მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199481.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ნაშუადღევს საათობით იჯდა ხოლმე ჩაფიქრებული, უილბურს უსმენდა და უყურებდა.
Here she sat quietly during the long afternoons, thinking and listening and watching Wilbur.
199482.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ცხვრებმა მალე გაიცნეს გოგო და მიენდნენ.
The sheep soon got to know her and trust her.
199483.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
მიენდნენ ბატებიც, რომლებიც ცხვრებთან ერთად ბინადრობდნენ.
So did the geese, who lived with the sheep.
199484.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
არც ერთი ცხოველი არ უფრთხოდა, რადგან წყნარი და კეთილი იყო.
All the animals trusted her, she was so quiet and friendly.
199485.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
თუმცა, ის კი უთხრა, რამდენი ხანიც მოგინდეს, იმდენ ხანს იჯექი მაგ სკამზე და უილბურს უყურეო.
But he told Fern that she could sit on the stool and watch Wilbur as long as she wanted to.
199486.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
გოგოს ახარებდა გოჭის გვერდით ყოფნა და უილბურსაც უხაროდა, როცა ფერნი იქვე, საღორესთან ეგულებოდა.
It made her happy just to be near the pig, and it made Wilbur happy to know that she was sitting there, right outside his pen.
199487.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
თუმცა, გასართობი აღარაფერი ჰქონდა – ვეღარც გარეთ გადიოდა, ვერც სეირნობდა და ვერც ცურავდა.
But he never had any fun no walks, no rides, no swims.
199488.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ივნისის ერთ დღეს, როცა უილბურს თითქმის ორი თვე უსრულდებოდა, ის ბოსლის გარეთ, პატარა ეზოში გავიდა.
One afternoon in June, when Wilbur was almost two months old, he wandered out into his small yard outside the barn.
199489.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
იმ დღეს ფერნი რატომღაც არ მოსულა.
Fern had not arrived for her usual visit.
199490.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– აქ საქმე არაფერია, – გაიფიქრა, ნელა მივიდა თავის გეჯასთან და დაყნოსა, სადილიდან რამე ხომ არ გადამირჩა შეუჭმელიო.
"There's never anything to do around here," he thought. He walked slowly to his food trough and sniffed to see if anything had been overlooked at lunch.
199491.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
კარტოფილის პატარა ნაფცქვენი იპოვა და შეჭამა.
He found a small strip of potato skin and ate it.
199492.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ზურგი მოეფხანა, ღობეს მიეყრდნო და ფიცრებს გაეხახუნა.
His back itched, so he leaned against the fence and rubbed against the boards.
199493.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
მერე დაიღალა, ბოსელში შებრუნდა და ნაკელის გროვაზე აცოცდა.
When he tired of this, he walked indoors, climbed to the top of the manure pile, and sat down.
199494.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
არც ძილი უნდოდა და არც მიწის ჩიჩქნა, უმოძრაოდ დგომა და წოლა კი უკვე მობეზრებული ჰქონდა.
He didn't feel like going to sleep, he didn't feel like digging, he was tired of standing still, tired of lying down.
199495.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– ჯერ ორი თვისაც არა ვარ და სიცოცხლე უკვე მომბეზრდა, – თქვა და ისევ გარეთ გავიდა, – როცა აქა ვარ, შიგნით უნდა შევბრუნდე, სხვაგან წასასვლელი არა მაქვს, – ჩაილაპარაკა, – შიგნით ვარ და, ეზოს გარდა ვერსად გავალ.
"I'm less than two months old and I'm tired of living," he said. He walked out to the yard again. "When I'm out here," he said, "there's no place to go but in. When I'm indoors, there's no place to go but out in the yard.
199496.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– მაგაში ნამდვილად ცდები მეგობარო, – მოესმა უეცრად.
"That's where you're wrong, my friend, my friend," said a voice.
199497.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
უილბურმა ღობეში გაიხედა და ბატი დაინახა.
Wilbur looked through the fence and saw the goose standing there.
199498.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– რა სავალდებულოა, მაგ პაწა-წა-წა-წა-წა-წინა ეზოში იყო, – სხაპასხუპით უთხრა ბატმა, – ღობეს ერთი ფიცარი მორყეული აქვს.
"You don't have to stay in that dirty-little dirty-little dirty-little yard," said the goose, who talked rather fast.
199499.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
შე-შე-შე-შე-შეგიძლია მოაწვე და გარეთ გამოხვიდე.
"One of the boards is loose. Push on it, push-push-push on it, and come on out!"
199500.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– ბატონო? – ვერ გაიგო უილბურმა, – ცოტა ნელა თქვი, რა!
"What?" said Wilbur. "Say it slower!"