მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199721.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
რა იცი, რომ შენი მეგობარი მაინცდამაინც უთენია დგება?
How can you be sure your friend is an early riser?
199722.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– ყველამ მაპატიეთ, გთხოვთ, – დაიჩურჩულა უილბურმა, – არავის წყენინება არ მინდოდა.
"I beg everyone's pardon," whispered Wilbur. "I didn't mean to be objectionable."
199723.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
თვინიერად ჩაწვა ნაკელში და დინგი კარისკენ გაიშვირა.
He lay down meekly in the manure, facing the door.
199724.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
რა იცოდა, რომ მისი მეგობარი ძალიან ახლოს იყო, ოღონდ – ბებერი ცხვარი მართალი გამოდგა – ჯერაც ეძინა.
He did not know it, but his friend was very near. And the old sheep was right-the friend was still asleep.
199725.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
მალე ლერვი გამოჩნდა და საუზმედ სალაფავი მოუტანა.
Soon Lurvy appeared with slops for breakfast.
199726.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
უილბური წამოხტა, ყველაფერი ხელდახელ შეთქვლიფა და გეჯაც გალოკა.
Wilbur rushed out, ate everything in a hurry, and licked the trough.
199727.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ცხვრები ბილიკს ჩაუყვნენ, მათ უკან ბაჯბაჯით მიჰყვა მამალი ბატი და ბალახი მოწიწკნა.
The sheep moved off down the lane, the gander waddled along behind them, pulling grass.
199728.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
და სწორედ მაშინ, როცა უილბური დილის ძილისთვის ემზადებოდა, კვლავ მოესმა გუშინდელი ხმა: – მოგესალმები! უილბური წამოხტა.
And then, just as Wilbur was settling down for his morning nap, he heard again the thin voice that had addressed him the night before. "Salutations!" said the voice. Wilbur jumped to his feet.
199729.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– მოგე... რა? – წამოიძახა მან.
"Salu-what?" he cried.
199730.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– მოგესალმები! – გაიმეორა ხმამ.
"Salutations!" repeated the voice.
199731.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– ეგენი ვინ არიან და შენ სადა ხარ? – დაიყვირა უილბურმა.
"What are they, and where are you?" screamed Wilbur.
199732.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– გთხოვ, მითხარი სადა ხარ. მოგესალმები ვინ არიან?
"Please, please, tell me where you are. And what are salutations?"
199733.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– „მოგესალმები“ ნიშნავს, რომ სალამს გეუბნები, – აუხსნა ხმამ, – მირჩევნია, ესა ვთქვა, ვიდრე „გამარჯობა“ ან „დილა მშვიდობისა“.
"Salutations are greetings," said the voice. "When I say 'salutations,' it's just my fancy way of saying hello or good morning.
199734.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ისე, სულელური გამოთქმაა და მე თვითონაც მიკვირს, რატომ ავიჩემე.
Actually, it's a silly expression, and I am surprised that I used it at all.
199735.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ჩემი ადგილსამყოფლის მოგნებას კი არაფერი უნდა.
As for my whereabouts, that's easy.
199736.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ბოსლის შესასვლელის კუთხეში ამოიხედე!
Look up here in the corner of the doorway!
199737.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
აქა ვარ.
Here I am.
199738.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ნახე, ხელს გიქნევ!
Look, I'm waving!
199739.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
და აი, უილბურმა, როგორც იქნა, დაინახა სულიერი, რომელიც ასე თბილად ესაუბრებოდა – შესასვლელის ზედა ნაწილში დიდი აბლაბუდა იყო გაბმული, ზედ მოზრდილი ნაცრისფერი ობობა ეკიდა.
At last Wilbur saw the creature that had spoken to him in such a kindly way. Stretched across the upper part of the doorway was a big spiderweb, and hanging from the top of the web, head down, was a large grey spider.
199740.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
თითქმის მრგვალი, კარამელის ზომისა იქნებოდა.
She was about the size of a gumdrop.