯერაც შორს იყო.
But he soon stopped laughing when he came to consider that it was now very late and dark and cold, and he was in an unknown wood, with no money and no chance of supper, and still far from friends and home.
199039.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
ხეების საფრიდან გასვლა ვერ გაბედა, ამიტომ ტყის სიღრმეში შევიდა იმ აზრით, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად გასცლოდა რკინიგზას.
He dared not leave the shelter of the trees, so he struck into the wood, with the idea of leaving the railway as far as possible behind him.
199040.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 5, გომბის თავგადასავალი
ბოლოს შემცივნებულმა, მშიერმა და გასავათებულმა, ერთი ხის ფუღუროში იპოვა თავშესაფარი, როგორც შეეძლო, მყუდრო ლოგინი მოიწყო რტოებითა და ხმელი ფოთლებით და დილამდე გულისძილით ეძინა.
At last, cold, hungry, and tired out, he sought the shelter of a hollow tree, where with branches and dead leaves he made himself as comfortable a bed as he could, and slept soundly till the morning.