მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199681.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
პირველად რომ გაეღვიძა, მოესმა, როგორ ღრღნიდა ტემპლტონი პურის კიდობანს.
The first time he woke, he heard Templeton gnawing a hole in the grain bin.
199682.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ხმაურიანად, ლამის რაკუნით ფხეკდა ხეს.
Templeton's teeth scraped loudly against the wood and made quite a racket.
199683.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
„რა უჭკუო ვირთხაა! – გაიფიქრა უილბურმა, – მთელ ღამეს მაგის მოსვნება არ არის, ყველაფერს ფქვავს და ხალხს ქონებას უნადგურებს. ადგეს და დაიძინოს, რო გორც წესიერ ცხოველს შეეფრება“.
"That crazy rat!" thought Wilbur. "Why does he have to stay up all night, grinding his clashers and destroying people's property? Why can't he go to sleep, like any decent animal?"
199684.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
მეორე გაღვიძებისას მოესმა, როგორ შებრუნდა ბატი ბუდეზე და თავისთვის ჩაიხითხითა.
The second time Wilbur woke, he heard the goose turning on her nest and chuckling to herself.
199685.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– რომელი საათია? – გადაუჩურჩულა უილბურმა.
"What time is it?" whispered Wilbur to the goose.
199686.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– იქნება ასე, თორმეტ-მეტ-მეტ-მეტის ნახევარი, – უპასუხა ბატმა, – რატომ არ გძინავს, უილბურ?
"Probably-obably-obably about half-past eleven," said the goose. "Why aren't you asleep, Wilbur?"
199687.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– თავში აზრები მიფუთფუთებს, – უპასუხა გოჭმა.
"Too many things on my mind," said Wilbur.
199688.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– მე ეგ არ მაწუხებს, – აღნიშნა ბატმა, – თავში წამლად არაფერი მაქვს, სამაგიეროდ, მუცელქვეშ არ მაკლია. გიცდია რვა კვერცხზე მჯდარს დაძინება?
"Well," said the goose, "that's not my trouble. I have nothing at all on my mind, but I've too many things under my behind. Have you ever tried to sleep while sitting on eight eggs?"
199689.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– არა, – მიუგო უილბურმა, – მოუხერხებელი იქნება. ბატის კვერცხი რამდენ ხანში იჩეკება?
"No," replied Wilbur. "I suppose it is uncomfortable. How long does it take a goose egg to hatch?"
199690.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– და-და-და-და-დაახლოებით ოცდაათი დღე უნდა, – უპასუხა ბატმა, – ოღონდ მე ცოტ-ცოტას ვყალთაბანდობ. მზიან დღეებში კვერცხებს ჩალას ვაფარებ და სასეირნოდ გავდივარ ხოლმე.
"Approximately-oxirnately thirty days, all told," answered the goose. "But I cheat a little. On warm after noons, I just pull a little straw over the eggs and go out for a walk."
199691.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
უილბურმა დაამთქნარა და ძილი შეიბრუნა.
Wilbur yawned and went back to sleep.
199692.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
სიზმარში ისევ მოესმა ხმა: „მე ვიქნები შენი მეგობარი. დაიძინე და ხვალ დილით დამინახავ.“
In his dreams he heard again the voice saying, "I'll be a friend to you. Go to sleep--you'll see me in the morning."
199693.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
გათენებამდე ასე, ნახევარი საათით ადრე, გაეღვიძა და ყურები დაცქვიტა.
About half an hour before dawn. Wilbur woke and listened.
199694.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ბოსელში ისევ ბნელოდა.
The barn was still dark.
199695.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ცხვრები უძრავად იწვნენ, ბატიც კი გაყუჩებულიყო.
The sheep lay motionless. Even the goose was quiet.
199696.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
აღარც ზემოთ, ცხოველთა მტავარ სადგურში იძვროდა რამე: ძროხები ისვენებდნენ, ცხენები თვლემდნენ.
Overhead, on the main floor, nothing stirred: the cows were resting, the horses dozed.
199697.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ტემპლტონს გარჯისთვის თავი დაენებებინა და სხვა საქმეებზე გაქცეულიყო.
Templeton had quit work and gone off somewhere on an errand.
199698.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ოდნავი ჭრიჭინი მხოლოდ სახურავიდან ისმოდა, სადაც ფლუგერი ხან აქეთ მიტრიალდებოდა და ხან – იქით.
The only sound was a slight scraping noise from the rooftop, where the weather-vane swung back and fonh.
199699.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
უილბურს სწორედ ასეთი ბოსელი უყვარდა: წყნარი და მშვიდი, გათენების მომლოდინე.
Wilbur loved the barn when it was like this-calm and quiet, waiting for light.
199700.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
„ცოტაც და გათენდება,“ – გაიფიქრა.
"Day is almost here," he thought.