მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199861.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
მწერების წინააღმდეგ მისი ომი, როგორც ჩანს, ჭკვიანური და საჭირო საქმე იყო.
Her campaign against insects seemed sensible and useful.
199862.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
მთელ ფერმაში ბუზზე კარგს არავინ იტყოდა: ყველას გულს უწყალებდნენ.
Hardly anybody around the farm had a good word to say for a fly. Flies spent their time pestering others.
199863.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
ძროხებს სძულდათ, ცხენებს ეზიზღებოდათ, ცხვრებს ეჯავრებოდათ.
The cows hated them. The horses detested them. The sheep loathed them.
199864.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
მისტერ და მისის ზაკერმენებიც კი სულ ჩიოდნენ, რა ამბავია ამდენი ბუზიო და ფანჯრებზე ბადეებს ჭიმავდნენ.
Mr. and Mrs. Zuckerman were always complaining about them, and putting up screens.
199865.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
უილბური აღტაცებაში მოდიოდა, რა კარგად ახერხებს შარლოტი ამ საქმესო.
Wilbur admired the way Charlotte managed.
199866.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
განსაკუთრებით ის ახარებდა, რომ შეჭმამდე ყოველთვის აძინებდა მსხვერპლს.
He was particularly glad that she always put her victim to sleep before eating it.
199867.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– რა გულისხმიერად იქცევი, შარლოტ, – უთხრა ერთხელაც.
"It's real thoughtful of you to do that, Charlotte," he said.
199868.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– ჰო, – დაეთანხმა შარლოტი თავისი საამური, მუსიკალური ხმით, – ანესთეზიას ვუკეთებ, არაფერი ეტკინოთ-მეთქი. მცირე დამატებითი მომსახურებაა.
"Yes," she replied in her sweet, musical voice, "I always give them an anaesthetic so they won't feel pain. It's a little service I throw in."
199869.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
დრო გადიოდა და უილბური იზრდებოდა.
As the days went by, Wilbur grew and grew.
199870.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
ახლა დღეში სამ დიდ ულუფას შეექცეოდა.
He ate three big meals a day.
199871.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
საათობით იწვა მხართეძოზე და ბურანში წასული ტკბილ სიზმრებს ხედავდა.
He spent long hours lying on his side, half asleep, dreaming pleasant dreams.
199872.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
საღ-სალამათი იყო და წონაშიც კარგად იმატებდა.
He enjoyed good health and he gained a lot of weight.
199873.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
ერთ დღეს, როცა ფერნი თავის პატარა სკამზე იჯდა, ბოსელში ბებერი ცხვარი შემოვიდა და უილბურის მოსაკითხად შეჩერდა.
One afternoon, when Fern was sitting on her stool, the oldest sheep walked into the barn, and stopped to pay a call on Wilbur.
199874.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– სალამი! – უთხრა გოჭს, – როგორც ვხედავ, წონაში მოგიმატია.
"Hello!" she said. "Seems to me you're putting on weight."
199875.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– ჰო, მგონი ვსუქდები, – დაეთანხმა უილბური, – ჩემს ასაკში წონის მატება საჭიროა.
"Yes, I guess I am," replied Wilbur. "At my age it's a good idea to keep gaining."
199876.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– მე კი დიდად არ მშურს შენი, – უთხრა ბებერმა ცხვარმა, – ხომ იცი, რისთვისაც გასუქებენ?
"Just the same, I don't envy you," said the old sheep. "You know why they're fattening you up, don't you?"
199877.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– არა, – უპასუხა უილბურმა.
"No," said Wilbur.
199878.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– არ მინდა, მაინცდამაინც მე მოგიტანო ცუდი ამბავი, – შეჭოჭმანდა ცხვარი, – მაგრამ შენი დაკვლა აქვთ გუნებაში და მაგიტომ გასუქებენ. მხოლოდ მაგიტომ.
"Well, I don't like to spread bad news," said the sheep, "but they're fattening you up because they're going to kill you, that's why."
199879.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– რა აქვთ გუნებაშიო?! – ისე შეჰყვირა უილბურმა, ფერნი სკამზე გაქვავდა.
"They're going to what?" screamed Wilbur. Fern grew rigid on her stool.
199880.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– უნდა დაგკლან და შებოლილ ბეკონად და ლორად გაქციონ, – განაგრძო ცხვარმა, – როცა სიცივეებს დაიჭერს ხოლმე, ფერმერი თითქმის ყველა ბურვაკს კლავს.
"Kill you. Turn you into smoked bacon and ham,'' continued the old sheep. "Almost all young pigs get murdered by the farmer as soon as the real cold weather sets in."