მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199361.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
გომბი მოეთათბირა მეგობრებს, შეარჩია ერთი კოხტა ოქროს ძეწკვი და მარგალიტებით მოოჭვილი მედალიონი და ციხის დარაჯის ქალიშვილს გაუგზავნა, თან წერილი აახლა, რომელსაც მაჩვმაც კი თბილი და თავმდაბლური უწოდა.
Toad, after due consultation with his friends, selected a handsome gold chain and locket set with pearls, which he dispatched to the gaoler’s daughter with a letter that even the Badger admitted to be modest, grateful, and appreciative.
199362.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
მაჩვის დიდი დაჟინებით კარჭაპის პატრონ დედაკაცსაც კი მიაგნეს (გაჭირვებით) და, თუმცა გომბიმ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ცხენის საფასური აუნაზღაურეს.
Under severe compulsion from the Badger, even the barge-woman was, with some trouble, sought out and the value of her horse discreetly made good to her.
199363.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
აი, დიადი ბატონი გომბი!
There goes the great Mr. Toad!
199364.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ეს კი მამაცი წყლის ვირთაგვაა, გვერდით რომ მიჰყვება!
And that’s the gallant Water Rat, walking along o’ him!
199365.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– საღორეში, – მიუგო მისის არაბლმა.
"Out to the hoghouse," replied Mrs. Arable.
199366.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– წუხელ დედა ღორმა გოჭები დაყარა.
"Some pigs were born last night."
199367.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– იქ ნაჯახი რად უნდა? – ჩაეძია რვა წლის ფერნი.
"I don't see why he needs an ax," continued Fern, who was only eight.
199368.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– მოიშოროს? – წამოიკივლა ფერნმა, – ესე იგი, უნდა მოკლას?
"Do away with it?" shrieked Fern. You mean kill it?
199369.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
მარტო იმიტომ, რომ სხვებზე პატარაა?
Just because it's smaller than the others?
199370.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
მისის არაბლმა მაგიდაზე ქილით ნაღები დადგა.
Mrs. Arable put a pitcher of cream on the table.
199371.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– რა გაყვირებს, ფერნ, მამა მართალია. ის გოჭი, ალბათ, მაინც მოკვდება.
"Don't yell, Fern!" she said. "Your father is right. The pig would probably die anyway."
199372.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
ფერნმა სკამს ხელი ჰკრა და გარეთ გავარდა.
Fern pushed a chair out of the way and ran outdoors.
199373.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
ბალახი სველი იყო, მიწას გაზაფხულის სუნი ასდიოდა და სანამ მამას დაეწეოდა, კედები მთლად დაუჟივდა.
The grass was wet and the earth smelled of springtime. Fern's sneakers were sopping by the time she caught up with her father.
199374.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– გეხვეწები, არ მოკლა! – შეჰქვითინა გულამოვარდნი ლმა, – ეგ ხომ უსამართლობაა.
"Please don't kill it!" she sobbed. "It's unfair."
199375.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
მისტერ არაბლი შეჩერდა.
Mr. Arable stopped walking.
199376.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– ფერნ, – წყნარად უთხრა შვილს, – თავშეკავება უნდა ისწავლო.
"Fern," he said gently, "you will have to learn to control yourself."
199377.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– თავშეკავება?! – შეჰკივლა ფერნმა, – რა დროს თავშეკავებაა, როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება?
"Control myself?" yelled Fern. "This is a matter of life and death, and you talk about controlling myself."
199378.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
გოგოს ლოყაზე ცრემლები ჩამოუგორდა, ნაჯახს ჩაებღაუჭა და სცადა, მამისთვის ხელიდან გამოეგლიჯა.
Tears ran down her cheeks and she took hold of the ax and tried to pull it out of her father's hand.
199379.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– ფერნ, – უთხრა მისტერ არაბლმა, – ღორების მოვლისა შენზე მეტი გამეგება. სუსტი გოჭი მუდამ თავის ტკივილია. წადი, გაიქეცი!
"Fern," said Mr. Arable, "I know more about raising a litter of pigs than you do. A weakling makes trouble. Now run along!"
199380.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– ჰო, მაგრამ უსამართლობაა! – აყვირდა ფერნი, – რა გოჭის ბრალია, რომ პატარა გაჩნდა?!
"But it's unfair," cried Fern. The pig couldn't help being born small, could it?