მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199781.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– სისასტიკეა! – მტკიცედ თქვა უილბურმა, რომელიც დანებებას არ აპირებდა.
"It's cruel," replied Wilbur, who did not intend to be argued out of his position.
199782.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ჩემი ჭკუა-გონებით უნდა ვიარსებო.
I live by my wits.
199783.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
საზრიანობა და გამჭრიახობა მმართებს, თორემ შიმშილით მოვკვდები.
I have to be sharp and clever, lest I go hungry.
199784.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ყველაფერი უნდა გავთვალო: რის დაჭერასაც მოვახერხებ, დავიჭირო და რაც ჩემამდე მოვა, ხელში ჩავიგდო.
I have to think things out, catch what I can, take what comes.
199785.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
მოსვლით კი, მეგობარო, მხოლოდ ბუზები, მწერები და ბაღლინჯოები მოდიან.
And it just so happens, my friend, that what comes is flies and insects and bugs.
199786.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
თანაც, – ცალი ფეხი გააქნია შარლოტმა, – ხომ ხვდები, რომ ხოჭოები თუ არ დავიჭირე და არ შევჭამე, ისე გამრავლდებიან, იმდენნი გახდებიან, მთელ დედამიწას გააოხრებენ და გააცამტვერებენ.
And furthermore," said Charlotte, shaking one of her legs, "do you realize that if I didn't catch bugs and eat them, bugs would increase and multiply and get so numerous that they'd destroy the earth, wipe out everything?"
199787.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
– ჰოო? – დაფიქრდა უილბური, – მირჩევნია, ეგ არ მოხდეს. ეგებ შენს ქსელს მართლა სარგებლობა მოაქვს.
"Really?" said Wilbur. "I wouldn't want that to happen. Perhaps your web is a good thing after all."
199788.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ბატი უსმენდა ამ საუბარს და თავისთვის ხითხითებდა.
The goose had been listening to this conversation and chuckling to herself.
199789.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
უილბურს ამ ცხოვრებაში ბევრი რამ არ ესმის, – გაიფიქრა მან, – ერთი პატარა, გულუბრყვილო გოჭია.
"There are a lot of things Wilbur doesn't know about life," she thought. He's really a very innocent little pig.
199790.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ისიც კი არ იცის, საშობაოდ რა ელის. ვერ ხვდება, რომ მისტერ ზაკერმენი და ლერვი დაკვლას უპირებენ.
He doesn't even know what's going to happen to him around Christmastime; he has no idea that Mr. Zuckerman and Lurvy are plotting to kill him.
199791.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ბატი ოდნავ წამოიწია და კვერცხები უფრო ახლოს მიიგორა, რომ თბილი სხეულისა და ნაზი ბუმბულის მთელი სითბო გადაეცა.
And the goose raised herself a bit and poked her eggs a little further under her so that they would receive the full heat from her wann body and soft feathers.
199792.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
შარლოტი უხმოდ წამოსდგომოდა ბუზს და შესაჭმელად ემზადებოდა.
Charlotte stood quietly over the fly, preparing to eat it.
199793.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
უილბური დაწვა და თვალები დახუჭა.
Wilbur lay down and closed his eyes.
199794.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
დაღალა უძილო ღამემ და მეგობართან პირველი შეხვედრის მღელვარებამ.
He was tired from his wakeful night and from the excitement of meeting someone for the first time.
199795.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ქარმა სამყურას სურნელი მოიტანა – ღობის იქითა სამყაროს ტკბილი სურნელი.
A breeze brought him the smell of clover-the sweet-smelling world beyond his fence.
199796.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
„ჰო," – გაიფიქრა უილბურმა, – მეგობარი მართლაც მყავს.
"Well," he thought, "I've got a new friend, all right.
199797.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
მაგრამ რა სახიფათო რამ ყოფილა მეგობრობა!
But what a gamble friendship is!
199798.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
შარლოტი ულმობელი, სასტიკი, ცბიერი და სისხლისმსმელია: ყველა თვისება აქვს, რომელიც არ მომწონს.
Charlotte is fierce, brutal, scheming, bloodthirsty-everything I don't like.
199799.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
არ ვიცი, როგორ შევიყვარო, თუმცა ლამაზია და, უდავოდ, ჭკვიანიც!“
How can I learn to like her, even though she is pretty and, of course, clever?"
199800.
შარლოტის ქსელი | თავი V, შარლოტი
ახლა უილბურს მხოლოდ ის ეჭვი და შიში აწუხებდა, რაც ხშირად ახლავს ახალი მეგობრის შეძენას.
Wilbur was merely suffering the doubts and fears that often go with finding a new friend.