მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199501.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– რა-რა-რა-რა-რა გაეწყობა, კიდევ გავიმეორებ: გირჩევ გარეთ გამოხვიდე, – უთხრა ბატმა, – იცი, აქ რა კარგია!
"At-at-at, at the risk of repeating myself," said the goose, "I suggest that you come on out. It's wonderful out here."
199502.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– რაო? ფიცარია მორყეულიო?
"Did you say a board was loose?"
199503.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
უილბური ღობესთან მივიდა და დაინახა, რომ ბატი მართალი იყო: ერთი ფიცარი მართლაც მორყეულიყო.
Wilbur walked up to the fence and saw that the goose was right - one board was loose.
199504.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
თავი დაღუნა, თვალები დახუჭა და ფიცარს დინგით მიაწვა.
He put his head down, shut his eyes, and pushed.
199505.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ფიცარი დაემორჩილა.
The board gave way.
199506.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
უილბური ღობეში გაძვრა, წუთიც და, უკვე ღობის გარეთ, მაღალ ბალახში იდგა.
In a minute he had squeezed through the fence and was standing in the long grass outside his yard.
199507.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ბატმა ჩაიხითხითა: – აბა, როგორ მოგწონს თავისუფლება?
The goose chuckled. "How does it feel to be free?" she asked.
199508.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– კარგია, – უპასუხა უილბურმა, – უფრო სწორად, მგონი, კარგია.
"I like it," said Wilbur. "That is, I guess I like it."
199509.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
სინამდვილეში, ეუცნაურა ღობის გარეთ ყოფნა, სადაც მასა და ვეება სამყაროს ზღუდე აღარ ყოფდა.
Actually, Wilbur felt queer to be outside his fence, with nothing between him and the big world.
199510.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– რას იტყვი, საით აჯობებს წავიდე?
"Where do you think I'd better go?"
199511.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– სა-სა-სა-სა-სადაც გინდა, სადაც გინდა, სადაც გინდა! – მიუგო ბატმა, – გინდა ბაღში და მიწა ჩიჩქნე, გინდა ბოსტანში და ბოლოკი ამოძირკვე."
"Anywhere you like, anywhere you like," said the goose. "Go down through the orchard, root up the sod! Go down through the garden, dig up the radishes!"
199512.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ყველაფერი ამოძირკვე!
Root up everything!
199513.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ბალახი ჭამე!
Eat grass!
199514.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
მარცვლეული მოძებნე!
Look for corn!
199515.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
შვრია მოძებნე!
Look for oats!
199516.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ყველაფერს გადაუარე!
Run all over!
199517.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
იხტუნე და იცეკვე, იკუნტრუშე და ყირაზე გადადი!
Skip and dance, jump and prance!
199518.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ბაღის იქით ტყეა, შედი და გაიარ-გამოიარე!
Go down through the orchard and stroll in the woods!
199519.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
რა მშვენიერია ქვეყანა, როცა ახალგაზრდა ხარ!
The world is a wonderful place when you're young.
199520.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– გავიგე! – მიუგო უილბურმა, მერე ჰაერში ახტა, შეიკუნტრუშა, რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა, შეჩერდა, მიიხედ-მოიხედა, შუადღის სურნელი შეიყნოსა და ბაღში შევიდა.
"I can see that," replied Wilbur. He gave a jump in the air, twirled, ran a few steps, stopped, looked all around, sniffed the smells of afternoon, and then set off walking down through the orchard.