მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199341.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
– ერთ პატარა სიმღერას მაინც ვუმღერებ, კარგი? – ითხოვა მან საცოდავად.
"Mayn’t I sing them just one LITTLE song?" he pleaded piteously.
199342.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
– ისევ შენი სიკეთისთვის, გომბი, – განაგრძო ვირთაგვამ.
"It’s for your own good, Toady," went on the Rat.
199343.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
გომბი კარგა ხანს იჯდა ჩაფიქრებული.
Toad remained a long while plunged in thought.
199344.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
– მაჩვო, თავი ნადირი მგონია, – თქვა ვირთაგვამ.
"Badger," said the Rat, "I feel like a brute". ?"
199345.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
– ვიცი, ვიცი, – პირქუშად თქვა მაჩვმა.
"O, I know, I know," said the Badger gloomily.
199346.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
თუ, გირჩევნია, მასხრად აიგდონ და სინდიოფალა-ყარყუმების საქილიკო გახდეს?
Would you have him a common laughing-stock, mocked and jeered at by stoats and weasels?.
199347.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
– სინდიოფალებზე მომაგონდა, კიდევ კარგი, იმ პატარა სინდიოფალას გადავეყარეთ, გომბის მოსაწვევების დარიგებას რომ აპირებდა.
And, talking of weasels, it’s lucky we came upon that little weasel, just as he was setting out with Toad’s invitations.
199348.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
დილანდელი ამბავი რომ მითხარი, რაღაც ვიეჭვე და ერთ-ორ მოსაწვევს დავხედე, უბრალოდ სამარცხვინო იყო!
I suspected something from what you told me, and had a look at one or two; they were simply disgraceful.
199349.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
კეთილი თხუნელა ცისფერ საძინებელში და უბრალო, ჩვეულებრივ მოსაწვევ ბარათებს ავსებს.
The good Mole is now sitting in the blue boudoir, filling up plain, simple invitation cards.
199350.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
როგორც იქნა, წვეულების დროც მოახლოვდა, გომბი კი, რომელიც დანარჩენებთან დაშორების შემდეგ საძინებელში ავიდა, ჯერაც იქ იჯდა, სევდიანი და ფიქრებში წასული.
At last the hour for the banquet began to draw near, and Toad, who on leaving the others had retired to his bedroom, was still sitting there, melancholy and thoughtful.
199351.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
თათზე შუბლჩამოყრდნობილი დიდხანს და ღრმად ფიქრობდა.
His brow resting on his paw, he pondered long and deeply.
199352.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
თანდათან სახე გაუნათდა და ნელა გაეღიმა.
Gradually his countenance cleared, and he began to smile slowly.
199353.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
მერე მორცხვად, მორიდებით ჩაიხითხითა.
Then he took to giggling in a shy, self-conscious manner.
199354.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ბოლოს წამოდგა, კარი ჩაკეტა, ფანჯრებზე ფარდები ჩამოაფარა, შეაგროვა, რაც ოთახში სკამები იყო და ნახევარწრედ დაალაგა, თვითონ კი მათ წინ დადგა და გაიბერა.
At last he got up, locked the door, drew the curtains across the windows, collected all the chairs in the room and arranged them in a semicircle, and took up his position in front of them, swelling visibly.
199355.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
მერე თავი დახარა, ორჯერ ჩაახველა და ეშხში შესული ხმამაღლა ამღერდა მოხიბლული აუდიტორიის წინაშე, რომელიც ესოდენ ცხადად ედგა თვალწინ.
Then he bowed, coughed twice, and, letting himself go, with uplifted voice he sang, to the enraptured audience that his imagination so clearly saw.
199356.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
თმის ჯაგრისი წყლიან დოქში ჩაყო, თმა შუაზე გაიყო, ორივე მხარეს დაიტკეპნა და სწორად ჩამოივარცხნა, მერე კარი გააღო და წყნარად დაეშვა კიბეზე, რათა სტუმრებს შეჰგებებოდა, რომლებიც ალბათ უკვე გროვდებოდნენ სასტუმრო ოთახში.
Then he dipped his hairbrush in the water-jug, parted his hair in the middle, and plastered it down very straight and sleek on each side of his face and, unlocking the door, went quietly down the stairs to greet his guests, who he knew must be assembling in the drawing-room.
199357.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ცხოველები აშკარად გააოგნა და შეაცბუნა მისმა მოულოდნელმა ქცევამ და გომბი, რომელიც სტუმრიდან სტუმართან გადადიოდა და თავმდაბლურ პასუხებს იძლეოდა, გრძნობდა, რომ ყველას დიდი ინტერესის საგნად იქცა.
The animals were evidently puzzled and taken aback by this unexpected attitude of his; and Toad felt, as he moved from one guest to the other, making his modest responses, that he was an object of absorbing interest to every one.
199358.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
მაჩვს ყოველივე საუკეთესო შეეკვეთა და წვეულება მართლაც რომ სანაქებოდ წარიმართა.
The Badger had ordered everything of the best, and the banquet was a great success.
199359.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
მართლაც რომ გადასხვაფერდა გომბი!
He was indeed an altered Toad!
199360.
ტირიფებში მოშრიალე ქარი | თავი 8, გმირის დაბრუნება
ამ კულმინაციის შემდეგ ოთხივე ცხოველი თავ-თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა (რომელიც ესოდენ უხეშად დაარღვია სამოქალაქო ომმა), ხალისიანად და მხიარულად.
After this climax, the four animals continued to lead their lives, so rudely broken in upon by civil war, in great joy and contentment.