მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199661.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
უილბურს ამის ატანა უკვე აღარ შეეძლო: ამ ისედაც წვი მიან და უღიმღამო დღეს საუზმეს სხვა უჭამდა.
This was almost more than Wilbur could stand: on this dreary, rainy day to see his breakfast being eaten by somebody else.
199662.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
იცოდა, ტემპლტონი თავსხმა წვიმაში ილუმპებოდა, მაგრამ ამანაც ვერ ანუგეშა.
He knew Templeton was getting soaked, out there in the pouring rain, but even that didn't comfon him.
199663.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
უმეგობრო, დამწუხრებული და მშიერი ნაკელზე დაეცა და აქვითინდა.
Friendless, dejected, and hungry, he threw himself down in the manure and sobbed.
199664.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
იმ საღამოს ლერვი მისტერ ზაკერმენთან მივიდა და უთხრა: – იმ თქვენს გოჭს, მგონი, რაღაც სჭირს, საჭმელს არ მიჰკარებია.
Late that afternoon, Lurvy went to Mr. Zuckerman. "I think there's something wrong with that pig of yours. He hasn't touched his food."
199665.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
– ორი კოვზი გოგირდი და ცოტა შავი ბადაგი დაალევინე, – დაავალა მისტერ ზაკერმენმა.
"Give him two spoonfuls of sulphur and a little molasses," said Mr. Zuckerman.
199666.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
უილბური ვერ მიხვდა, რა ამბავი იყო მის თავს, როცა ლერვიმ დაიჭირა და წამალი პირდაპირ ხახაში ჩაასხა.
Wilbur couldn't believe what was happening to him when Lurvy caught him and forced the medicine down his throat.
199667.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
ეს დღე, აშკარად, ყველაზე საშინელი დღე იყო მის ცხოვრებაში.
This was cenainly the worst day of his life.
199668.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
არ იცოდა, კიდევ გაუძლებდა ამ საშინელ მარტოობას თუ ვერა.
He didn't know whether he could endure the awful loneliness any more.
199669.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
სიბნელე ჩამოწვა.
Darkness settled over everything.
199670.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
ცოტა ხანში გარშემო ჩრდილებიღა ჩანდა და ცხვრების ცოხნის ხმა ისმოდა. ზემოდან შიგადაშიგ ძროხების ჯაჭვის ხმაც ჩამოდიოდა.
Soon there were only shadows and the noises of the sheep chewing their cuds, and occasionally the rattle of a cow-chain up overhead.
199671.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ განცვიფრდებოდა უილბური, როცა სიბნელიდან ჩუმი ხმა მოესმა – ხმა, რომელიც არასდროს სმენოდა.
You can imagine Wilbur's surprise when, out of the darkness, came a small voice he had never heard before.
199672.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
ძალიან წვრილი, თუმცა სასიამოვნო ხმა იყო.
It sounded rather thin, but pleasant.
199673.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
– მეგობარი გინდა, უილბურ? – ჰკითხა ხმამ, – მე დაგიმეგობრდები, მთელ დღეს გაკვირდებოდი და ძალიან მომწონხარ.
"Do you want a friend, Wilbur?" it said. "I'll be a friend to you. I've watched you all day and I like you."
199674.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
– რომ ვერ გხედავ?! – წამოიძახა უილბურმა და წამოხტა, – სადა ხარ და ვინა ხარ?
"But I can't see you," said Wilbur, jumping to his feet. "Where are you? And who are you?"
199675.
შარლოტის ქსელი | თავი IV, მარტოობა
– აქა ვარ, ზემოთ, – მიუგო ხმამ, – ახლა დაიძინე. ხვალ დილით დამინახავ.
"I'm right up here," said the voice. "Go to sleep. You'll see me in the morning."
199676.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ღამე გაჭიანურდა.
The night seemed long.
199677.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
უილბურს კუჭი ცარიელი ჰქონდა, თავი კი ფიქრებით გამოტენილი, ხოლო როცა კუჭი ცარიელია, თავი კი – სავსე, დაძინება მუდამ ძნელია.
Wilbur's stomach was empty and his mind was full. And when your stomach is empty and your mind is full, it's always hard to sleep.
199678.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
იმ ღამით ათჯერ მაინც გაეღვიძა. გაეღვიძებოდა, მიაშტერდებოდა სიცარიელეს, ყურს მიუგდებდა ხმებს და ცდილობდა მიმხვდარიყო, რა დრო იყო.
A dozen times during the night Wilbur woke and stared into the blackness, listening to the sounds and trying to figure out what time it was.
199679.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ბოსელში არასდროს არ არის სრული სიჩუმე.
A barn is never perfectly quiet.
199680.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
შუაღამითაც კი სადღაც რაღაც მოძრაობს.
Even at midnight there is usually something stirring.