მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199401.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– აბა, ვნახოთ, – თქვა ბიჭმა და თოფი დადო, – ამ საცოდავს გოჭს ეძახით?
"Let's see it!" said Avery, setting his gun down. You call that miserable thing a pig?
199402.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
გოჭი ვარო, მაგან უნდა დაიკვეხოს! რაღა ეგ და რაღა თეთრი ვირთხა!
That's a fine specimen of a pig-it's no bigger than a white rat.
199403.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– დაიბანე და ისაუზმე, ეივერი, – უთხრა დედამ, – ნახევარ საათში სკოლის ავტობუსი მოვა.
"Wash up and eat your breakfast, Avery!" said his mother. "The school bus will be along in half an hour."
199404.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– მამი, მეც რომ მომცე ერთი გოჭი? – იკითხა ეივერიმ.
"Can I have a pig, too, Pop?" asked Avery.
199405.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
ჰოდა, ახლა გოჭი ჰყავს.
As a result, she now has a pig.
199406.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
მართალია, პატარაა, მაგრამ მაინც გოჭია.
A small one, to be sure, but nevertheless a pig.
199407.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
აი, რა ხდება, როცა ადამიანი თავის დროზე დგება.
It just shows what can happen if a person gets out of bed promptly.
199408.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
აბა, საუზმეს შევუდგეთ!
Let's eat!
199409.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
მაგრამ ფერნს პირი არაფრისთვის დაუკარებია, სანამ გოჭმა რძე არ დალია.
But Fern couldn't eat until her pig had had a drink of milk.
199410.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
მისის არაბლმა ძველი საწოვარიანი ბოთლი იპოვა, შიგ თბილი რძე ჩაასხა, თავზე საწოვარა მოარგო და ფერნს მიაწოდა: – აჰა, ასაუზმე.
Mrs. Arable found a baby's nursing bottle and a rubber nipple. She poured warm milk into the bottle, fitted the nipple over the top, and handed it to Fern. "Give him his breakfast!" she said.
199411.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
წუთიც და, ფერნი სამზარეულოს კუთხეში, იატაკზე იჯდა და კალთაში ჩასმულ ჩვილს ბოთლიდან წოვას ასწავლიდა.
A minute later, Fern was seated on the floor in the comer of the kitchen with her infant between her knees, teaching it to suck from the bottle.
199412.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
გოჭი ერთი ციდა იყო, მაგრამ მადა არ აკლდა და საქმესაც იოლად აუღო ალღო.
The pig, although tiny, had a good appetite and caught on quickly.
199413.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
გზიდან სკოლის ავტობუსმა დაასიგნალა.
The school bus honked from the road.
199414.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
– გაიქეცით! – განკარგულება გასცა მისის არაბლმა, ფერნს გოჭი გამოართვა და სამაგიეროდ ფუნთუშა მიაჩეჩა.
"Run!" commanded Mrs. Arable, taking the pig from Fern and slipping a doughnut into her hand.
199415.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
ეივერიმ თოფსა და მეორე ფუნთუშას დაავლო ხელი.
Avery grabbed his gun and another doughnut.
199416.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
ფერნს არავისთვის მიუქცევია ყურადღება.
Fern took no notice of the others in the bus.
199417.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა, ფიქრობდა, რა მშვენიერია სამყარო და რა ბედი მქონია, რომ საპატრონოდ გოჭი მერგოო.
She just sat and stared out of the window, thinking what a blissful world it was and how lucky she was to have entire charge of a pig.
199418.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
ისევ გოჭზე ფიქრობდა, როცა მასწავლებელმა ჰკითხა: – ფერნ, პენსილვანიის დედაქალაქს რა ჰქვია? – უილბური, – ჩაიბუტბუტა ფიქრებში წასულმა.
She was still thinking about the pig when the teacher said: "Fern, what is the capital of Pennsylvania?" "Wilbur," replied Fern, dreamily.
199419.
შარლოტის ქსელი | თავი I, საუზმემდე
ბავშვებმა ჩაიხითხითეს, ფერნი კი გაწითლდა.
The pupils giggled. Fern blushed.
199420.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
ფერნს უილბური ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა.
Fern loved Wilbur more than anything.