მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199901.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
კვირა დილით მისტერ და მისის არაბლები და ფერნი სამზარეულოში ისხდნენ და საუზმობდნენ.
On sunday morning Mr. and Mrs. Arable and F em were sitting at breakfast in the kitchen.
199902.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
ეივერის ჭამა უკვე დაემთავრებინა და ზემოთა სართულზე შურდულს ეძებდა.
Avery had finished and was upstairs looking for his slingshot.
199903.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– იცოდით, რომ ძია ჰომერის ბატმა ჭუკები გამოჩეკა? – იკითხა ფერნმა.
"Did you know that Uncle Homer's goslings had hatched?" asked Fern.
199904.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
სულ რვა კვერცხი იყო, მაგრამ ერთი არ გამოიჩეკა და ბატმა ტემპლტონს უთხრა, აღარაფრად მარგიაო. ვირთხამაც, ადგა და წაიღო.
"There were eight eggs but one egg didn't hatch and the goose told Templeton she didn't want it any more, so he took it away."
199905.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– რაო, ბატმა რა ქნაო? – ჰკითხა დედამ და შვილს უცნაურად, შეწუხებული მიაშტერდა.
"The goose did what?" asked Mrs. Arable, gazing at her daughter with a queer, worried look.
199906.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– ტემპლტონს უთხრა, კვერცხი აღარაფრად მარგიაო, – გაიმეორა ფერნმა.
"Told Templeton she didn't want the egg any more," repeated Fern.
199907.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– ტემპლტონი ვინ არის? – დაინტერესდა მისის არაბლი.
"Who is Templeton?" asked Mrs. Arable.
199908.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– ვირთხაა, – მიუგო ფერნმა, – ისე, ჩვენ მაინცდამაინც არავის გვეხატება გულზე.
"He's the rat," replied Fern. "None of us like him much."
199909.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– ყველანი, ვინც ბოსლის სარდაფში ვცხოვრობთ.
Oh, everybody in the barn cellar.
199910.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
უილბური, ცხვრები, ბატკნები, ორივე ბატი, იმათი ჭუკები, შარლოტი და მე.
Wilbur and the sheep and the lambs and the goose and the gander and the goslings and Charlotte and me.
199911.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– უილბურის საუკეთესო მეგობარი. ნამდვილი ჭკუის კოლოფი!
"She's Wilbur's best friend. She's terribly clever."
199912.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– როგორი შესახედავია?
"What does she look like?"
199913.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– რა ვიცი... – ჩაფიქრდა ფერნი, – რვა ფეხი აქვს.
"Well-l," said Fern, thoughtfully, "she has eight legs.
199914.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
როგორც ყველა ობობას.
All spiders do, I guess.
199915.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– შარლოტი ობობაა? – გაუკვირდა დედას.
"Charlotte is a spider?" asked Fern's mother.
199916.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
ფერნმა თავი დაუქნია: – დიდი ნაცრისფერი ობობა.
Fern nodded.
199917.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
უილბურის კარის ზედა კუთხეში აქვს ქსელი. ბუზებს იჭერს და სისხლს სწოვს. უილბური გიჟდება, ისე უყვარს.
"A big grey one. She has a web across the top of Wilbur's doorway. She catches flies and sucks their blood. Wilbur adores her."
199918.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– მართლა? – ჰკითხა დაბნეულმა დედამ და შეწუხებული შეაცქერდა შვილს.
"Does he really?" said Mrs. Arable, rather vaguely. She was staring at Fern with a worried expression on her face.
199919.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– ჰო, გიჟდება, ისე უყვარს, – დაუდასტურა ფერნმა, – იცი, რა თქვა შარლოტმა, ჭუკები რომ გამოიჩეკნენ?
"Oh, yes, Wilbur adores Charlotte," said Fern. "Do you know what Charlotte said when the goslings hatched?"
199920.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– წარმოდგენა არ მაქვს, – ჩაერია მისტერ არაბლი, – გვითხარი.
"I haven't the faintest idea," said Mr. Arable. "Tell us."