მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199541.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
უილბურმა არ იცოდა, რა ექნა ან საით წასულიყო.
Wilbur didn't know what to do or which way to run.
199542.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ეჩვენებოდა, ყველა მე მომდევსო.
It seemed as though everybody was after him.
199543.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
„თუ ეს არის თავისუფლება – გაიფიქრა, – მირჩევნია ჩემს ეზოში, საღორეში ვიყო გამომწყვდეული“.
"If this is what it's like to be free," he thought, "I believe I'd rather be penned up in my own yard."
199544.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
აქედან კოკერ-სპანიელი ეპარებოდა, იქიდან – მოჯამაგირე ლერვი.
The cocker spaniel was sneaking up on him from one side, Lurvy the hired man was sneaking up on him from the other side.
199545.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
მისის ზაკერმენი დადარაჯებული იდგა, ბაღისკენ თუ წამოვა, დროზე გავაგდოო, მისტერ ზაკერმენი კი ვედროთი უახლოვდებოდა.
Mrs. Zuckerman stood ready to head him off if he started for the garden, and now Mr. Zuckerman was coming down toward him carrying a pail.
199546.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
„რა საშინელებაა, – გაიფიქრა უილბურმა, – ფერნი რატომ არ მოდის?“ – და ტირილი მორთო.
"This is really awful, " thought Wilbur. "Why doesn't Fern come?" He began to cry.
199547.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ბატმა მეთაურობა იკისრა და ბრძანებების გაცემას შეუდგა: – მანდ რას დამდგარხარ, უილბურ! დაუძვერი, დაუძვერი!
The goose took command and began to give orders. "Don't just stand there, Wilbur! Dodge about, dodge about!" cried the goose.
199548.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
იკუნტრუშე! ჩემკენ წამოდი! ზიგზაგებით, ზიგზაგებით, ზიგზაგებით! ტყისკენ წადი, ტყისკენ წადი! მიუხვ-მოუხვიე!
"Skip around, run toward me, slip in and out, in and out, in and out! Make for the woods! Twist and tum!"
199549.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
კოკერ-სპანიელმა ისკუპა, უილბურს უკანა ფეხში უნდა სწვდომოდა, მაგრამ უილბური გახტა და გაექცა.
The cocker spaniel sprang for Wilbur's hind leg. Wilbur jumped and ran.
199550.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ლერვი მკლავებგაშლილი ელოდა.
Lurvy reached out and grabbed.
199551.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
მისის ზაკერმენმა ლერვის უკი ვლა, ბატმა უილბურს შეუძახა.
Mrs. Zuckerman screamed at Lurvy. The goose cheered for Wilbur.
199552.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
უილბური ახლა ლერვის გაუძვრა ფეხებში და მოჯამაგირეს მის უკან მიდევნებული კოკერ-სპანიელი შერჩა ხელში.
Wilbur dodged between Lurvy's legs. Lurvy missed Wilbur and grabbed the spaniel instead.
199553.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– ყოჩაღ! ყოჩაღ! – შეაქო გოჭი ბატმა, – ეგრე ქენი! ეგრე ქენი!
"Nicely done, nicely done!" cried the goose. "Try it again, try it again!"
199554.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– ქვევით ჩადი! – ურჩიეს ძროხებმა.
"Run downhill!" suggested the cows.
199555.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– ჩემკენ, ჩემკენ! – დაუძახა მამალმა ბატმა.
"Run toward me!" yelled the gander.
199556.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– ზევით ადი! – დაუბღავლეს ცხვრებმა.
"Run uphill!" cried the sheep.
199557.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– ზიგზაგებით, ზიგზაგებით! – დაიყიყინა დედალმა ბატმა.
"Turn and twist!" honked the goose.
199558.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– იკუნტრუშე! – დაარიგა მამალმა.
"Jump and dance!" said the rooster.
199559.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– ლერვის მოერიდე! – გააფრთხილეს ძროხებმა.
"Look out for Lurvy!" called the cows.
199560.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– ზაკერმენს მოერიდე! – უბრძანა მამალმა ბატმა.
"Look out for Zuckerman!" yelled the gander.