მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199801.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ზაფხულის პირველი დღეები ფერმაში წლის უბედნიერესი და უმშვენიერესი დროა.
The early summer days on a farm are the happiest and fairest days of the year.
199802.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
იასამანი იფურჩქნება, ჰაერს სიტკბოთი ავსებს და ჭკნება.
Lilacs bloom and make the air sweet, and then fade.
199803.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
იასამანთან ერთად ვაშლიც ყვავის და ვაშლის ხეებში ფუტკრები ზუზუნებენ.
Apple blossoms come with the lilacs, and the bees visit around among the apple trees.
199804.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
თბილი, წყნარი დღეები დგება.
The days grow warm and soft.
199805.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
სწავლა მთავრდება და ბავშვებს თამაშისა და ღელეში კალმახის ჭერის დრო უდგებათ.
School ends, and children have time to play and to fish for trouts in the brook.
199806.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ეივერის ხშირად ჯიბით მოჰქონდა კალმახი – პირდაპირ სადილისთვის შესაწვავად გამზადებული.
Avery often brought a trout home in his pocket, warm and stiff and ready to be fried for supper.
199807.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
რაკი სწავლა დამთავრდა, ფერნი თითქმის ყოველდღე მიდიოდა ბოსელში და ჩუმად იჯდა პატარა სკამზე.
Now that school was over, Fern visited the barn almost every day, to sit quietly on her stool.
199808.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ცხოველები თავისიანად თვლიდნენ, ცხვრები ფეხებთან უწვებოდნენ.
The animals treated her as an equal. The sheep lay calmly at her feet.
199809.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ასე, პირველი ივლისისთვის, საფორნე ცხენები სათიბელაში შეაბეს, მისტერ ზაკერმენი კოფოზე დაჯდა და მინდვრისკენ გაემართა.
Around the first of July, the work horses were hitched to the mowing machine, and Mr. Zuckerman climbed into the seat and drove into the field.
199810.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
მთელი დილა ისმოდა სათიბელას რახრახი, რომელიც მინდორში წრეებს არტყამდა და საჭრისების კვალზე გრძელ, მწვანე ზოლებად დაწვენილ ბალახს ტოვებდა.
All morn ing you could hear the rattle of the machine as it went round and round, while the tall grass fell down behind the cutter bar in long green swathes.
199811.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
მეორე დღეს, თუ კოკისპირული წვიმა არ შეაფერხებდათ, მუშები მისახმარებლად გადიოდნენ, თივას ფოცხით აგროვებდნენ, ღვარეულებად ალაგებდნენ და მაღალ სათივე ფორანზე ტვირთავდნენ, სადაც სულ ზემოთ ფერნი და ეივერი შემოსკუპდებოდნენ.
Next day, if there was no thunder shower, all hands would help rake and pitch and load, and the hay would be hauled to the bam in the high hay wagon, with Fern and Avery riding at the top of the load.
199812.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
მერე თბილი, სურნელოვანი თივა დიდ სათივეში აჰქონდათ და მთელი ბოსელი ტიმოთელასა და სამყურას საუცხოო ლოგინს ემსგავსებოდა.
Then the hay would be hoisted, sweet and warm, into the big loft, until the whole bam seemed like a wonderful bed of timothy and clover.
199813.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ზაფხულის პირველი დღეები ჩიტებისთვისაც ნამდვილი დღესასწაულია.
Early summer days are a jubilee time for birds.
199814.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
მინდვრებში, სახლის გარშემო, ბოსელში, ტყეში, ჭაობში – ყველგან სიყვარული, ჭიკჭიკი, ბუდეები და კვერცხებია.
In the fields, around the house, in the barn, in the woods, in the swamp-everywhere love and songs and nests and eggs.
199815.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ტყის პირას თეთრყელა გრატა (რომელიც მთლად ბოსტონიდან უნდა მოფრენილიყო) იძახის: – ოუ, პი-ბოდ, პი-ბოდ, პი-ბოდ!
From the edge of the woods, the whitethroated sparrow (which must come all the way from Boston) calls, "Oh, Peabody, Peabody, Peabody!"
199816.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ვაშლის ნუჟრზე შემოსკუპებული პივი ქანაობს, კუდს აქნევს და ამბობს: – პივი, პი-ვიი!
On an apple bough, the phoebe teeters and wags its tail and says, "Phoebe, phoe-bee!"
199817.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
მგალობელი ჩიტი, რომელმაც იცის, რა ხანმოკლე და რა ჩინებულია სიცოცხლე, უსტვენს: – ჩინებულ-ბულ-ბულ-ბულ-ბულ-ბული!
The song sparrow, who knows how brief and lovely life is, says, "Sweet, sweet, sweet interlude; sweet, sweet, sweet interlude."
199818.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ბოსელში თუ შეხვალთ, ბუდეებიდან მერცხლები ჩამო გიქროლებენ და დაგტუქსავენ: – ცუდო! ცუდო!
If you enter the barn, the swallows swoop down from their nests and scold. "Cheeky, cheeky!" they say.
199819.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ზაფხულის დასაწყისში ბავშვისთვის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნაირნაირი საჭმელ-სასმელი და საწუწნ-საღეჭია.
In early summer there are plenty of things for a child to eat and drink and suck and chew.
199820.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ბაბუაწვერას ღეროები რძით არის სავსე, სამყურას თავები – ნექტრით, მაცივარი კი – ჩაცივებული სასმელით.
Dandelion stems are full of milk, clover heads are loaded with nectar, the Frigidaire is full of ice-cold drinks.