მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199141.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
მე თუ კიდევ ყოყლოჩინური სიმღერა ვიმღერო!... – მერე სიღრმეში წავიდა და სულ შეხუთული, აფართხალებული ამოტივტივდა.
"If ever I sing another conceited song"—then down he went, and came up breathless and spluttering.
199142.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
რამდენიმე წუთს ასე დარჩა, აფრუტუნებულ-აქოშინებული, რადგან ქანცი მთლად გასწყვეტოდა.
There he remained for some minutes, puffing and panting, for he was quite exhausted.
199143.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ამოიხვნეშა, ამოიფშვინა და იმ ბნელ სოროს შეაცქერდა.
As he sighed and blew and stared before him into the dark hole.
199144.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
მის სიღრმეში პაწია, კაშკაშა ნაპერწკალმა გაანათა, აციმციმდა და მისკენ წამოვიდა.
Some bright small thing shone and twinkled in its depths, moving towards him.
199145.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
მოახლოებულზე თანდათან გამოჩნდა სახე და თანაც ნაცნობი სახე!
As it approached, a face grew up gradually around it, and it was a familiar face!
199146.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
ყავისფერი, მრგვალი, ულვაშა.
Brown and small, with whiskers.
199147.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 6, გომბის შემდგომი თავგადასავალი
დინჯი, მრგვალი, კოხტა ყურებითა და აბრეშუმივით ბეწვით დამშვენებული.
Grave and round, with neat ears and silky hair.
199148.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
ვირთაგვამ გამოყო კოხტა, მომცრო, ყავისფერი თათი, ღონივრად ჩასჭიდა გომბის ქეჩოში, მთელი ძალღონით აქაჩა და გაათრია.
The Rat put out a neat little brown paw, gripped Toad firmly by the scruff of the neck, and gave a great hoist and a pull.
199149.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
გაჟივებული გომბი ნელა, მაგრამ მტკიცედ ასცდა სოროს ქვედა კიდეს და ბოლოს საღსალამათი დადგა შესასვლელში – ბუნებრივია, ტალახში და წყალმცენარეებში ამოგანგლული.
and the water-logged Toad came up slowly but surely over the edge of the hole, till at last he stood safe and sound in the hall, streaked with mud and weed.
199150.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– ოჰ, ვირთაგვავ! – შესძახა.
"O, Ratty!" he cried.
199151.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– ისეთები გამოვიარე მას მერე, რაც ბოლოს გნახე, რომ ვერც კი წარმოიდგენ!
I’ve been through such times since I saw you last, you can’t think!
199152.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
მერე – რა გაქცევა, რა დევნა, რა ხრიკები, და ყოველივე რაოდენ ჭკვიანურად დაგეგმილი და აღსრულებული!
Then such escapes, such disguises such subterfuges, and all so cleverly planned and carried out!
199153.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– გომბი, – მტკიცედ და დინჯად უთხრა წყლის ვირთაგვამ, – ახლავე ზემოთ ადი და ეგ ჩითის ძველი ძონძი გაიხადე, რომელიც, ეტყობა, ვინმე მრეცხავი დედაკაცის ნაქონია, საგულდაგულოდ დასუფთავდი, ჩემი ტანისამოსი ჩაიცვი და, თუ მოახერხებ, შეეცადე, დაბლა ჩამოსული ჯენტლმენს ჰგავდე, რადგან შენზე უფრო საცოდავი, ბინძური და სამარცხვინო სულიერი ჩემს დღეში არ მინახავს!
"Toad," said the Water Rat, gravely and firmly, ‘you go off upstairs at once, and take off that old cotton rag that looks as if it might formerly have belonged to some washerwoman, and clean yourself thoroughly, and put on some of my clothes, and try and come down looking like a gentleman if you CAN, for a more shabby, bedraggled, disreputable-looking object than you are I never set eyes on in my whole life!
199154.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
მაგრამ ქუდების საკიდის უკან, სარკეში, თავისი თავი დაინახა – ცალ თვალზე კოხტად შავშლაპაჩამოფხატული, – გადაიფიქრა და ფაცხაფუცხით, მორჩილად ავიდა ვირთაგვას საგარდერობოში.
However, he caught sight of himself in the looking-glass over the hat-stand, with the rusty black bonnet perched rakishly over one eye, and he changed his mind and went very quickly and humbly upstairs to the Rat’s dressing-room.
199155.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
იქ გულმოდგინედ იბანავა, ჯაგრისით გაიხეხა, ტანისამოსი გამოიცვალა, მერე კი დიდხანს იდგა სარკესთან, სიამაყითა და სიამით ათვალიერებდა თავს და ფიქრობდა, რა ბრიყვია ყველა ის ადამიანი, ვისაც წამით მაინც ვეგონე მრეცხავი დედაკაციო.
There he had a thorough wash and brush-up, changed his clothes, and stood for a long time before the glass, contemplating himself with pride and pleasure, and thinking what utter idiots all the people must have been to have ever mistaken him for one moment for a washerwoman.
199156.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
მაგრამ რაც უფრო მეტს ლაპარაკობდა და ტრაბახობდა, მით უფრო იღუშებოდა ვირთაგვა და ხმას არ იღებდა.
But the more he talked and boasted, the more grave and silent the Rat became.
199157.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
როცა ბოლოს გომბიმ ამოთქვა, რაც სათქმელი ჰქონდა, ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი ვირთაგვამ თქვა:
When at last Toad had talked himself to a standstill, there was silence for a while and then the Rat said:
199158.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
როდის უნდა მოეგო გონს, იფიქრო შენს მეგობრებზე და შეეცადო, რომ საამაყოდ გვყავდე?
When are you going to be sensible, and think of your friends, and try and be a credit to them?
199159.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
მაგრამ ამიერიდან კარგი გომბი ვიქნები და მეტს აღარ ვიზამ.
Now I’m going to be a good Toad, and not do it any more.
199160.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
მოდი, ყავა დავლიოთ, გავაბოლოთ და ვიჭუკჭუკოთ, მერე კი წყნარად, სეირნობა-სეირნობით წავალ გომბი-ჰოლში, საკუთარ ტანისამოსს ჩავიცვამ და ყველაფერი ძველებური წესითა და რიგით წავა.
We’ll have our coffee, AND a smoke, and a quiet chat, and then I’m going to stroll quietly down to Toad Hall, and get into clothes of my own, and set things going again on the old lines.