მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199581.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
რა კარგი იყო ისევ შინ ყოფნა!
It was good to be home again.
199582.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
სანამ უილბური ჭამდა, ლერვიმ ჩაქუჩი და გრძელი ლურსმნები მოიტანა და ღობის ფიცარი თავის ადგილზე მიაჭედა.
While Wilbur ate, Lurvy fetched a hammer and some 8-penny nails and nailed the board in place.
199583.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
მერე ის და მისტერ ზაკერმენი ზანტად მიეყრდნენ ღობეს. მისტერ ზაკერმენმა უილბურს ჯოხით ზურგი მოფხანა.
Then he and Mr. Zuckerman leaned lazily on the fence and Mr. Zuckerman scratched Wilbur's back with a stick.
199584.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– წამოიზარდა, – შენიშნა ლერვიმ.
"He's quite a pig," said Lurvy.
199585.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
– ჰო, კარგი ღორი დადგება, – დაეთანხმა მისტერ ზაკერმენი.
"Yes, he'll make a good pig," said Mr. Zuckerman.
199586.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
უილბურს საქებარი სიტყვები ესმოდა, კუჭში თბილი რძე სიამოვნებდა, ჯოხი სასიამოვნოდ ფხანდა აქავებულ ზურგს.
Wilbur heard the words of praise. He felt the warm milk inside his stomach. He felt the pleasant rubbing of the stick along his itchy back.
199587.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
თავი ბედნიერად, მშვიდად იგრძნო და ძილი მოერია.
He felt peaceful and happy and sleepy.
199588.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
დამქანცველი დღე გამოიარა.
This had been a tiring afternoon.
199589.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
ჯერ ოთხი საათიც არ იყო და უკვე ეძინებოდა.
It was still only about four o'clock but Wilbur was ready for bed.
199590.
შარლოტის ქსელი | თავი III, გაქცევა
„ჯერ ძალიან პატარა ვარ გარე-გარე სასიარულოდ“, – გაიფიქრა და დაწვა.
"I'm really too young to go out into the world alone," he thought as he lay down.
199591.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
მეორე დღე მოღრუბლული და წვიმიანი გათენდა.
The next day was rainy and dark.
199592.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
აწვიმდა ბოსლის სახურავს და ლავგარდნიდან უწყვეტ ნაკადად ცვიოდა წვეთები.
Rain fell on the roof of the bam and dripped steadily from the eaves.
199593.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
აწვიმდა საღორეს და წყალი ნარშავითა და ჯიჯლაყათი დაფარულ მდელოზე მიიკლაკნებოდა.
Rain fell in the barnyard and ran in crooked courses down into the lane where thistles and pigweed grew.
199594.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
წვიმა ეშხაპუნებოდა მისის ზაკერმენის სამზარეულოს ფანჯრებს და წყალსადინარი მილებიდან მოთქრიალებდა.
Rain spattered against. Mrs. Zuckerman's kitchen windows and came gushing out of the downspouts.
199595.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
აწვიმდათ მდელოზე მობალახე ცხვრებს, და როცა წვიმაში დგომა მობეზრდათ, ნელა აუყვნენ ბილიკს, გადახურულში შეეფარნენ.
Rain fell on the backs of the sheep as they grazed in the meadow. When the sheep tired of standing in the rain, they walked slowly up the lane and into the fold.
199596.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
წვიმამ უილბურს გეგმები ჩაუშალა.
Rain upset Wilbur's plans.
199597.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
იმ დღეს გარეთ გასვლასა და თავის ეზოში ახალი ორმოს ამოთხრას აპირებდა.
Wilbur had planned to go out, this day, and dig a new hole in his yard.
199598.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
სხვა გეგმებიც ჰქონდა, და რომ ჩამოვთვალოთ, დაახლო ებით ასეთ სურათს მივიღებთ: შვიდის ნახევარზე – საუზმე: მოხდილი რძე, პურის ქერქები, ქატო, ფუნთუშის ნატეხები, ნეკერჩხლის სიროფმოსხმული ხორბლის ნამცხვრები, კარტოფილის ნაფცქვენები, ქიშმიშიანი კრემის პუდინგის ნარჩენები და ხორბლის ფანტელი.
He had other plans, too. His plans for the day went something like this: Breakfast at six-thiny. Skim milk, crusts, middlings, bits of doughnuts, wheat cakes with drops of maple syrup sticking to them, potato skins, leftover custard pudding with raisins, and bits of Shredded Wheat.
199599.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
საუზმობას შვიდზე მორჩებოდა.
Breakfast would be finished at seven.
199600.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
შვიდიდან რვამდე მისი გეჯის ქვეშ მცხოვრებ ვირთხა სთან, ტემპლტონთან უნდა ესაუბრა.
From seven to eight, Wilbur planned to have a talk with Templeton, the rat that lived under his trough.