მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199761.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
უილბური თავზარდაცემული ასცქეროდა.
Wilbur watched in horror.
199762.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
თვალებს არ უჯერებდა, ამას რას ვხედავო, და თუმცა ბუზები დიდად გულზე არ ეხატებოდა, ეს ბუზი მაინც შეეცოდა.
He could hardly believe what he was seeing, and although he detested flies, he was sorry for this one.
199763.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– ახლა კი, – განაგრძობდა შარლოტი, – დავაძინებ, რომ აღარ შეწუხდეს, – და ბუზს უკბინა, – ახლა ვეღარაფერს გრძნობს.
"There!" said Charlotte. "Now I knock him out, so he'll be more comfortable." She bit the fly. "He can't feel a thing now," she remarked.
199764.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
მშვენიერი საუზმე მელის!
"He'll make a perfect breakfast for me."
199765.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– შენ რა, ბუზებს ჭამ? – გაოცებისგან პირი დააღო უილბურმა.
"You mean you eat flies?" gasped Wilbur.
199766.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– დიახაც! ბუზებს, ბაღლინჯოებს, კალიებს, რჩეულ ხოჭოებს, ფარვანებს, პეპლებს, გემრიელ ტარაკნებს, კოღოებს, ქინქლებს, ჭრიჭინებს, გრძელფეხასებრებს და მრავალფეხებს, – ყველაფერს, რაც დაუდევრობით ჩემს აბლაბუდაში გაეხვევა. რაღაცით ხომ უნდა ვიარსებო?!
''Certainly. Flies, bugs, grasshoppers, choice beedes, moths, butterflies, tasty cockroaches, gnats, midges, daddy longlegs, centipedes, mosquitoes, crickets-anything that is careless enough to get caught in my web. I have to live, don't I?"
199767.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– ჰო, როგორ არა, – დაეთანხმა უილბური, – ისე... გემრიელია?
"Why, yes, of course," said Wilbur. "Do they taste good?"
199768.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– უგემრიელესი! რა თქმა უნდა, სინამდვილეში კი არ ვჭამ, ვსვამ: მათ სისხლს ვსვამ. სისხლი ძალიან მიყვარს, – თქვა შარლოტმა და ნაზი, საამური ხმა კიდევ უფრო ნაზი და საამური გაუხდა.
"Delicious Of course, I don't really eat them. I drink them-drink their blood. I love blood," said Charlotte, and her pleasant, thin voice grew even thinner and more pleasant.
199769.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– გეყოფა! – ამოიკვნესა უილბურმა, – გთხოვ, ეგეთი რამ აღარ ახსენო!
"Don't say that!" groaned Wilbur. "Please don't say things like that!"
199770.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– რატომ? სიმართლეა. მეც ხომ სიმართლე უნდა ვთქვა.
Why not? It's true, and I have to say what is true.
199771.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
მაინცდამაინც კი არ მიხარია, მწერებისა და ხოჭოების ჭამა რომ მიწევს, მაგრამ ბუნებამ ასეთი შემქმნა და რას ვიზამ!
I am not entirely happy about my diet of flies and bugs, but it's the way I'm made.
199772.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ობობამ როგორღაც უნდა იარსებოს და მეც მეხაფანგე გამოვდექი.
A spider has to pick up a living somehow or other, and I happen to be a trapper.
199773.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ქსელს ვქსოვ და შიგ ბუზებსა და სხვა მწერებს ვაბამ.
I just naturally build a web and trap flies and other insects.
199774.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
მთელი ოჯახი მეხაფანგეები ვართ.
All our family have been trappers.
199775.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ათასობით წელია ჩვენ, ობობები, მწერებსა და ბაღლინჯოებს ხაფანგს ვუგებთ.
Way back for thousands and thousands of years we spiders have been laying for flies and bugs.
199776.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– მაინცდამაინც სახარბიელო მემკვიდრეობა არ გრგებია, – პირქუშად შენიშნა უილბურმა.
"It's a miserable inheritance," said Wilbur, gloomily.
199777.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
გული დაუმძიმდა, რომ მისი ახალი მეგობარი ასეთი სისხლისმსმელი გამოდგა.
He was sad because his new friend was so bloodthirsty.
199778.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– ჰო, ეგრეა, – დაეთანხმა შარლოტი, – მაგრამ რა გაეწყობა?
"Yes, it is," agreed Charlotte. But I can't help it.
199779.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
არ ვიცი, სამყაროს შექმნის პირველ დღეებში პირველ ობობას რამ მოაფიქრებინა აბლაბუდის მოქსოვა, მაგრამ მოქსოვა კი და ძალიანაც კარგი ქნა.
I don't know how the first spider in the early days of the world happened to think up this fancy idea of spinning a web, but she did, and it was clever of her, too.
199780.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
მას მერე ყველა ობობა ამ ხერხს იყენებს.
And since then, all of us spiders have had to work the same trick.