მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199241.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
გომბიმ ჯერ თითქოს გაბუტვა დააპირა, მერე კი ერთბაშად გაბრწყინდა, როგორც მისებრ კარგ ყმაწვილს ეკადრებოდა.
Toad was inclined to be sulky at first; but he brightened up immediately, like the good fellow he was.
199242.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– კარგი, კარგი, – თქვა, – ცოტა ყბედი ალბათ მართლაც ვარ.
"Well, well," he said; "perhaps I am a bit of a talker".
199243.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
განაგრძე, მაჩვო.
Go on, Badger.
199244.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
რა უნდა გვიშველოს მაგ შენმა გვირაბმა?
How’s this passage of yours going to help us?
199245.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
თურმე ხვალ საღამოს დიდ ღრეობას აპირებენ.
There’s going to be a big banquet to-morrow night.
199246.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
ვიღაცის დაბადების დღეა, მგონი თავკაცი სინდიოფალასი, ჰოდა სინდიოფალები სასადილო დარბაზში შეგროვდებიან, გააჩაღებენ სმა-ჭამას, სიცილ-ხარხარსა და ლაი-ლაის, ეჭვი არაფრისა ექნებათ.
It’s somebody’s birthday—the Chief Weasel’s, I believe—and the weasels will be gathered together in the dining-hall, eating and drinking and laughing and carrying on, suspecting nothing.
199247.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
უთოფოდ, უხმლოდ, უჯოხოდ, უიარაღოდ!
No guns, no swords, no sticks, no arms!
199248.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– ჰო, მაგრამ მცველები ხომ ისევ იდგებიან, – შენიშნა ვირთაგვამ.
"But the sentinels will be posted as usual," remarked the Rat.
199249.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– სინდიოფალები მთლიანად იმ თავიანთი სანაქებო მცველების იმედად იქნებიან.
The weasels will trust entirely to their excellent sentinels.
199250.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– ახლა კი მესმის!
Now I understand it!
199251.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– უჩუმრად შევიპარებით ბუფეტში... – წამოიყვირა თხუნელამ.
"We shall creep out quietly into the butler’s pantry—" cried the Mole.
199252.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– ჩვენ-ჩვენი პისტოლეტებით, ხმლებითა და ჯოხებით... – დაიყვირა ვირთაგვამ.
—with our pistols and swords and sticks—’shouted the Rat.
199253.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– და ვბეგვავთ, ვბეგვავთ და ვბეგვავთ! – იყვირა გომბიმ, რომელიც სკამიდან სკამზე ხტომით უვლიდა ოთახს წრეებს.
"—and whack ‘em, and whack ‘em, and whack ‘em!" cried the Toad in ecstasy, running round and round the room, and jumping over the chairs.
199254.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
თხუნელა სადღაც გამსხლტარიყო, ისე რომ არავისთვის დაუბარებია, სად მიდიოდა.
The Mole had slipped off somewhere by himself, without telling any one where he was going to.
199255.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
მაჩვი სავარძელში იჯდა, გაზეთს კითხულობდა და აინუნშიც არ აგდებდა იმას, რაც საღამოს უნდა მომხდარიყო.
The Badger sat in the arm-chair, reading the paper, and not concerning himself in the slightest about what was going to happen that very evening.
199256.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– ეს ხმალი – ვირთაგვას, ეს ხმალი– თხუნელას, ეს ხმალი – გომბის, ეს ხმალი – მაჩვს!
Here’s-a-sword-for-the-Rat, here’s-a-sword-for-the-Mole, here’s-a-sword-for-the-Toad, here’s-a-sword-for-the-Badger!
199257.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
ეს პისტოლეტი – ვირთაგვას, ეს პისტოლეტი – თხუნელას, ეს პისტოლეტი – გომბის, ეს პისტოლეტი – მაჩვს!
Here’s-a-pistol-for-the-Rat, here’s-a-pistol-for-the-Mole, here’s-a-pistol-for-the-Toad, here’s-a-pistol-for-the-Badger!
199258.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
– ეგ ყველაფერი ძალიან კარგია, ვირთაგვავ, – ცოტა ხანში უთხრა მაჩვმა და გაზეთის ზემოდან გადმოხედა პატარა, მოფუსფუსე ცხოველს.
"That’s all very well, Rat," said the Badger presently, looking at the busy little animal over the edge of his newspaper.
199259.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
ჩვენ, ოთხნი, სასადილო დარბაზში რომ შევალთ, ჩვენ-ჩვენი კომბლებით ხუთ წუთში გავწმენდთ იმათგან იქაურობას.
We four, with our sticks, once we’re inside the dining-hall, we shall clear the floor of all of them in five minutes.
199260.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 7, მის ცრემლთა ღვარი - ვით ზაფხულის შხაპუნა წვიმა
ცოტა ხანში ოთახში თხუნელა შემოვარდა, თავისი თავით ერთობ კმაყოფილი გახლდათ.
Presently the Mole came tumbling into the room, evidently very pleased with himself.