მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199321.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
მაჩვს ეამა და თქვა: – აი, ჩემი გულადი გომბის სიტყვა!
The Badger was pleased at that, and said, "There spoke my brave Toad!"
199322.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
დიდი ხალისითა და სიამტკბილობით მორჩნენ ვახშმობას და ცოტა ხანში სუფთა თეთრეულში მოისვენეს – სრულ უსაფრთხოებაში გომბის საგვარეულო სახლისა, რომელიც დიდი გამბედაობის, წუნდაუდებელი სტრატეგიისა და კომბლების მართებული მოხმარების წყალობით დაიბრუნეს.
So they finished their supper in great joy and contentment, and presently retired to rest between clean sheets, safe in Toad’s ancestral home, won back by matchless valour, consummate strategy, and a proper handling of sticks.
199323.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
მეორე დილით, გომბი, რომელმაც ჩვეულებისამებრ დიდხანს ეძინა, სამარცხვინოდ გვიან ჩამობრძანდა სასაუზმოდ და სუფრაზე მხოლოდ გარკვეული რაოდენობის კვერცხის ნაჭუჭი, გაცივებულ-გამხმარი ტოსტები და სამ მეოთხედზე ჩაცარიელებული ყავადანი დაუხვდა, რაც, ცხადია, გუნებას ვერ გამოუკეთებდა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ, ბოლოს და ბოლოს, ეს სახლი მისი იყო.
The following morning, Toad, who had overslept himself as usual, came down to breakfast disgracefully late, and found on the table a certain quantity of egg-shells, some fragments of cold and leathery toast, a coffee-pot three fourths empty, and really very little else; which did not tend to improve his temper, considering that, after all, it was his own house.
199324.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ოთახში რომ შევიდა, სავარძელში ჩაბრძანებულმა და დილის გაზეთში ჩაყურყუმალავებულმა მაჩვმა მხოლოდ ახედა და თავი დაუქნია.
The Badger, who was in an arm-chair and deep in the morning paper, merely looked up and nodded when he entered the room.
199325.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
– უკაცრავად კი ვარ, გომბი, მაგრამ ამ დილით მძიმე საქმე გელის.
I’m sorry, Toad, but I’m afraid there’s a heavy morning’s work in front of you.
199326.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
შენგან ამისი მოლოდინი აქვთ.
It’s expected of you.
199327.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
მეც წაგაშველებ ხელს.
And I’LL bear a hand, too.
199328.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ჩემი სიამე და სიტკბოება ხომ არაფერია სხვათა სიამესთან შედარებით!
What is my pleasure or convenience compared with that of others!
199329.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
მაჩვმა გამომცდელად შეხედა, მაგრამ გომბის ალალი, გადაწმენდილი სახის შემხედვარე ძნელად თუ დაუშვებდა, რომ მისი გუნების ასეთ უეცარ ცვლილებაში რაიმე უღირსი განზრახვა იდო.
The Badger looked at him very suspiciously, but Toad’s frank, open countenance made it difficult to suggest any unworthy motive in this change of attitude.
199330.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
წეღან ლაპარაკში ჩინებული აზრი მოუვიდა.
A fine idea had occurred to him while he was talking.
199331.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა და ისე ბეჯითად იმუშავა, რომ როცა ყველა წერილი მოამთავრა, შუადღე იყო.
The idea pleased him mightily, and he worked very hard and got all the letters finished by noon.
199332.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
გომბი გარეთ გარონინდა და ერთი წუხანდელი ტყვეთაგანი დაუხვდა, პატივისცემით აღვსილი და მის საამებლად მზადმყოფი.
Toad swaggered out and found it was one of the prisoners of the previous evening, very respectful and anxious to please.
199333.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ბეჩავი სინდიოფალა თითქოს დიდად მადლობელი დარჩა და მოწადინებით გაქუსლა დავალების შესასრულებლად.
The poor weasel seemed really quite grateful, and hurried off eagerly to do his mission.
199334.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
გომბიმ დაახლოებით იგუმანა, რაც უნდა მომხდარიყო და თავის დაღწევა სცადა, მაგრამ როცა მეორე მკლავში ვირთაგვამ ჩასჭიდა თათი, მიხვდა, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
Toad rather suspected what he was after, and did his best to get away but when the Badger took him firmly by the other arm he began to see that the game was up.
199335.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ორმა ცხოველმა გაკავებული შეიყვანა პატარა, მოსაწევ ოთახში, რომელიც ჰოლში გამოდიოდა, კარი ჩაკეტეს და გომბი სავარძელში ჩასვეს.
The two animals conducted him between them into the small smoking-room that opened out of the entrance-hall, shut the door, and put him into a chair.
199336.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
– წვეულებაზე უნდა გელაპარაკოთ და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ლაპარაკი დამჭირდა.
It’s about this Banquet, and very sorry I am to have to speak to you like this.
199337.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
მაგრამ გვინდა ნათლად, ერთხელ და სამუდამოდ გაიგო, რომ არც სიტყვით გამოსვლები იქნება და არც სიმღერები.
But we want you to understand clearly, once and for all, that there are going to be no speeches and no songs.
199338.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
როგორმე შეიგნე, რომ ამჯერად კი არ გეკამათებით, უბრალოდ გეუბნებით.
Try and grasp the fact that on this occasion we’re not arguing with you, we’re just telling you.
199339.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
მიუხვდნენ, გაუგეს, დაასწრეს.
They understood him, they saw through him, they had got ahead of him.
199340.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
საამური ოცნება ნამსხვრევებად ექცა.
His pleasant dream was shattered.