მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199561.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– ძაღლს უფრთხილდი! – შესძახეს ცხვრებმა.
"Watch out for the dog!" cried the sheep.
199562.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– მე მისმინე, მე მისმინე! – ისევ დაიყიყინა დედალმა ბატმა.
"Listen to me, listen to me!" screamed the goose.
199563.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
საბრალო უილბურს ამ აურზაურმა თავგზა აუბნია და დააფრთხო.
Poor Wilbur was dazed and frightened by this hulla baloo.
199564.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
სულაც არ მოსწონდა ამ ალიაქოთის ცენტრში ყოფნა.
He didn't like being the center of all this fuss.
199565.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ცდილობდა, მეგობრების დარიგებები შეესრულებინა, მაგრამ ზევით და ქვევით ერთდროულად ვერ გაიქცეოდა, ვერც ზიგზაგებით მორბენალი იხტუნებდა და იკუნტრუშებდა. თანაც, ისე ტიროდა, თითქმის ვერაფერს ხედავდა.
He tried to follow the instructions his friends were giving him, but he couldn't run downhill and uphill at the same time, and he couldn't turn and twist when he was jumping and dancing, and he was crying so hard he could barely see anything that was happening.
199566.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
უნდოდა, ფერნი მოსულიყო, ხელში აეყვანა და დაემშვიდებინა.
He wished Fern were there to take him in her anns and comfort him.
199567.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
როცა ზემოთ აიხედა და თბილსალაფავიანი ვედროთი იქვე მდგომი მისტერ ზაკერმენი დაინახა, გულზე მოეშვა.
When he looked up and saw Mr. Zuckerman standing quite close to him, holding a pail of wann slops, he felt relieved.
199568.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
დინგი ასწია და შე იყნოსა – საამური სუნი იყო: თბილი რძე, კარტოფილის ნაფცქვენები, ხორბლის ქატო, „კელოგის“ სიმინდის ფანტელი და ზაკერმენების საუზმიდან დარჩენილი ფუნთუშის ნატეხი.
He lifted his nose and sniffed. The smell was delicious -wann milk, potato skins, wheat middlings, Kellogg's Com Flakes, and a popover left from the Zuckennans' breakfast.
199569.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– აბა, გოჭუნა, – უთხრა მისტერ ზაკერმენმა და ვედროზე დააკაკუნა, – აქეთ მოდი. უილბურმა ვედროსკენ გადადგა ნაბიჯი.
"Come, pig!" said Mr. Zuckerman, tapping the pail. "Come pig!, Wilbur took a step toward the pail.
199570.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– არა-არა-არა! – დაიყიყინა ბატმა, – ეგ ვედროს ძველი ხრიკია, უილბურ, არ წამოეგო, არ წამოეგო! ცდილობს, ისევ ტყვე-ტყვე-ტყვეობაში შეგიტყუოს! მუცლით გაბამს, მუცლით გაბამს!
"No-no-no!" said the goose. "It's the old pail trick, Wilbur. Don't fall for it, don't fall for it! He's trying to lure you back into captivity-iviry. He's appealing to your stomach."
199571.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– აბა, აბა, გოჭუნა, – დაუყვავა მისტერ ზაკერმენმა და ნელა დაიძრა ბოსლისკენ, თან ისე ეჭირა თავი, თითქოს არც იცოდა, რომ უკან პატარა, თეთრი გოჭი მისდევდა.
"Pig, pig!" said Mr. Zuckerman in a kind voice, and began walking slowly toward the barnyard, looking all about him innocently, as if he didn't know that a little white pig was following along behind him.
199572.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– ინა-ნა-ნა-ნა-ნა-ნებ, – დაუყვირა ბატმა.
"You'll be sorry-sorry-sorry," called the goose.
199573.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
მაგრამ უილბურს ესეც აღარ ადარდებდა: ისევ სალა ფავიანი ვედროსკენ მიაბიჯებდა.
Wilbur didn't care. He kept walking toward the pail of slops.
199574.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– თავისუფლება მოგენატრება! – აყიყინდა ბატი, – ერთი საათის თავისუფლება მთელ კასრ სალაფავსაც კი სჯობს.
"You'll miss your freedom," honked the goose. "An hour of freedom is worth a barrel of slops."
199575.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
მაგრამ უილბურს აღარც ეს ენაღვლებოდა.
Wilbur didn't care.
199576.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ბაკთან მისული მისტერ ზაკერმენი ღობეზე გადაძვრა და სალაფავი გეჯაში ჩაასხა.
When Mr. Zuckerman reached the pigpen, he climbed over the fence and poured the slops into the trough.
199577.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
მერე ღობის მორყეული ფიცარი გვერდზე გასწია, რომ უილბური ხვრელში თავისუფლად შესულიყო.
Then he pulled the loose board away from the fence, so that there was a wide hole for Wilbur to walk through.
199578.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– კარგად დაფიქრდი, კარგად დაფიქრდი! – გააფრთხილა ბატმა.
"Reconsider, reconsider!" cried the goose.
199579.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
უილბურმა ყური არ ათხოვა.
Wilbur paid no attention.
199580.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ეზოში შევიდა, გეჯას მიუახლოვდა და სალაფავს დააცხრა, ხარბად დალია რძე და ფუნთუშაც გაღეჭა.
He stepped through the fence into his yard. He walked to the trough and took a long drink of slops, sucking in the milk hungrily and chewing the popover.