მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199701.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
პატარა სარკმელში მკრთალად გაიციალა შუქმა.
Through a small window, a faint gleam appeared.
199702.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ვარსკვლავები ერთიმეორის მიყოლებით ჩაქრნენ.
One by one the stars went out.
199703.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
უილბური უკვე ხედავდა რამდენიმე მეტრის მოშორებით მჯდომ ბატს, რომელსაც თავი ფრთის ქვეშ ამოედო.
Wilbur could see the goose a few feet away. She sat with head tucked under a wing.
199704.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
მერე ცხვრები და ბატკნებიც გაარჩია.
Then he could see the sheep and the lambs.
199705.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ცა განათდა.
The sky lightened.
199706.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– როგორც იქნა, ეს მშვენიერი დღეც გათენდა. დღეს მეგობარს შევხვდები!
"Oh, beautiful day, it is here at last! Today I shall find my friend."
199707.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ყველაფერი მოათვალიერა.
Wilbur looked everywhere.
199708.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ჯერ თავისი საღორე გამოიკვლია გულდასმით, მერე ფანჯრის კარნიზი შეისწავლა, ჭერსაც ააცქერდა, მაგრამ ახალი არაფერი დაუნახავს.
He searched his pen thoroughly. He examined the window ledge, stared up at the ceiling. But he saw nothing new.
199709.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ბოლოს გადაწყვიტა, ხმა უნდა ამოვიღოო.
Finally he decided he would have to speak up.
199710.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
არ უნდოდა, მაინცდამაინც თავისი ლაპარაკით დაერღვია განთიადის საამური სიმშვიდე, მაგრამ სხვანაირად როგორ ეპოვა იდუმალებით მოცული მეგობარი, რომელიც არსად ჩანდა?
He hated to break the lovely stillness of dawn by using his voice, but he couldn't think of any other way to locate the mysterious new friend who was nowhere to be seen.
199711.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ჰოდა, უილბურმა ჩაახველა.
So Wilbur cleared his throat.
199712.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– ყურადღება! – განაცხადა მაღალი, მტკიცე ხმით, – პი როვნებას, რომელმაც წუხელ ძილის წინ მომმართა, ვთხოვ, რაიმე ნიშანი მომცეს და გამოჩნდეს.
"Attention, please!" he said in a loud, finn voice. "Will the party who addressed me at bedtime last night kindly make himself or herself known by giving an appropriate sign or signal!"
199713.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
გაჩუმდა და სმენად იქცა.
Wilbur paused and listened.
199714.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ბოსლის ბინადრებმა თავები ასწიეს და მიაჩერდნენ.
All the other animals lifted their heads and stared at him.
199715.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
უილბური გაწითლდა, მაგრამ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, უცნობ მეგობართან კონტაქტი დაემყარებინა.
Wilbur blushed. But he was determined to get in touch with his unknown friend.
199716.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– ყურადღება! – თქვა ისევ, – ვიმეორებ: ვთხოვ პიროვნებას, რომელმაც წუხელ ძილის წინ მომმართა, გამომელაპარაკოს.
"Attention, please!" he said.
199717.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
თუ მართლა ჩემი მეგობარი ხარ, გთხოვ, გამაგებინო, სადა ხარ!
"I will repeat the message. Will the party who addressed me at bedtime last night kindly speak up. Please tell me where you are, if you are my friend!"
199718.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ცხვრებმა უკმაყოფილოდ შეხედეს ერთმანეთს.
The sheep looked at each other in disgust.
199719.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– სისულელეებს ნუ ყბედობ, უილბურ, – დატუქსა ყველაზე ბებერმა ცხვარმა, – თუ აქ ახალი მეგობარი გყავს, ახლა ალბათ დასვენებაში უშლი ხელს.
"Stop your nonsense, Wilbur!" said the oldest sheep.
199720.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
იცოდე, ყოველგვარ მეგობრობას ბოლოს მოუღებ, თუ მეგობარს დილაობით მანამ დაუფრთხობ ძილს, სანამ თვითონვე გაეღვიძება.
If you have a new friend here, you are probably disturbing his rest; and the quickest way to spoil a friend ship is to wake somebody up in the morning before he is ready.