მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199381.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
პატარა რომ გავჩენილიყავი, მეც მომკლავდი? მისტერ არაბლს გაეღიმა: – აბა, რას ამბობ, – და შვილს სიყვარულით დახედა, – მაგრამ აქ სულ სხვა ამბავია: სად პატარა გოგო და სად უდღეური გოჭი?!
If I had been very small at birth, would you have killed me?" Mr. Arable smiled. "Certainly not," he said, looking down at his daughter with love. "But this is different. A little girl is one thing, a little runty pig is another."
199382.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– რა განსხვავებაა, – ფერნი ნაჯახს ხელს არ უშვებდა, – ასეთი საშინელი უსამართლობა ჩემს დღეში არ მსმენია!
"I see no difference," replied Fern, still hanging on to the ax. "This is the most terrible case of injustice I ever heard of."
199383.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
ჯონ არაბლს უცნაურად შეეცვალა სახე, თითქოს, სადაცაა, ცრემლები წასკდებაო.
A queer look came over John Arable's face. He seemed almost ready to cry himself.
199384.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– კარგი, – უთხრა შვილს, – შინ წადი და როცა მოვბრუნდები, იმ გოჭსაც მოგიყვან.
"All right," he said. "You go back to the house and I will bring the runt when I come in.
199385.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
ადექი და ბავშვივით საწოვარათი აჭამე ხოლმე.
I'll let you start it on a bottle, like a baby.
199386.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
მერე მიხვდები, რა თავის ტკივილზეც გელაპარაკებოდი.
Then you'll see what trouble a pig can be.
199387.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
ნახევარი საათის შემდეგ, როცა მისტერ არაბლი დაბრუნდა და იღლიაში ამოდებული მუყაოს კოლოფი მოიტანა, ფერნი ზედა სართულზე იყო და კედებს იცვლიდა.
When Mr. Arable returned to the house half an hour later, he carried a carton under his arm. Fern was upstairs changing her sneakers.
199388.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
სუფრა უკვე გაეშალათ და სახლში ყავის, შემწვარი ლორის, ნესტიანი ბათქაშისა და ღუმელში შეკეთებული შეშის კვამლის სუნი ტრიალებდა.
The kitchen table was set for breakfast, and the room smelled of coffee, bacon, damp plaster, and wood smoke from the stove.
199389.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– სკამზე დაუდე, – უთხრა ქმარს მისის არაბლმა.
"Put it on her chair!" said Mrs. Arable.
199390.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
მისტერ არაბლმა კოლოფი ფერნის სკამზე დადო, მერე პირსაბანთან მივიდა, ხელები დაიბანა და პირსახოცით გაიმშრალა.
Mr. Arable set the carton down at Fern's place. Then he walked to the sink and washed his hands and dried them on the roller towel.
199391.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
ფერნი ნელა ჩამოვიდა კიბეზე.
Fern came slowly down the stairs.
199392.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
თვალები ტირილისგან ჩასწითლებოდა.
Her eyes were red from crying.
199393.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
თავის სკამს რომ მიუახლოვდა, კოლოფი შეინძრა და შიგ რაღაც აფხაჭუნდა.
As she approached her chair, the carton wobbled, and there was a scratching noise.
199394.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– შენია, – უთხრა მისტერ არაბლმა, – ნაადრევ სიკვდილს გადაურჩა. ღმერთმა შემინდოს ეს უჭკუობა.
"He's yours," said Mr. Arable. "Saved from an un timely death. And may the good Lord forgive me for this foolishness."
199395.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
ფერნი თვალს ვერ აშორებდა პაწაწინა გოჭს.
Fern couldn't take her eyes off the tiny pig.
199396.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– ოჰ, ოღონდაც შეხედეთ, – დაიჩურჩულა, – რა მშვენიერია!
"Oh," she whispered. "Oh, look at him! He's absolutely perfect."
199397.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
კოლოფი ფრთხილად დახურა და ჯერ მამას აკოცა, მერე – დედას.
She closed the canon carefully. First she kissed her father, then she kissed her mother.
199398.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
მერე ისევ ახადა კოლოფს თავი, ამოიყვანა გოჭი და ლოყაზე მიიხუტა.
Then she opened the lid again, lifted the pig out, and held it against her cheek.
199399.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
ბიჭი იარაღასხმული იყო: ცალ ხელში საჰაერო თოფი ეჭირა, მეორეში – ხის ხანჯალი.
He was heavily armed -an air rifle in one hand, a wooden dagger in the other.
199400.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– ეგ რა არის? – იკითხა, – რა უჭირავს ფერნს?
"What's that?" he demanded. "What's Fern got?"