მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199461.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
– აბა, რა ვიცი, – თქვა მამამ, – მოლეულია.
"Well," said her father, "he's a runt."
199462.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
ძია ჰომერს უთხარი, გოჭი მყავს და ექვს დოლარად ვყიდი-თქო. აბა, რას იტყვის.
Tell your Uncle Homer you've got a pig you'll sell for six dollars, and see what he says.
199463.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
გადაწყდა.
It was soon arranged.
199464.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
ფერნმა დარეკა და ყურმილი დეიდა ედითმა აიღო. დეიდა ედითმა ძია ჰომერს გაჰკივლა. ძია ჰომერი ბოსლიდან გამოვიდა და ფერნს დაელაპარაკა.
Fern phoned and got her Aunt Edith, and her Aunt Edith hollered for Uncle Homer, and Uncle Homer came in from the bam and talked to Fern.
199465.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
როცა გაიგო, გოჭი ექვს დოლარზე მეტი არ ღირსო, დაუფიქრებლად დათანხმდა.
When he heard that the price was only six dollars, he said he would buy the pig.
199466.
შარლოტის ქსელი | თავი II, უილბური
მეორე დღეს უილბური ვაშლის ხის ქვეშ მდგარი ყუთიდან წაიყვანეს და იმ დღიდან ზაკერმენების ბოსლის სარდაფში, ნაკელის გროვაში დაბინავდა.
Next day Wilbur was taken from his home under the apple tree and went to live in a manure pile in the cellar of Zuck erman's bam.
199467.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ბოსელი ძალიან დიდი და ძალიან ძველი იყო.
The Barn was very large. It was very old.
199468.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
შიგ თივისა და ნაკელის, დაღლილი ცხენების ოფლისა და დინჯი ძროხების ნასუნთქის საამო სურნელი იდგა.
It smelled of hay and it smelled of manure. It smelled of the perspiration of tired horses and the wonderful sweet breath of patient cows.
199469.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ეს სიმშვიდის სურნელება იყო – თითქოს ამქვეყნად ცუდი არასდროს აღარაფერი მოხდებოდა.
It often had a sort of peaceful smell-as though nothing bad could happen ever again in the world.
199470.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
იდგა ხორბლისა და აკაზმულობის, სოლიდოლის, რეზინის ჩექმებისა და ახალი თოკის სუნი, ხოლო როცა კატას თევზის თავს მიუგდებდნენ – თევზის სუნიც ემატებოდა.
It smelled of grain and of harness dressing and of axle grease and of rubber boots and of new rope. And whenever the cat was given a fish-head to eat, the barn would smell of fish.
199471.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
თუმცა მაინც თივის სუნი ჭარბობდა, რადგან ბოსლის თავზე მოწყობილი დიდი სათივე მუდამ სავსე იყო და იქიდან თივას ფიწლებით უყრიდნენ ძროხებს, ცხენებს და ცხვრებს.
But mostly it smelled of hay, for there was always hay in the great loft up overhead. And there was always hay being pitched down to the cows and the horses and the sheep.
199472.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ზამთარში, როცა ცხოველები მეტწილად ბოსელში იყ ვნენ, შიგნით საამურად თბილოდა, ზაფხულში კი, როცა დიდ კარს ფართოდ აღებდნენ, სიოს მაცოცხლებელი სიგრილე მოჰქონდა.
The bam was pleasantly warm in winter when the animals spent most of their time indoors, and it was pleasantly cool in summer when the big doors stood wide open to the breeze.
199473.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
პირველ სართულზე საფორნე ცხენების ბაგები და ძროხების საბელები განეთავსებინათ, სარდაფში – ცხვრის ფარეხი და უილბურის საღორე. აქ იყო ყველაფერი, რასაც კაცი ბოსელში წააწყდება: მისადგმელი კიბეები, დოლაბები, ფიწლები, ქანჩის გასაღებები, ცელები, გაზონსაკრეჭები, სათოვლე ნიჩბები, ცულის ტარები, რძის სათლები და წყლის ვედროები, მარცვლეულის ცარიელი ტომრები და ჟანგიანი სათაგურები.
The bam had stalls on the main floor for the work horses, tie-ups on the main floor for the cows, a sheepfold down below for the sheep, a pigpen down below for Wilbur, and it was full of all sons of things that you find in barns: ladders, grindstones, pitch forks, monkey wrenches, scythes, lawn mowers, snow shovels, ax handles, milk pails, water buckets, empty grain sacks, and rusty rat traps.
199474.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ასეთ ბოსლებში მერცხლებს ბუდეების აშენება უყვართ, ბავშვებს კი – თამაში.
It was the kind of barn that swallows like to build their nests in. It was the kind of barn that children like to play in.
199475.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ეს ყველაფერი ფერნის ბიძას, მისტერ ჰომერ ლ. ზაკერმენს ეკუთვნოდა.
And the whole thing was owned by Fern's uncle, Mr. Horner L. Zuckerman.
199476.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
უილბურის ახალი ბინა ბოსლის ქვედა ნაწილში იყო, პირდაპირ საძროხის ქვეშ.
Wilbur's new home was in the lower part of the barn, directly underneath the cows.
199477.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
მისტერ ზაკერმენმა იცოდა, რომ გოჭის გასაზრდელად ნაკელის გროვას არაფერი სჯობს.
Mr. Zuckerman knew that a manure pile is a good place to keep a young pig.
199478.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
გოჭს სითბო სჭირდება, ბოსლის სარდაფში კი, სამხრეთის მხარეს, მუდამ სითბო და სიმყუდროვე იყო.
Pigs need warmth, and it was warm and comfonable down there in the barn cellar on the south side.
199479.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ფერნი თითქმის ყოველდღე დადიოდა უილბურთან.
Fern came almost every day to visit him.
199480.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
მწველავის ძველი, გადაგდებული სკამი იპოვა და უილბურის საღორის გვერდით, ფარეხში დადგა.
She found an old milking stool that had been discarded, and she placed the stool in the sheepfold next to Wilbur's pen.