მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199221.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– შე უვარგისო და უწესო ცხოველო!
You bad, troublesome little animal!
199222.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
არც კი გრცხვენია!
Aren’t you ashamed of yourself?
199223.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
რა გგონია, რას იტყოდა მამაშენი, ჩემი ძველი მეგობარი, ამაღამ აქ რომ ყოფილიყო და შენი ოინები გაეგო?
What do you think your father, my old friend, would have said if he had been here to-night, and had known of all your goings on?
199224.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
გომბი, რომელიც ამასობაში დივანზე მიწოლილიყო, პირქვე გადაბრუნდა და სინანულის ქვითინმა ააცახცახა.
Toad, who was on the sofa by this time, rolled over on his face, shaken by sobs of contrition.
199225.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
ნუღარ ტირი.
Stop crying.
199226.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
თუმც კი, რასაც თხუნელა ამბობს, მართალია.
But what the Mole says is quite true.
199227.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
ყარყუმები ყველა წერტილს სდარაჯობენ და ამქვეყნად საუკეთესო ყარაულებიც არიან.
The stoats are on guard, at every point, and they make the best sentinels in the world.
199228.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
იქაურობის იერიშით აღება გულშიც არ უნდა გავივლოთ.
It’s quite useless to think of attacking the place.
199229.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– მაშ, ყველაფერი დამთავრებულა, – დივნის ბალიშებს ჩაჰქვითინა გომბიმ.
‘Then it’s all over,’ sobbed the Toad, crying into the sofa cushions.
199230.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– წავალ, ჯარისკაცად ჩავეწერები და ჩემს საყვარელ გომბი-ჰოლს ვეღარ ვნახავ!
I shall go and enlist for a soldier, and never see my dear Toad Hall any more!
199231.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
ჯერ საბოლოო სიტყვა არ მითქვამს.
I haven’t said my last word yet.
199232.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
ახლა ერთი დიდი საიდუმლო უნდა გაგანდოთ.
Now I’m going to tell you a great secret.
199233.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
გომბი ნელა წამოჯდა და თვალები შეიმშრალა.
Toad sat up slowly and dried his eyes.
199234.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– არსებობს... ერთი... მიწისქვეშა... გზა... – შთამბეჭდავად თქვა მაჩვმა, – რომელიც აქვე, ახლოდან, მდინარის ნაპირიდან, პირდაპირ გომბი-ჰოლის შუაგულში ადის.
"There—is—an—underground—passage," said the Badger, impressively, "that leads from the river-bank, quite near here, right up into the middle of Toad Hall".
199235.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
გომბი-ჰოლის ყოველ გოჯს ვიცნობ, შიგნითაც და გარეთაც.
I know every inch of Toad Hall, inside and out.
199236.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
გარწმუნებ, მსგავსი არაფერია!
Nothing of the sort, I do assure you!
199237.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– ჩემო ჭაბუკო მეგობარო, – მკაცრად უთხრა მაჩვმა, – მამაშენი, რომელიც ღირსეული ცხოველი გახლდა, ბევრ სხვა ჩემს ნაცნობზე უფრო ღირსეული, ჩემი გულითადი მეგობარი იყო და ბევრი ისეთი რამ აქვს ჩემთვის ნათქვამი, რასაც შენ არასდიდებით არ გაგიმხელდა.
"My young friend," said the Badger, with great severity, "your father, who was a worthy animal—a lot worthier than some others I know—was a particular friend of mine, and told me a great deal he wouldn’t have dreamt of telling you".
199238.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– ჩემს ვაჟს არ გააგებინო.
“Don’t let my son know about it”.
199239.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
ურიგო ბიჭი არ არის, მაგრამ ქარაფშუტაა, ხასიათის სიმტკიცე აკლია და ენაზე კბილის დაჭერაც უჭირს.
He’s a good boy, but very light and volatile in character, and simply cannot hold his tongue.
199240.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
ცხოველები გომბის მიაცქერდნენ, აბა, ამ ამბავს როგორ მიიღებსო.
The other animals looked hard at Toad to see how he would take it.