მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199741.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
რვა ფეხი ჰქონდა და გულითადი სალმის ნიშნად ერთს უილბურს უქნევდა.
She had eight legs, and she was waving one of them at Wilbur in friendly greeting.
199742.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– დამინახე? – ჰკითხა გოჭს.
"See me now?" she asked.
199743.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– დაგინახე, მაშ! – წამოიძახა უილბურმა, – როგორა ხარ?
"Oh, yes indeed," said Wilbur. "Yes indeed! How are you?
199744.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
დილა მშვიდობისა!
Good morning!
199745.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
მოგესალმები!
Salutations!
199746.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
გამიხარდა შენი ნახვა!
Very pleased to meet you.
199747.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
რა გქვია? შეგიძლია სახელი მითხრა?
What is your name, please? May I have your name?
199748.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– რა მქვია და შარლოტი, – მიუგო ობობამ.
"My name," said the spider, "is Charlotte."
199749.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– გვარი? – ჩაეძია უილბური.
"Charlotte what?" asked Wilbur, eagerly.
199750.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– შარლოტ კავატიკა. შენ, უბრალოდ, შარლოტი დამიძახე.
"Charlotte A. Cavatica. But just call me Charlotte."
199751.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– ჩემი აზრით, ძალიან ლამაზი ხარ, – უთხრა უილბურმა.
"I think you're beautiful," said Wilbur.
199752.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– თანაც, ძალიან! – დაეთანხმა ობობა.
"Well, I am pretty," replied Charlotte.
199753.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
მაგაში ნამდვილად ვერ შეგეწინააღმდეგები.
There's no denying that.
199754.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
საერთოდ, თითქმის ყველა ობობა სანდომიანია. ზოგიერთივით თვალშისაცემი ვერა ვარ, მაგრამ არც დავიწუნები. ნეტავი მეც ისე მკაფიოდ გხედავდე, უილბურ, როგორც შენ მხედავ!
Almost all spiders are rather nice-looking. I'm not as flashy as some, but I'll do. I wish I could see you, Wilbur, as clearly as you can see me.
199755.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– ჰო, მაგრამ მე ხომ ბეცი ვარ, – აუხსნა შარლოტმა.
"Yes, but I'm near-sighted," replied Charlotte.
199756.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ბუზი, რომელიც წეღან ნელ-ნელა მიცოცავდა უილბურის გეჯაზე, მაღლა აფრენილიყო, შარლოტის ქსელის ქვედა მხარეს წასწყდომოდა და წებოვან ძაფებში გახლართულიყო.
A fly that had been crawling along Wilbur's trough had flown up and blundered into the lower part of Charlotte's web and was tangled in the sticky threads.
199757.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
საბრალო ბუზი გამწარებით იქნევდა ფრთებს და თავის დახსნას ლამობდა.
The fly was beating its wings furiously, trying to break loose and free itself.
199758.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– პირველ ყოვლისა, – თქვა შარლოტმა, – მისკენ დავეშვები.
"First," said Charlotte, "I dive at him."
199759.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
და თავდაღმა დაეშვა ბუზისკენ, გზად სხეულის უკანა ნაწილიდან აბრეშუმის წვრილი ძაფი გამოუშვა.
She plunged headfirst toward the fly. As she dropped, a tiny silken thread unwound from her rear end.
199760.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– მერე კი შევკოჭავ, – ბუზს ჩაეჭიდა, აბრეშუმის ორიოდე ყულფი ესროლა და რამდენჯერმე გადაატრიალა, რათა ბუზი ვეღარ განძრეულიყო.
"Next, I wrap him up." She grabbed the fly, threw a few jets of silk around it, and rolled it over and over, wrapping it so that it couldn't move.