მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199421.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
მოსწონდა მისი ფერება, დაპურება, ლოგინში ჩაწვენა.
She loved to stroke him, to feed him, to put him to bed.
199422.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
ყოველ დილით, ადგებოდა თუ არა, რძეს გაუთბობდა, ყელზე წინსაფარს შეუკრავდა და ბოთლიდან რძეს ასმევდა.
Every morning, as soon as she got up, she warmed his milk, tied his bib on, and held the bottle for him.
199423.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
შუადღისას, როცა სკოლის ავტობუსი მისი სახლის წინ გაჩერდებოდა, ჩამოხტებოდა, სამზარეულოში შეირბენდა და ახალ ბოთლს გაუმზადებდა.
Every afternoon, when the school bus stopped in front of her house, she jumped out and ran to the kitchen to fix another bottle for him.
199424.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
ვახშმობის დრო რომ მოვიდოდა, კიდევ აჭმევდა და მერე კიდევ ერთხელ, ძილის წინ.
She fed him again at suppertime, and again just before going to bed.
199425.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
იმ დროს, როცა ფერნი სკოლაში იყო, უილბურს მისის არაბლი აპურებდა.
Mrs. Arable gave him a feeding around noontime each day, when Fern was away in school.
199426.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
უილბურს ჭამა უყვარდა და ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როცა ფერნი რძეს უთბობდა.
Wilbur loved his milk, and he was never happier than when Fern was wanning up a bottle for him.
199427.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
იდგა ხოლმე და მოსიყვარულე თვალებით უცქეროდა გოგოს.
He would stand and gaze up at her with adoring eyes.
199428.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
პირველ დღეებში უილბურს სამზარეულოში, ქურის გვერდით დადგმულ პატარა კოლოფში ამყოფებდნენ.
For the first few days of his life, Wilbur was allowed to live in a box near the stove in the kitchen.
199429.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
მერე, როცა მისის არაბლმა დაიჩივლა, უფრო მოზრდილი ყუთით შეშის ფარდულში გადააბარგეს.
Then, when Mrs. Arable complained, he was moved to a bigger box in the woodshed.
199430.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
ორი კვირისა რომ გახდა, ეზოში გადაიყვანეს.
At two weeks of age, he was moved outdoors.
199431.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
ვაშლი ყვაოდა და დღისით უკვე თბილოდა.
It was apple-blossom time, and the days were getting warmer.
199432.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
მისტერ არაბლმა ერთი ვაშლის ქვეშ უილბურს პატარა ეზოსავით ადგილი შემოუღობა, ჩალით სავსე ხის დიდი ყუთი ჩაუდგა და კარიც ამოუჭრა, რომ თავის ნებაზე შესულიყო და გამოსულიყო.
Mr. Arable fixed a small yard specially for Wilbur under an apple tree, and gave him a large wooden box full of straw, with a doorway cut in it so he could walk in and out as he pleased.
199433.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
– ღამით არ შესცივდება?
"Won't he be cold at night?"
199434.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
– არა, – დაამშვიდა მამამ, – უყურე და ნახავ, რასაც იზამს.
"No," said her father. "You watch and see what he does."
199435.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
ფერნმა ბოთლით რძე მოიტანა და უილბურის ეზოში, ხის ქვეშ დაჯდა.
Carrying a bottle of milk, Fern sat down under the apple tree inside the yard.
199436.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
უილბური მიქანდა და საწოვარას დაეძგერა.
Wilbur ran to her and she held the bottle for him while he sucked.
199437.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
ბოლო წვეთიც რომ გამოწრუპა, უილბურმა ჩაიღრუტუნა და ძილმორეული შევიდა ყუთში.
When he had finished the last drop, he grunted and walked sleepily into the box.
199438.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
ფერნმა კარში შეიჭყიტა.
Fern peered through the door.
199439.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
ფერნს გულზე მოეშვა, როცა დარწმუნდა, რომ მისი პაწია შვილობილი ჩალაში ჩამალული და ჩათბუნებული იძინებდა.
Fern was enchanted. It relieved her mind to know that her baby would sleep covered up, and would stay warm.
199440.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
ყოველ დილით, ნასაუზმევს უილბური და ფერნი ერთად გადიოდნენ გზაზე და ავტობუსს უცდიდნენ.
Every morning after breakfast, Wilbur walked out to the road with Fern and waited with her till the bus came.