მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199821.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
სადაც გაიხედავ, ყველგან სიცოცხლე ჩქეფს: სარეველას ღეროს წებოვანი რგოლი რომ ააგლიჯო, შიგ მწვანე მუხლუხს იპოვი, კარტოფილის ფოთლის ქვეშ კი – კარტოფილის ხოჭოს ბაც ნარინჯისფერ კვერცხებს.
Everywhere you look is life; even the little ball of spit on the weed stalk, if you poke it apan, has a green worm inside it. And on the under side of the leaf of the potato vine are the bright orange eggs of the potato bug.
199822.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
სწორედ ზაფხულის დასაწყისში გამოიჩეკნენ ბატის ჭუკები.
It was on a day in early summer that the goose eggs hatched.
199823.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ბოსლის სარდაფში ეს მოვლენა ფრიად დიდმნიშვნელოვანი იყო.
This was an important event in the barn cellar.
199824.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
თავად დედა ბატს თუ არ ჩავთვლით, შარლოტმა პირველმა გაიგო, რომ ჭუკებს ეღირსათ და გამოიჩეკნენ.
Except for the goose herself, Charlotte was the first to know that the goslings had at last arrived.
199825.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ბატმა ეს ამბავი ერთი დღით ადრე იცოდა: კვერცხების შიგნიდან ჭუკების სუსტი ხმები ესმოდა.
The goose knew a day in advance that they were coming-she could hear their weak voices calling from inside the egg.
199826.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
იცოდა, რომ ნაჭუჭში ვეღარ ეტეოდნენ და ერთი სული ჰქონდათ, როდის გამოტეხდნენ და გარეთ გამოვიდოდნენ.
She knew that they were in a desperately cramped position inside the shell and were most anxious to break through and get out.
199827.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ამიტომ ჩუმად იჯდა და ჩვეულებრივზე ნაკლებს ლაპარაკობდა.
So she sat quite still, and talked less than usual.
199828.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
მისი ჭუკები გამოიჩეკნენ და მინდა, ეს ამბავი გულწრფელად მივულოცო.
The goslings have arrived. May I offer my sincere congratulations!"
199829.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
– გმა-გმა-გმა-გმა-გმა-გმა-გმადლობთ! – უპასუხა ბატმა და ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე დაუკანტურა თავი.
"Thank you, thank you, thank you!" said the goose, nodding and bowing shamelessly.
199830.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
– გმადლობთ! – დაამატა მამალმა ბატმა.
"Thank you," said the gander.
199831.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
– მომილოცავს! – დაიყვირა უილბურმა, – რამდენი ჭუკი გეყოლათ? ერთზე მეტს ვერ ვხედავ.
"Congratulations!" shouted Wilbur. "How many goslings are there? I can only see one.
199832.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ამ დროს უილბურის გეჯის ქვეშ მოწყობილი სამალავიდან ტემპლტონმა ამოყო ცხვირი.
At this point, Templeton showed his nose from his hiding place under Wilbur's trough.
199833.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ჯერ ფერნს ახედა, მერე კი, კედელ-კედელ, ფრთხილად დაიძრა ბატისკენ.
He glanced at Fern, then crept cautiously toward the goose, keeping close to the wall.
199834.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ყველამ თვალი გააყოლა, რადგანაც დიდად არ ეპიტნავებოდათ და არც ენდობოდნენ.
Everyone watched him, for he was not well liked, not trusted.
199835.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
– მისმინე, – დაიწყო ტემპლტონმა თავისი გამკივანი ხმით, – შემომესმა, შვიდი ჭუკი ეყოლაო, არადა, ხომ რვა კვერცხი გქონდა? მერვეს რა მოუვიდა? რატომ არ გამოიჩეკა?"
"Look," he began in his sharp voice, "you say you have seven goslings. There were eight eggs. What happened to the other egg? Why didn't it hatch?"
199836.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
– ალბათ, შიგ ჭუკი არ იყო, – ივარაუდა ბატმა.
"It's a dud, I guess," said the goose.
199837.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
– მერედა, მაგ კვერცხს რას უპირებ? – განაგრძო ტემპლტონმა, თან პატარა, მრგვალ-მრგვალი, მძივივით თვალებით მიშტერებოდა ბატს.
"What are you going to do with it?" continued Templeton, his little round beady eyes fixed on the goose.
199838.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
– წაიღე, თუ გინდა, – მიუგო ბატმა, – გააგორე და შენს საძაგელ კოლექციას მიუმატე.
"You can have it," replied the goose. "Roll it away and add it to that nasty collection of yours."
199839.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ტემპლტონს ჩვევა ჰქონდა: ფერმაში რაც კი რამ უჩვეულო ნივთს წააწყდებოდა, ყვე ლაფერს სახლში ეზიდებოდა და ინახავდა.
Templeton had a habit of picking up unusual objects around the farm and storing them in his horne. He saved everything.
199840.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
– ნამ-დვილ-დვილ-დვილ-დვილად, – დაუდასტურა მამალმა ბატმაც.
"Certainly-enainly-ertainly," said the gander.