მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199601.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
ტემპლტონთან საუ ბარი ამქვეყნად ყველაზე საინტერესო საქმიანობა არ იყო, მაგრამ სულ არარაობას მაინც სჯობდა.
Talking with Templeton was not the most interesting occupation in the world but it was better than nothing.
199602.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
რვიდან ცხრამდე გარეთ, მზის გულზე უნდა წაეძინა.
From eight to nine, Wilbur planned to take a nap outdoors in the sun.
199603.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
ცხრიდან თერთმეტამდე ორმო ან თხრილი უნდა ამოეთხარა და ტალახში იქნებ გემრიელ საკბილოს წასწყდომოდა.
From nine to eleven he planned to dig a hole, or trench, and possibly find something good to eat buried in the dirt.
199604.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
თერთმეტიდან თორმეტამდე წყნარად უნდა მდგარიყო და ფიცრებზე მსხდარ ბუზებს, სამყურაში მოზუზუნე ფუტკრებსა და ჰაერში მოსრიალე მერცხლებს დაჰკვირვებოდა.
From eleven to twelve he planned to stand still and watch flies on the boards, watch bees in the clover, and watch swallows in the air.
199605.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
თორმეტზე – სადილი: ქატო, თბილი წყალი, ვაშლის ნაფცქვენები, ხორციანი სოუსი, სტაფილოს ნათალი, ხორცის ჩამონაჭრები, ძველი ღომი და ყველი.
Twelve o'clock-lunchtime. Middlings, warm water, apple parings, meat gravy, carrot scrapings, meat scraps, stale hominy, and the wrapper off a package of cheese.
199606.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
სადილი პირველზე მორჩებოდა.
Lunch would be over at one.
199607.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
ორიდან სამამდე ღობეს უნდა მიჰყუდებოდა და აქავებული ადგილები მოეფხანა.
From two to three, he planned to scratch itchy places by rubbing against the fence.
199608.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
სამიდან ოთხამდე ისევ გაუნძრევლად უნდა მდგარიყო, ცხოვრების არსზე ეფიქრა და ფერნს დალოდებოდა.
From three to four, he planned to stand perfectly still and think of what it was like to be alive, and to wait for Fern.
199609.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
უილბურს ამ გეგმებზე ფიქრში ჩაეძინა.
Wilbur had gone to sleep thinking about these plans.
199610.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
ექვსზე გაეღვიძა, დაინახა, რომ წვიმდა და გაიფიქრა, ამას კი ვეღარ ავიტანო.
He awoke at six and saw the rain, and it seemed as though he couldn't bear it.
199611.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
– ყველაფერი რა კარგად დავგეგმე და მაინცდამაინც ახლა მოუნდა წვიმა! – ჩაილაპარაკა განაბულმა.
"I get everything all beautifully planned out and it has to go and rain," he said.
199612.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
ცოტა ხანს ბოსელში იდგა მოღუშული, მერე კართან მივიდა და გარეთ გაიხედა.
For a while he stood gloomily indoors. Then he walked to the door and looked out.
199613.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
სახეზე წვიმის წვეთები დაეცა, ეზოში ციოდა და ყველაფერი სველი იყო, გეჯაში სამ სანტიმეტრზე ჩამდგარიყო წყალი.
Drops of rain struck his face. His yard was cold and wet. His trough had an inch of rainwater in it.
199614.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
ტემპლტონი არ ჩანდა.
Templeton was nowhere to be seen.
199615.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
– მანდ ხარ, ტემპლტონ? – დაიძახა უილბურმა.
"Are you out there, Templeton?" called Wilbur.
199616.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
არავინ უპასუხა.
There was no answer.
199617.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
ერთბაშად უილბურმა თავი მარტოსუ ლად და უმეგობროდ იგრძნო.
Suddenly Wilbur felt lonely and friendless.
199618.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
შვიდის ნახევარზე ვედროს რაკუნი მოესმა: ლერვი გარეთ, წვიმაში იდგა და საუზმეს ურევდა.
At six-thiny Wilbur heard the banging of a pail. Lurvy was standing outside in the rain, stirring up breakfast.
199619.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
– მოდი, გოჭო! – დაუძახა მან.
"C'mon, pig!" said Lurvy.
199620.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
უილბური არ განძრეულა.
Wilbur did not budge.