მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199521.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ვაშლის ხის ჩრდილში გაჩერებულმა ღონიერი დინგი მიწაში ჩაასო და ფესვების თხრას შეუდგა.
Pausing in the shade of an apple tree, he put his strong snout into the ground and began pushing, digging, and rooting.
199522.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ძალიან ბედნიერი იყო.
He felt very happy.
199523.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
კარგა დიდი ადგილი მითხარ-მოთხარა, სანამ ვინმე შეამჩნევდა.
He had plowed up quite a piece of ground before anyone noticed him.
199524.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
პირველმა მისის ზაკერმენმა დაინახა სამზარეულოს ფანჯრიდან და მაშინვე კაცებს დაუყვირა: – ჰომეეერ!
Mrs. Zuckerman was the first to see him. She saw him from the kitchen window, and she immediately shouted for the men. "Ho-mer!" she cried.
199525.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
გოჭი გაიქცა! ლერვი! გოჭი გაიქცა! ჰომერ! ლერვი! გოჭი გაიქცა! ვაშლის ქვეშ დგას!
"Pig's out! Lurvy! Pig's out! Homer! Lurvy! Pig's out. He's down there under that apple tree."
199526.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– ახლა კი მიჩვენებენ სეირს, – გაიფიქრა უილბურმა, – ცხვირიდან ძმარს მადენენ.
"Now the trouble starts," thought Wilbur. "Now I'll catch it."
199527.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
წივილ-კივილი ბატსაც მოესმა და ისიც აყიყინდა.
The goose heard the racket and she, too, started hollering.
199528.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ყაყანი კოკერ-სპანიელმაც გაიგონა და ბოსლიდან გამოქანდა, უჩემოდ არ დაიჭირონო. მისტერ ზაკერმენმაც მოჰკრა ხმაურს ყური, მანქანების ფარდულში რომელიღაც იარაღის შეკეთებას თავი ანება და გარეთ გამოვიდა.
The cocker spaniel heard the commotion and he ran out from the bam to join the Mr. Zuckerman heard, and he came out of the machine shed where he was mending a tool.
199529.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
მოჯამაგირე ლერვისაც მოესმა აურზაური და სატაცურის მარგვლა მიატოვა.
Lurvy, the hired man, heard the noise and came up from the asparagus patch where he was pulling weeds.
199530.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ყველანი უილბურისკენ დაიძრნენ. გოჭმა არ იცოდა, რა ექნა.
Everybody walked toward Wilbur and Wilbur didn't know what to do.
199531.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ტყე ძალიან შორს ეჩვენებოდა, თანაც ტყეში ნამყოფი არ იყო და არ იცოდა, მოეწონებოდა იქაურობა თუ არა.
The woods seemed a long way off, and anyway, he had never been down there in the woods and wasn't sure he would like it.
199532.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– უკანიდან მოუარე, ლერვი! – განკარგულება გასცა მისტერ ზაკერმენმა, – ბოსლისკენ გადენე, ოღონდ წყნარად, არ დააფრთხო. მე წავალ და სალაფავს მოვუტან.
"Get around behind him, Lurvy," said Mr. Zuckerman, "and drive him toward the barn! And take it easy - don't rush him! I'll go and get a bucket of slops."
199533.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
უილბურის გაქცევის ამბავი სწრაფად მოედო იქაურობას.
The news of Wilbur's escape spread rapidly among the animals on the place.
199534.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
როცა ზაკერმენის ფერმიდან ვინმე გაიქცეოდა, ეს ამბავი ყველას დიდად დააინტერესებდა ხოლმე.
Whenever any creature broke loose on Zuckerman's farm, the event was of great interest to the others.
199535.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ბატმა ყველაზე ახლოს მდგომ ძროხას გადასძახა, უილბური თავისუფალიაო და მალე ეს ამბავი ყველა ძროხამ გაიგო.
The goose shouted to the nearest cow that Wilbur was free, and soon all the cows knew.
199536.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
მერე რომელიღაც ძროხამ ერთ ცხვარს უთხრა და ცხვრებმაც გაიგეს.
Then one of the cows told one of the sheep, and soon all the sheep knew.
199537.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ბატკნებმა დედებისგან შეიტყვეს გაქცევის ამბავი.
The lambs learned about it from their mothers.
199538.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ბატის ყიყინის გაგონებაზე ცხენებმაც ცქვიტეს ყურები და გაიგეს, რაც ხდებოდა.
The horses, in their stalls in the barn, pricked up their ears when they heard the goose hollering; and soon the horses had caught on to what was happening.
199539.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
უილბური გაიქცაო, იმეორებდნენ.
"Wilbur's out," they said.
199540.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ყველა ცხოველი ატოკდა, თავები ასწიეს და აფორიაქდნენ იმის გაგონებაზე, რომ მათი მეგობარი გაიქცა და აღარც საღორეში იყო გამოკეტილი და აღარც თოკზე გამობმული.
Every animal stirred and lifted its head and became excited to know that one of his friends had got free and was no longer penned up or tied fast.