მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199061.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
გავიდა გრძელი ნახევარი საათი, რომლის ყოველი წუთი უფრო და უფრო ამწარებდა გომბის.
A long half-hour passed, and every minute of it saw Toad getting crosser and crosser.
199062.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
გომბის ზურგმა დაუწყო ტეხა და შეშფოთებულმა შენიშნა, რომ თათებიც სულმთლად დასჭმუჭნოდა.
His back ached badly, and he noticed with dismay that his paws were beginning to get all crinkly.
199063.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ხარხარის გაგონებაზე წელში გასწორდა და მიიხედა.
A burst of laughter made him straighten himself and look round.
199064.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
დედაკაცს თავი უკან გადაეგდო და ისე იცინოდა, რომ ლოყებზე ცრემლი ჩამოსდიოდა.
The barge-woman was leaning back and laughing unrestrainedly, till the tears ran down her cheeks.
199065.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
– შე მდაბიო, უვარგისო, სქელო დედაკაცო! არ გაბედო და შენს მჯობს მაგნაირად არ ელაპარაკო!
You common, low, FAT barge-woman! don’t you dare to talk to your betters like that!
199066.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
მოგახსენებ, რომ გომბეშო ვარ: ცნობილი, პატივცემული და სახელმოხვეჭილი გომბეშო!
I would have you to know that I am a Toad, a very well-known, respected, distinguished Toad!
199067.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
და თუნდაც ახლა ჩემს თავზე ღრუბლები იყოს შეყრილი, ვიღაც მეკარჭაპე დედაკაცს თავს არ დავაცინინებ!
I may be under a bit of a cloud at present, but I will NOT be laughed at by a bargewoman!
199068.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ბილწი, საზიზღარი, გულისამრევი გომბეშო!
A horrid, nasty, crawly Toad!
199069.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
თანაც, ჩემს სუფთა და კრიალა კარჭაპზე!
And in my nice clean barge, too!
199070.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
მერე სამყარო უეცრად აყირავდა, კარჭაპი თითქოს მსუბუქად გასრიალდა ცაზე, ყურებში ქარმა გაუწუილა და გომბი ტრიალ-ტრიალით გაფრინდა ჰაერში.
Then the world turned suddenly upside down, the barge seemed to flit lightly across the sky, the wind whistled in his ears, and Toad found himself flying through the air, revolving rapidly as he went.
199071.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
წყალი – როცა ეღირსა და ხმამაღალი ტყაპანით ჩაეშვა შიგ – მისი გემოვნებისთვის მეტისმეტად ცივი გამოდგა, თუმცა არც იმდენად, რომ მისი სიამაყე დაეცხრო, ან ბრაზის ცეცხლი გაენელებინა.
The water, when he eventually reached it with a loud splash, proved quite cold enough for his taste, though its chill was not sufficient to quell his proud spirit, or slake the heat of his furious temper.
199072.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
დედაკაცი ჯერაც იცინოდა.
The barge-woman was still laughing.
199073.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
გომბი პასუხის გასაცემად არც შეჩერებულა.
Toad never paused to reply.
199074.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
რაც სურდა, ცხვირწინ დაინახა.
He saw what he wanted ahead of him.
199075.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
სწრაფად გაექანა, ცხენს დაეწია, მოხსნა თოკი და მოისროლა, მერე კი მსუბუქად მოახტა ზურგზე, ფერდებში მაგრად ამოსცხო ფეხები და ნავარდით გააჭენა.
Running swiftly on he overtook the horse, unfastened the towrope and cast off, jumped lightly on the horse’s back, and urged it to a gallop by kicking it vigorously in the sides.
199076.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ერთხელ მიიხედა უკან და დაინახა, რომ კარჭაპი არხის მეორე ნაპირს მისჯახებოდა, დედაკაცი გაცხარებით იქნევდა ხელებს და უყვიროდა: – გაჩერდი! გაჩერდი!
Once he looked back, and saw that the barge had run aground on the other side of the canal, and the barge-woman was gesticulating wildly and shouting, "Stop, stop!"
199077.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
– ეგ სიმღერა უკვე მსმენია, – თქვა გომბიმ.
"I’ve heard that song before," said Toad.
199078.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
მახლობლად ერთი გამოხუნებული ბოშური ფურგონი იდგა.
Near him stood a dingy gipsy caravan.
199079.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ცოტა ხანში ბოშამ ჩიბუხი პირიდან გამოიღო და სხვათა შორის წაილაპარაკა: – გინდა მაგ შენი ცხენის გაყიდვა?
Presently the gipsy took his pipe out of his mouth and remarked in a careless way, ‘Want to sell that there horse of yours?’
199080.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
წმინდა სისხლის ცხენია, დიახაც, ერთი მხრივ; იმ მხრივ კი არა, საიდანაც შენ უყურებ! არა, მეორე მხრივ.
He’s a blood horse, he is, partly; not the part you see, of course—another part.