მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199841.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
წაიღე კვერცხი, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი, ტემპლტონ: თუ ჩვენს ჭუკებთან მოსუნ-სუნ-სუნ-სულე დაგინახე, ისე მაგრად გცემ, ვირთხა რომ ჯერ არავის უცემია.
"You may have the egg. But I'll tell you one thing, Templeton, if I ever catch you poking-oking-oking your ugly nose around our goslings, I'll give you the worst pounding a rat ever took."
199842.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ამ სიტყვებზე თავისი ღონის საჩვენებლად ფრთები გაშალა და ჰაერში ააფართქუნა.
And the gander opened his strong wings and beat the air with them to show his power.
199843.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ძალა და ვაჟკაცობა არ აკლდა, მაგრამ ტემპლტონი მაინც ძალიან ანერვიულებდა – მასაც და დედა ბატსაც.
He was strong and brave, but the truth is, both the goose and the gander were worried about Templeton.
199844.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
მიზეზიც ჰქონდათ: ვირთხამ არ იცოდა, რა იყო ზნეობა, სინდისი, ნამუსი, პატივისცემა, წესიერება, თანაგრძნობა და ამაღლებული გრძნობები. არც მეგობრობა იცოდა და არც არაფერი.
And with good reason. The rat had no morals, no con science, no scruples, no consideration, no decency, no milk of rodent kindness, no compunctions, no higher feeling, no friendliness, no anything.
199845.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ულაპარაკოდ მოკლავდა ჭუკს, თუ ეცოდინებოდა, რომ სამაგიერო არ მიეზღვებოდა. ბატმა იცოდა ეს ამბავი.
He would kill a gosling if he could get away with it-the goose knew that.
199846.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ყველამაც იცოდა.
Everybody knew it.
199847.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ბატმა ბუდიდან ფართო ნისკარტით გადმოაგორა გამოუჩეკავი კვერცხი და ყველამ ზიზღით გააყოლა თვალი, როგორ გააგორა ის ტემპლტონმა.
With her broad bill the goose pushed the unhatched egg out of the nest, and the entire company watched in disgust while the rat rolled it away.
199848.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
უილბურსაც კი, რომელსაც თითქმის ყველაფრის ჭამა შეეძლო, თავზარი დაეცა.
Even Wilbur, who could eat almost anything, was appalled.
199849.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
– რას ვიფიქრებდი, ვინმეს ბატის ლაყე კვერცხის ჭამა თუ მოუნდებოდა! – ჩაიდუდუნა თავისთვის.
"Imagine wanting a junky old rotten egg!" he muttered.
199850.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
– ვირთხა ვირთხაა, – აღნიშნა შარლოტმა და წკრიალა ხმით ჩაიცინა, – მაგრამ, მეგობრებო, თუ ეგ ძველთაძველი კვერცხი ოდესმე გატყდა, ამ ბოსელში აღარ დაგვედგომება.
"A rat is a rat," said Charlotte. She laughed a tinkling little laugh. "But, my friends, if that ancient egg ever breaks, this barn will be untenable."
199851.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
– ეგ რას ნიშნავს? – ვერ მიხვდა უილბური.
"What's that mean?" asked Wilbur.
199852.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
– იმას, რომ აქაურობა ისე აქოთდება, ვეღარ გავჩერდებით. რაღა ლაყე კვერცხი და რაღა – მყრალა ბომბი!
"It means nobody will be able to live here on account of the smell. A rotten egg is a regular stink bomb."
199853.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
– არ გამიტყდება, – დაიღრინა ტემპლტონმა, – მე ვიცი ჩემი საქმისა.
"I won't break it," snarled Templeton.
199854.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
ჩემი დღე და მოსწრება სულ ასეთ რამერუმეებთან არა მაქვს საქმე?!
"I know what I'm doing. I handle stuff like this all the time."
199855.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
მან ბატის კვერცხი ისევ წინ გაიგორა, ასე გორებ-გორებით მიიტანა თავის გვირაბთან და შიგ გაუჩინარდა.
He disappeared into his tunnel, pushing the goose egg in front of him.
199856.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
მანამ აწვებოდა და უბიძგებდა, სანამ გეჯის ქვეშ, თავის სორომდე არ მიაგორა.
He pushed and nudged till he succeeded in rolling it to his lair under the trough.
199857.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
დღისით, როცა ქარი ჩადგა და საღორეში სიჩუმემ და სითბომ დაისადგურა, ნაცრისფერმა ბატმა თავისი შვიდი ჭუკი ბუდიდან გადმოსხა და უზარმაზარ სამყაროში გაიყვანა.
That afternoon, when the wind had died down and the barnyard was quiet and warm, the grey goose led her seven goslings off the nest and out into the world.
199858.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
მისტერ ზაკერმენმა ჭუკები მაშინ შენიშნა, უილბურისთვის ვახშამი რომ მოჰქონდა.
Mr. Zuckerman spied them when he came with Wilbur's supper.
199859.
შარლოტის ქსელი | თავი VI, ზაფხულის დღეები
– ჭუკებს გაუმარჯოს! – თქვა და გაეღიმა, – აბა, ვნახოთ... ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი.
"Well, hello there!" he said, smiling all over. "Let's see ... one, two, three, four, five, six, seven.
199860.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
უილბურს დღითიდღე უფრო და უფრო მოსწონდა შარლოტი.
Wilbur liked Charlotte better and better each day.