მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199881.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
შენ წინააღმდეგ შეთქმულები არიან და საშობაოდ დაკვლას გიპირებენ.
There's a regular conspiracy around here to kill you at Christmastime.
199882.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
ყველანი გარეული არიან ამ საქმეში: ლერვი, ზაკერმენი და ჯონ არაბლიც კი.
Everybody is in the plot: Lurvy, Zuckerman, even John Arable.
199883.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– მისტერ არაბლი? – ამოიქვითინა უილბურმა, – ფერნის მამა?
"Mr. Arable?" sobbed Wilbur. "Fern's father?"
199884.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– დიახაც. როცა ღორს კლავენ, ყველა მოდის და ფერმერს ეხმარება.
"Certainly. When a pig is to be butchered, everybody helps.
199885.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
ბებერი ცხვარი ვარ და ყოველ წელიწადს ერთი და იგივე ამბავია.
I'm an old sheep and I see the same thing, same old business, year after year.
199886.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
მოდის არაბლი თავისი ოცდაორკალიბრიანი პისტოლეტით, ესვრის...
Arable arrives with his … shoots the …
199887.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– ვერ დავწყნარდები, – ჭყიოდა უილბური და აქეთ-იქით დაქროდა, – არ მინდა, რომ დამკლან.
"I can't be quiet," screamed Wilbur, racing up and down. I don't want to be killed.
199888.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
სიკვდილი არ მინდა.
I don't want to die.
199889.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
მართალს ამბობს ბებერი ცხვარი, შარლოტ?
Is it true what the old sheep says, Charlotte?
199890.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
მართალია, რომ როგორც კი აცივდება, დამკლავენ?
Is it true they are going to kill me when the cold weather comes?
199891.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– რა ვიცი… – თქვა ობობამ და ფიქრიანად მოქაჩა ძაფი ქსელზე, – ბებერი ცხვარი დიდი ხანია აქ ცხოვრობს.
"Well," said the spider, plucking thoughtfully at her web, the old sheep has been around this barn a long time.
199892.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
ბევრი გაზაფხულის გოჭის მოსვლა და წასვლა უნახავს და რახან გეუბნება, დაკვლას გიპირებენო, ალბათ მართლაც გიპირებენ.
She has seen many a spring pig come and go. If she says they plan to kill you, I'm sure it's true.
199893.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
სად გაგონილა ასეთი სიბინძურე და ვერაგობა!
It's also the diniest trick I ever heard of.
199894.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
რას არ მოიფიქრებს ადამიანი! უილბურს ცრემლები წასკდა.
What people don't think of! Wilbur burst into tears.
199895.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– სიკვდილი არ მინდა, – ამოიკვნესა, – მინდა ჩემს მეგობრებთან ვიყო, სულ აქ ვიცხოვრო, ამ მყუდრო ნაკელის გროვაზე, მშვენიერი ჰაერი ვისუნთქო და მშვენიერ მზეზე ვიკოტრიალო.
"I don't want to die," he moaned. "I want to stay alive, right here in my comfonable manure pile with all my friends. I want to breathe the beautiful air and lie in the beautiful sun."
199896.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– ისე, ჭყვირილით კი მართლა მშვენივრად ჭყვირი, – შენიშნა ბებერმა ცხვარმა.
"You're certainly making a beautiful noise," snapped the old sheep.
199897.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– სიკვდილი არ მინდა! – დაიკივლა უილბურმა და მიწაზე დაეცა.
"I don't want to die!" screamed Wilbur, throwing himself to the ground.
199898.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– არ მოკვდები, – თქვა უეცრად შარლოტმა.
"You shall not die," said Charlotte, briskly.
199899.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– რაო? მართლა? – შეჰყვირა უილბურმა, – მერედა, ვინ იქნება ჩემი მშველელი?
"What? Really?" cried Wilbur. "Who's going to save me?"
199900.
შარლოტის ქსელი | თავი VII, ცუდი ამბავი
– ეგ ჯერ მოსაფიქრებელი მაქვს, შველით კი აუცილებლად გიშველი, ოღონდ იცოდე, ახლავე დაწყნარდი. ბავშვივით იქცევი. აბა, გაჩუმდი! ისტერიკას ვერ ვიტან.
"That remains to be seen. But I am going to save you, and I want you to quiet down immediately. You're carrying on in a childish way. Stop your crying! I can't stand hysterics."