668048 Records found
637241.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
ცოტა ხნის წინათ ლას-ვეგასში გახსნილი მაღაზია 45%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ვოლმარტის სტანდარტული მაღაზია.
A recently opened Las Vegas store uses 45 per cent less energy than a standard Walmart.
637242.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
ამას გარდა, კომპანია აქტიურად ავრცელებს უკვე შეძენილ ცოდნას და სიამოვნებით უზიარებს მას კონკურენტ კომპანიებსაც კი, მაგალითად, თარგეთსა და ჰოუმ დეპოს.
Moreover, Walmart is eagerly spreading the word by encouraging visitors and sharing what it learns—even with competing companies such as Target and Home Depot.
637243.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
იმავე დროს, როცა ვოლმარტი აქტიურად განაგრძობს საკუთარი გარემოსდაცვითი ინიციატივების შემუშავებას და განხორციელებას, ის თავისი მომხმარებლების, დაქირავებული თანამშრომლებისა და მომწოდებლების ქცევაზეც ახდენს გავლენას გარემოს დაცვის თვალსაზრისით.
At the same time that Walmart presses forward with its own sustainability initiatives, it’s also affecting the environmental behaviors of its customers, employees, and suppliers.
637244.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
მაგალითად, კომპანია თავისი მარკეტინგული მხარდაჭერით უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს და ხელს უწყობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა სან ჩიფსი, პურის წყლის ფილტრები, ჯენერალ ელექტრიკის ფლუორესცენტული ნათურები და სხვა.
For example, it puts its marketing muscle behind eco-friendly products, regularly promoting brands such as Sun Chips, PUR water filters, and GE fluorescent bulbs.
637245.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
„თუ ვოლმარტი შეძლებს თავის რეგულარულ მომხმარებლებს „მწვანე“ მსყიდველობითი და ეკოლოგიურად გამართლებული ჩვევები შთაუნერგოს, ამით ის შეამცირებს 200 მილიონი ადამიანის უარყოფით გავლენას გარემოზე“, – წერს ერთ-ერთი ანალიტიკოსი.
“If Walmart can galvanize its regular shopper base into green purchasing and ecofriendly habits, it’s succeeded in reducing the ecological footprint of 200 million people,” says one analyst.
637246.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
საცალო ვაჭრობის ამ გიგანტმა დაიწყო თანამშრომლებზე გათვლილი ახალი პროგრამის „პირადი მდგრადობის პროექტის“ განხორციელება, რომელშიც მონაწილე თანამშრომლები პირობას დებენ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოიქცევიან თავიანთი კოლეგების დასანახად – აქ იგულისხმება ნებისმიერი რამ, სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებით დაწყებული და საკუთარ სახლში ჩვეულებრივი ნათურების ეკონომიურებით ჩანაცვლებით დამთავრებული.
The giant retailer has also launched an employee program called the “personal sustainability project” (PSP), in which employees commit to responsible acts in front of their coworkers—anything from quitting smoking to converting the lights in their house to energy-efficient bulbs.
637247.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
ამას გარდა, ვოლმარტი თავის ეკო-მოთხოვნებს აყენებს მომწოდებლების წინაშეც.
Walmart is also laying down the eco-law to suppliers.
637248.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
ცოტა ხნის წინათ კომპანიამ გამოაცხადა, რომ 2015 წლის ბოლოსთვის ატმოსფეროში ე.წ. სათბურის გაზის გამოყოფას შეამცირებს დაახლოებით 20 მილიონი ტონით – რაც გზებიდან წელიწადში 3,8 მილიონი ავტომობილის მოშორების ეკვივალენტურია.
It recently announced plans to cut some 20 million metric tons of greenhouse gas emissions from its supply chain by the end of 2015—the equivalent of removing more than 3. million cars from the road for a year.
637249.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
ამ და ხსენებულ მდგრადობასთან დაკავშირებული სხვა მიზნების მისაღწევად ვოლმარტი მრავალრიცხოვან მიმწოდებლებს სთხოვს, შეისწავლონ თავიანთი პროდუქტების ნახშირბადის სიცოცხლის ციკლი და კარგად დაფიქრდნენ საქონლის წარმოების, ნედლეულის მიღების, შეფუთვისა და ტრანსპორტირების მეთოდებზე.
To accomplish this and other sustainability goals, Walmart is asking its huge corps of suppliers to examine the carbon life cycles of their products and rethink how they source, manufacture, package, and transport these goods.
637250.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
ვოლმარტი უფრო შორს მიდის და ქმნის საკუთარი „მდგრადობის ინდექსს“ — მიმწოდებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით – რომელიც ასახავს მის მიერ გაყიდული ყველა პროდუქტის სიცოცხლის ციკლს და უკავშირდება კომპანიის ნებისმიერ საქმიანობას, წყლის გამოყენებითა და ატმოსფეროში სათბურის გაზის გამოყოფით დაწყებული და სამართლიანი შრომითი პირობების შექმნით დამთავრებული.
Walmart is even developing a Sustainability Index—based on information provided by suppliers—that tracks the life cycle of every product it sells, measuring it on everything from water use and greenhouse gas emissions to fair labor practices.
637251.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
რამდენიმე წელიწადში ვოლმარტი აპირებს თავის ყველა პროდუქტზე ამ ინდექსის ამსახველი ეტიკეტის დართვას, თითოეული პროდუქტის ეკოლოგიური მიზანშეწონილობისა და საზოგადოებაზე ზემოქმედების მასშტაბების მითითებით.
Within a few years, Walmart wants to place a Sustainability Index tag on all its goods that details each product’s ecofriendliness and social impact.
637252.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
მაღალი ქულების მქონე პროდუქტები ვოლმარტის მაღაზიებში განსაკუთრებული პრივილეგიებით და, სავარაუდოდ, თაროზე მეტი ადგილით ისარგებლებენ.
High-scoring products will earn preferential treatment—and likely more shelf space—in Walmart stores.
637253.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
ვოლმარტის მასშტაბების გამო, მომწოდებლების მიერ პროდუქტისა თუ შეფუთვის სულ ოდნავი ცვლილებაც კი მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა გარემოს დაცვის თვალსაზრისით.
Because of Walmart’s size, even small supplier product and packaging changes have a substantial environmental impact.
637254.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
მაგალითად, ვოლმარტის მოთხოვნები რომ დაეკმაყოფილებინა, კომპანია პი & ჯიმ შექმნა ტუალეტის ქაღალდის ახალი შეფუთვა და ოთხი ჩვეულებრივი რულონის ქაღალდი ერთ პატარა რულონში გააერთიანა.
For example, to meet Walmart’s requests, P&G developed a mega roll technology for its Charmin brand, which combines the sheets of four regular toilet paper rolls into one small roll.
637255.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
ამ თითქოსდა მცირე ცვლილების შედეგად წელიწადში 89,5 მილიონი მუყაოს გულარი და 163 ტონა შესაფუთი ცელოფანი დაიზოგა.
The seemingly minor change saves 89. million cardboard rolls and 360,000 pounds of plastic packaging wrap a year.
637256.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
ამას გარდა, ეს ვოლმარტს საშუალებას აძლევს, თავის სატვირთო მანქანებზე 42%-ით მეტი ახალი ქაღალდი დატვირთოს, რითაც წელიწადში დაახლოებით 200 ათას ლიტრ საწვავს ზოგავს.
It also allows Walmart to ship 42 percent more units on its trucks, saving about 54,000 gallons of fuel a year.
637257.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
მიმწოდებელთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს ვოლმარტის მდგრადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გამო, თუმცა უმეტესობა თანახმაა.
Although some suppliers are grumbling about Walmart’s heavy-handed sustainability requirements, most are joining in.
637258.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
იმის გამო, რომ გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებას მიმწოდებლებს აკისრებს, ვოლმარტი გადაიქცა „გარემოს დაცვის ერთგვარ პრივატიზებულ სააგენტოდ, რომელსაც სამთავრობო სააგენტოზე გაცილებით უფრო ძლიერი ბერკეტები აქვს, – ამბობს ერთ-ერთი მიმომხილველი.
When imposing its environmental demands on suppliers, Walmart “has morphed into a sort of privatized Environmental Protection Agency, only with a lot more clout,” says an industry observer.
637259.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
"გარემოს დაცვის სააგენტოს მხოლოდ შვიდნიშნა ჯარიმის დაკისრება შეუძლია, ვოლმარტს კი შესწევს ძალა, კომპანიას თავისი ბრუნვის მეოთხედი ერთ წამში დააკარგვინოს“.
“The EPA can levy only a seven-figure fine, Walmart can wipe out more than a quarter of a business in one fell swoop”.
637260.
Principles of Marketing | Chapter 20. Real Marketing
მდგრადობისადმი მიმართული ძალისხმევა ვოლმარტის თვით ყველაზე დიდი კრიტიკოსების მოწონებას იმსახურებს.
Walmart’s sustainability efforts have earned praise from even its harshest critics.