მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199081.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ბოშამ ცხენი აათვალიერ-ჩაათვალიერა, მერე ასევე გულდაგულ დააცქერდა გომბის, მერე კი ისევ ცხენს გახედა:
The gipsy looked the horse over, and then he looked Toad over with equal care, and looked at the horse again.
199082.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
– თითო ფეხში შილინგსო? – შეჰყვირა გომბიმ.
"A shilling a leg?" cried Toad.
199083.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ამის შემდეგ გომბი დაჯდა და ბევრი იფიქრა.
Then Toad sat and pondered long and deeply.
199084.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
იგი ხომ მშიერი და ცარიელ-ტარიელი იყო, და შინიდანაც ჯერაც შორს (რამსიშორეზე – არ იცოდა).
For he was hungry and quite penniless, and still some way—he knew not how far—from home.
199085.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ბოლოს გადაჭრით თქვა: – მომხედე, ბოშავ!
At last he said firmly, "Look here, gipsy!"
199086.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
გეტყვი, რაც ვქნათ, და ჩემი ბოლო სიტყვა ეგ იქნება.
I tell you what we will do; and this is MY last word.
199087.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ეჩვენებოდა, ასეთი გემრიელი საუზმე ჩემს სიცოცხლეში არ მიჭამიაო.
He thought that he had never eaten so good a breakfast in all his life.
199088.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
გომბი, მართლაც რომ, ძირფესვიანად განსხვავდებოდა ერთი საათის წინანდელი ცხოველისაგან.
He was, indeed, a very different Toad from the animal of an hour ago.
199089.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
– ჰო-ჰო! – ამბობდა თავისთვის და ნიკაპაწეული მიალაჯებდა, – რა ჭკვიანი გომბეშო ვარ!
"Ho, ho!" he said to himself as he marched along with his chin in the air, "what a clever Toad I am!"
199090.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
მთელ ქვეყანაზე ვერა ცხოველი ვერ გამიტოლდება ჭკუა-გონებით!
There is surely no animal equal to me for cleverness in the whole world!
199091.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
მტრები ციხეში მამწყვდევენ, დარაჯებს მიჩენენ, დღისითა და ღამით მყარაულობენ.
My enemies shut me up in prison, encircled by sentries, watched night and day by warders.
199092.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ისინი ორთქლმავლებით, პოლიციელებითა და რევოლვერებით მომდევენ.
They pursue me with engines, and policemen, and revolvers.
199093.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ჩემდა სავალალოდ, არხში მაგდებს ვიღაც დედაკაცი, ტანსქელი და ავგულა.
I am, unfortunately, thrown into a canal by a woman fat of body and very evil-minded.
199094.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ნაპირზე გავდივარ, ცხენს ვტაცებ, გამარჯვებული მივქრი და იმ ცხენს მთელ ჯიბე ფულად და საუცხოო საუზმის ფასად ვყიდი!
I swim ashore, I seize her horse, I ride off in triumph, and I sell the horse for a whole pocketful of money and an excellent breakfast!
199095.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ჰო-ჰო! მე გომბი ვარ: თვალტანადი, საყვარელი, იღბლიანი გომბი!
Ho, ho! I am The Toad, the handsome, the popular, the successful Toad!
199096.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ისე გაიბერა ყოყოჩობით, რომ გზადაგზა თავის სადიდებელი სიმღერა შეთხზა და მთელი ხმით მიიმღეროდა, თუმცა გამგონი არავინ იყო.
He got so puffed up with conceit that he made up a song as he walked in praise of himself, and sang it at the top of his voice, though there was no one to hear it.
199097.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ეს სიმღერა, ალბათ, ყველაზე უფრო საბაქიბუქო სიმღერა იყო, რაც კი რომელიმე ცხოველს შეუთხზავს.
It was perhaps the most conceited song that any animal ever composed.
199098.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
თამამად გავიდა გზაზე, რათა ხელი დაექნია ავტომანქანისთვის, რომელიც მსუბუქად მოსრიალებდა და გადასახვევთან სიჩქარე შეანელა;
He stepped confidently out into the road to hail the motor car, which came along at an easy pace, slowing down as it neared the lane.
199099.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
მანქანაში მსხდომნიც ისინი იყვნენ, ვისაც დარბაზში, სადილობისას დაადგა თვალი და ზვერავდა!
And the people in it were the very same people he had sat and watched at luncheon in the coffee-room!
199100.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
შესაბრალისად, საცოდავად დამხობილიყო გზაზე და სასომიხდილი ბუტბუტებდა:
He sank down in a shabby, miserable heap in the road, murmuring to himself in his despair,