მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199301.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ჰოი, როგორ შეხტნენ თავზარდაცემული სინდიოფალები მაგიდების ქვეშ და რა გიჟებივით ახტნენ ფანჯრებში!
Well might the terrified weasels dive under the tables and spring madly up at the windows!
199302.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ჰოი, რა თავპირისმტვრევით შეცვივდნენ ბუხარში ქრცვინები და რა უიმედოდ გაიჭედნენ საკვამურში!
Well might the ferrets rush wildly for the fireplace and get hopelessly jammed in the chimney!
199303.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ჰოი, როგორ აყირავდა მაგიდები და სკამები, რა ზრიალით მოეფინა იატაკს მინა და ფაიფური იმ შემზარავ წუთში, როცა ოთხმა გმირმა მრისხანედ შეაბიჯა ოთახში!
Well might tables and chairs be upset, and glass and china be sent crashing on the floor, in the panic of that terrible moment when the four Heroes strode wrathfully into the room!
199304.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
მაჩვმა ულვაში აიბურძგნა და კომბალი სტვენით დაატრიალა ჰაერში; თხუნელა, შავი და პირქუში, ჯოხს იქნევდა და შემზარავად გაჰყვიროდა საომარ დევიზს: – „თხუნელაა! თხუნელაა!“
The mighty Badger, his whiskers bristling, his great cudgel whistling through the air; Mole, black and grim, brandishing his stick and shouting his awful war-cry, "A Mole! A Mole!"
199305.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
– მერე კი პირდაპირ თავკაცი სინდიოფალისკენ წავიდა.
And he went straight for the Chief Weasel.
199306.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ოთხნი კი იყვნენ, მაგრამ თავზარდაცემულ სინდიოფალებს ეჩვენებოდათ, მთელი დარბაზი ავსილა ზარდამცემი, კომბალთმქნეველი რუხი, შავი, წაბლისფერი და ყვითელი ნადირებითო.
They were but four in all, but to the panic-stricken weasels the hall seemed full of monstrous animals, grey, black, brown and yellow, whooping and flourishing enormous cudgels.
199307.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
გატყდნენ და შიშის წრიპინით გაიქცნენ: ფანჯრებში, საკვამურში, სად აღარ, ოღონდაც კომბლები ვერ მისწვდომოდათ.
And they broke and fled with squeals of terror and dismay, this way and that, through the windows, up the chimney, anywhere to get out of reach of those terrible sticks.
199308.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
საქმე მალე მოთავდა.
The affair was soon over.
199309.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
დარბაზის მთელ სიგრძეზე დააბიჯებდა ოთხი მეგობარი და თუკი სადმე თავი გამოჩნდებოდა, კომბალს ჩასცხებდნენ; და ხუთ წუთში ოთახი გაიწმინდა.
Up and down, the whole length of the hall, strode the four Friends, whacking with their sticks at every head that showed itself; and in five minutes the room was cleared.
199310.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ჩალეწილი ფანჯრებიდან ყრუდ მოისმოდა ელდანაცემი სინდიოფალების წრიპინი, რომლებიც გაზონ-გაზონ მიექანებოდნენ.
Through the broken windows the shrieks of terrified weasels escaping across the lawn.
199311.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
გარჯით დამაშვრალი მაჩვი კომბალს დაეყრდნო, სპეტაკი შუბლი მოიწმინდა.
The Badger, resting from his labours, leant on his stick and wiped his honest brow.
199312.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
აბა, გაირბინე და იმ შენს ყარყუმ ყარაულებს დახედე, რას შვრებიან.
Just cut along outside and look after those stoat-sentries of yours, and see what they’re doing.
199313.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
სახლი დაგიბრუნეთ და შენ ბუტერბროდი ვერ გაგიმეტებია.
We’ve got your house back for you, and you don’t offer us so much as a sandwich.
199314.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ის იყო, უნდა დამსხდარიყვნენ, რომ ფანჯრიდან ხითხითით გადმოძვრა თხუნელა და ერთი იღლია თოფები გადმოიტანა.
They were just about to sit down when the Mole clambered in through the window, chuckling, with an armful of rifles.
199315.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
– როგორც მივხვდი, რაწამს დარბაზიდან წივილ-კივილი, ბღავილი და გნიასი მოესმათ ისედაც აფორიაქებულს ყარყუმებს, ზოგიერთებმა იმწამსვე დაყარეს თოფები და გაიქცნენ.
From what I can make out, as soon as the stoats, who were very nervous and jumpy already, heard the shrieks and the yells and the uproar inside the hall, some of them threw down their rifles and fled.
199316.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
სხვები ჯერ მაგრად იდგნენ, მაგრამ როცა სინდიოფალები გამოცვივდნენ და გადაუარეს, იფიქრეს, გვიღალატესო, და ეძგერნენ.
The others stood fast for a bit, but when the weasels came rushing out upon them they thought they were betrayed.
199317.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ახლა უკვე ყველანი გაქრნენ, ზოგი ასე და ზოგიც ისე; ჰოდა, იმათი თოფები მაქვს.
They’ve all disappeared by now, one way or another; and I’ve got their rifles.
199318.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
– სანაქებო და საამაყო ცხოველია! – თქვა ქათმის ხორცითა და ბისკვიტით პირგამოტენილმა მაჩვმა.
"Excellent and deserving animal!" said the Badger, his mouth full of chicken and trifle.
199319.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
მერე თხუნელამ სკამი მაგიდასთან მიაჩოჩა და ცივად მოხარშულ ენას დააცხრა, ხოლო გომბიმ, როგორც მისებრ ჯენტლმენს ეკადრებოდა, ეჭვიანობა გვერდზე გადადო და სულითა და გულით თქვა:
Then the Mole pulled his chair up to the table, and pitched into the cold tongue; and Toad, like the gentleman he was, put all his jealousy from him, and said heartily:
199320.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
– მადლობელი ვარ, ჩემო თხუნელავ, ამღამინდელი გარჯისა და წვალებისთვის და ამდილანდელი საზრიანობისათვის.
Thank you kindly, dear Mole, for all your pains and trouble tonight, and especially for your cleverness this morning!